დუბაი მსოფლიოს კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს შესთავაზებს - სასტუმრო, რომელიც წყალში აშენდება. კომპანია Deep Ocean Technology-მ ახალი დიზაინის პროექტი - Water Discus Hotels წარადგინა.

პროექტის მიხედვით, კონსტრუქცია ორი დისკოსგან - წყალქვეშა და წყლის ზედაპირზე არსებული მონაკვეთისგან შედგება. ორიგინალური დიზაინი სტუმრებს საშუალებას მისცემს, ოკეანის სიღრმით დატკბნენ. ორნაწილიანი კონსტრუქცია ერთმანეთს სამი მყარი სვეტითა და ვერტიკალური მაღაროთი უკავშირდება. თითოეული დისკო ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არის შექმნილი.

სტუმრებს საშუალება ექნებათ წყალქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე ფეშენებელურ ოთახებში დაისვენონ, ხოლო გასარუჯად ზედა გემბანს მიაშურონ. სასტუმროს წყალქვეშ მხოლოდ 21 ოთახი ექნება და სპეციალური განათების წყალობით, დამსვენებლები შეძლებენ, წყალქვეშა სამყაროს ულამაზესი ხედებით დატკბნენ.

წყარო: http://www.ambebi.ge

 
 
მობილური ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მათ დატენვის გარეშე დიდხანს მუშაობა არ შეუძლიათ, ამისათვის კი დენის წყაროსთან ყოფნა აუცილებელია, თუმცა ახალი სატენის წყალობით ეს პრობლემა გადაიჭრება.

კომპანია Lilliputian Systems-მა პორტარტული USB სატენი საშუალება შექმნა, რომელიც, Brookstone-ის ლოგოტიპით გაიყიდება. ის ბუტანზე მუშაობს. ბუტანით სავსე ერთი კარტრიჯით მოწყობილობას, ტელეფონის 10-14-ჯერ დატენვა შეუძლია.

სატენი ინოვაციურია. ის არა მხოლოდ დამუხტვის ეფექტური საშუალებაა, არამედ ლამაზი დიზაინითაც გამოირჩევა. ხელსაწყო სმარტფონის ზომისაა, ხოლო კარტრიჯი - სანთებელის, შესაბამისად ის დიდ ადგილს არ იკავებს და საკმაოდ მობილურია.

Lilliputian Systems-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ინოვაციური სატენი საშუალება დაახლოებით 100-დან 200 დოლარამდე ეღირება, ხოლო თითო კარტრიჯის ფასი 5 დოლარი იქნება.

ამ ხელსწაყოს მფლობელებს ტელეფონის დასატენად ალტერნატიული ენერგიის წყაროს ძიება აღარ მოუწევთ.

პროდუქტი მასიურ წარმოებაში სულ მალე ჩაეშვება.
 
 
ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის დასახელება ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ხდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანეს სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

ისტორია

პირველად ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ ახსენა Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა, 1950 წელს მან უწოდა ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ითვლება ვინსენტ გლადისი. მან 1964 წელს სპირიტიზისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“.

XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც შესული იყო ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები. წიგნი გახდა ბესტსელერი და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორია ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ გახდა განსაკუთრებით პოპულარული. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში გადმოცემული იყო არასწორად.

1975 წელს ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც მან შეეცადა იმის დამტკიცება, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტევისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც გამოავლინეს მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.

შემთხვევები ბერმუდის სამკუთხედში

თეორიის მომხრეები საუბრობენ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი მოხდა ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19)

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენი–ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ–ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ასევე ვერ იპოვეს.

ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოსდა საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ ვეშვებით თეთრ წყლებში“.

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს.

დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან დაკარგა ორიენტირება და მას გაუფუჭდა ორივე კომპასი. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი იმყოფება ფლორიდა–კისის კუნძლების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად. რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში.

რამოდენიმე ხანში ტეილორმა გადაწყვიტა გაფრენა დასავლეთის მხარეს, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში თავდებოდა საწვავი. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი იყვნენ შეეცადათ დასხდომის განხორციელება წყალზე. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში მაშინ მყოფი გემების სიტყვებით, იყო ძალზედ აბობოქრებული.

ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად გაგზავნეს სხვა თვითმფრინავები და ერთ–ერთი მათგანი – ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ – ასევე უკვალოდ გაუჩინარდა.კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გააჩნდათ გარკვეული ნაკლოვანება, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ საწვავის ორთქლები აღწევდნენ კაბინაში და საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა მომხდარიყო აფეთქება. „გეინე მილსის“ (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა თქვა, რომ იგი თვალს ადევნებდა აფეთქებას და ნამსხვრევებს, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე აღმოაჩინა ზეთის ლაქა.

