დაორსულების შანსები 02/03/2012
დაფეხმძიმების სტატისტიკური ალბათობა ორსულობის დაგეგმვის პირველ ციკლში შედარებით მცირეა და შეადგენს 15 – 25%-ს. ამასთან იგულისხმება ის ციკლები, როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს ჩასახვისათვის ხელსაყრელ დღეებში, ანუ ოვულაციამდე 2 დღით ადრე და ოვულაციის დღეს. იმ ქალების სტატისტიკა, რომელთაც სურთ დაფეხმძიმება, შემდეგნაირია:ქალების დაახლოებით 50% ფეხმძიმდება ორსულობის დაგეგმვის პირველი 3 თვის პერიოდში, ქალების 75% – 6 თვის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან და ქალების 90% ფეხმძიმდება ერთი წლის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან.საშუალოდ დაფეხმძიმება 4 თვის განმავლობაში ხდება. რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე? არარეგულარული ციკლი და ორსულობა თუ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, სავარაუდოდ დაორსულება მოგვიანებით მოხდება. არარეგულარული ციკლის პრობლემა იმაშია, რომ ქალი ზუსტად ვერ ითვლის ჩასახვისათვის ოპტიმალურ დღეებს, ვინაიდან ციკლის ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება. ასაკი და ორსულობა ორსულობის დაეგმვის პირველ ციკლში დაფეხმძიმების შანსი 30 წლის შემდეგ მცირდება. თუ თქვენი ასაკი 19-დან 24 წლამდეა, თქვენი დაორსულების შანსი დაახლოებით 30%-ია; 25-დან 33 წლამდე შანსი 18%-მდე ქვეითდებ, ხოლო 33-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 13%-მდე ეცემა. 35 წლის ასაკიდან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლები. ,,დაბერების“ ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და მისი შეცვლა არ შეიძლება. ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეები იფიტებიან, კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, მატულობს ჰორმონული ჩავარდნების რისკი, შესაბამისად უნაყოფობის ალბათობა. არარეგულარული კავშირი თუკი რაიმე მიზეზთა გამო, რეგულარული სქესობრივი კონტაქტი შეუძლებელია, ესეც რასაკვირველია მოქმედებს დაფეხმძიმების დადგომაზე. ჩასახვის შანსების დამოკიდებულება სქესობრივი კონტაქტების რაოდენობაზე (სა) წარმოდგენილია შემდეგი სქემით: საინტერესოა, რომ თუკი თქვენ თვეში არანაკლებ 20 -