სატვირთო გემი „სანდრა“

ეს შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ სწორედ იგი გახდა 1950 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი.

გემი, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, რის შედეგადაც ჩაიძირა სხვა გემებიც. „სანდრას“ ძებნის პროცესი დაიწყო გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში, როდესაც გემი არ მივიდა დანიშნულების პორტში. ადამიანთა გვამები გემის მსგავსად ვერ იპოვეს.

 
 
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უცნაური ფაქტების ხშირად ფიქსირდება.

უიშვიათესი შემთხვევები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ხდება, ყოველთვის მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ინტერესი განსაკუთრებით დიდია, თუ  უჩვეულო და არაორდინალური ამბავი პოლიტიკას პირდაპირ ან ირიბად მაინც უკავშირდება.

თუმცა ფაქტი,რომლის შესახებაც საიტი „the peoples.com“ იუწყება, განსაკუთრებით სიანტერესოა.

საიტის ინფორმაციით, ამერიკის ერთ–ერთი ქალაქის მერი, არც მეტი არც ნაკლები კატა გახდა.  

კატა ამჟამად ვისკონსინის შტატის ქალაქ შარონის მერია.  ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მუნიციპალიტეტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ქალბატონმა მერიის შენობასთან უპატრონი წითური კნუტი იპოვა და გამოკვება.

თანამშრომელს კატა–ფრედი ყოველ დილით ქალაქის მერიის შენობის წინ ხვდებოდა, ამერიკელი ქალბატონი კი მას საკვებით უმასპინძლდებოდა. ფრედის „აღზრდაში“ მოგვიანებით მერიის სხვა თანამშრომლებიც ჩაერთნენ.

მალე კნუტმა თავი არა მხოლოდ მერიის თანამშრომლებს, მთელ ქალაქსაც შეაყვარა. დამსახურებული სიყვარულისა და პატივისცემის გამო ფრედი ჯერ ქალაქის თილისმა გახდა, მოგვიანებით კი მერის პოსტიც დაიკავა.

ფრედის სამუშაო დღე ნოყიერი საუზმით იწყება, საუზმის შემდეგ, ის შეხვედრებს „მართავს“. დღის მეორე ნახევარში ქალაქის მერი ქუჩაში სეირნობითაა დაკავებული.

საიტი არ იტყობინება იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით ხვდება ქალაქის მერი საკუთარ ამომრჩევლებს, თუმცა თუკი ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგება, პრობლემას ქალაქის მერის–  ფრედის მოადგილეები მოაგვარებენ, რომლებიც მერისგან განსხვავებით, ადამიანები არიან.

ქალაქი შარონი, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს, აშშ–ში ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ ქალაქად ითვლება. მას საკუთარი პრეზდენტიც კი ყავს, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანია.

 
 
ეგვიპტის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც მამაკაცს უფლებას აძლევს მეუღლესთან, მისი გარდაცვალებიდან პირველი ექვსი სააათის განმავლობაში სექსუალური კავშირი დაამყაროს. 

ამასთან, იმისთვის რომ "გამოსათხოვარი სექსი" კანონიერად ჩაითვალოს, მამაკაცი მეუღლესთან ქორწინებაში მის გარდაცვალებამდე უნდა იყოს, - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტი "გამოსათხოვარი სექსის" შესახებ ეგვიპტის ახალი პარლამენტის პირველი უჩვეულო ინიციატივა არ არის. ისლამის მიმდევრები ასევე ცდილობენ გოგონებისთვის ქორწინების ასაკი მინიმუმამდე, 14 წლამდე დაიყვანონ და მათ სწავლისა და მუშაობის უფლება შეუზღუდონ.

ეგვიპტის ქალთა უფლებების ნაციონალურმა საბჭომ პარლამენტს უკვე მიმართა და ამ კანონპროექტის ჩაგდება მოუწოდა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ქალის უფლებების შეზღუდვა ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ისინი მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ
 
 
მსოფლიოში პოპულარული საკვების "ჰოთ-დოგის" ალტერნატივა - Dead Dogs (მკვდარი ძაღლები) შავ კუბოში ცხვება და მისი დაგემოვნება კალიფორნიაშია შესაძლებელი.

კუბოში გაზის ღუმელია დამონტაჟებული. Dead Dogs მცირე დროში ცხვება. ღუმელი-კუბო კატაფალკით დააქვთ.

კომპანიას უჩვეულო სახელი აქვს - "Dead Dogs, Ltd: Bite Me!" (მკვდარი ძაღლები, შპს: მიკბინე!). სერვისი ახალია, მაგრამ უჩვეულო მომსახურებით უამრავი ადამიანი სარგებლობს.

კომპანიის დამფუძნებელი ავტომანქანების კოლექციონერი ლა ბარბერაა, რომლის პარტნიორიც ერთ-ერთი იტალიური რესტორნის ქსელის მეპატრონეა. "როდესაც გვხედავენ, რომ კუბოს ვხსნით, ხალხს შეშინებული სახე აქვს, მაგრამ უნდა ნახოთ, როგორი გაოცებულნი რჩებიან, როდესაც კუბოში ღუმელს ხედავენ. ყველას მოსწონს ჩვენი სერვისი", - ამბობს ბარბერა.
 
 
გერმანიაში, დრეზდენში მუსიკალური შენობა დგას. ნაგებობა წვიმის დროს მუსიკის დაკვრას იწყებს, მას Neustadt Kunsthofpassage ეწოდება.

შენობა ფერადია და მის ფასადზე დამონტაჟებული საწვიმარი მილები მუსიკალური ინსტრუმენტების მსგავსად, ისეა მოწყობილი, რომ წვიმის წვეთების დაცემის შედეგად ამღერდეს.

Neustadt Kunsthofpassage დრეზდენის სტუდენტური რაიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შენობაა. სავარაუდოდ, ის დრეზდენში მცხოვრები ერთ-ერთი სტუდენტის ნახელავია.

ambebi.ge
 
 
იაპონელი მკვლევარების ჯგუფმა "გასახდომი სათვალე" (slimming goggles) შექმნა.

მოწყობილობა საკვების ზომას ვიზუალურად 50%-ით ზრდის და მომხმარებელი გაცილებით ნაკლებს მიირთმევს, შედეგად წონაში ვიკლებთ.

მკვლევარებმა ექსპერიმენტი 2 მანდილოსანსა და მამაკაცზე ჩაატარეს. კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტის მონაწილენი სათვალის დახმარებით ჩვეულებრივზე საშუალოდ 9 %-ით ნაკლებ საკვებს მიირთმევდნენ.
 
 
შრი-ლანკაში ქათამმა კვერცხის ნაცვლად წიწილა "დადო". წიწილა სრულიად ჩამოყალიბებული და ჯანმრთელია, ქათამი კი მოკვდა. ქათმის სხეულის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მან მშობიარობის დროს შიდა ტრამვები მიიღო. 

ვეტერინარებმა განმარტეს, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სამი კვირის განმავლობაში ქათმის სხეულში სრულფასოვან წიწილად ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც ის ცოცხლად დაიბადა.

ამ ამბავმა მრავალი სპეკულაცია გამოიწვია ქათმისა და კვერცხის თემაზე და კვლავ გააქტიურდა ფილოსოფიური კითხვა: "რა უფრო ადრე გაჩნდა - კვერცხი თუ ქათამი?”
 
 
გინესის რეკორდების წიგნი კიდევ ერთი ორიგინალური მიღწევით შეივსო, რომელიც ამტკიცებს, რომ მუსულმანები ისევე კარგად ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც დასავლური ღირებულების ადამიანები.

38 წლის აბდულ აზიზ გოლდშტეინი, რომელიც ელ-რიადში ცხოვრობს, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც პირველი ადამიანი, რომელიც მეუღლეს სოციალური ქსელის მეშვეობით დაშორდა.

ამისთვის აბდულ აზიზმა მიკრობლოგი "ტვიტერი" გამოიყენა. მან თავის პოსტში მეუღლეს აუხსნა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებულია და ამასთან, სახლიდან ნაგვის გატანაც სთხოვა.

როდესაც ამ მესიჯს წერდა, გოლდშტეინს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ პირველი იყო, ვინც განქორწინებისთვის სოციალური ქსელი აირჩია.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პირველი ვიყავი. ეს შემთხვევით მოხდა, მობილურზე ანგარიში აღარ მქონდა, რომ მესიჯი მიმეწერა, ამიტომ ინტერნეტი გამოვიყენე", - განაცხადა შემთხვევითმა რეკორდსმენმა.

ისლამური წესების მიხედვით, იმისათვის, რომ განქორწინებაზე თახნმობა მიიღოს, მამაკაცმა ამის შესახებ მეუღლეს სამჯერ უნდა უთხრას "თალაქ" და საკუთარი სურვილი დაადასტუროს.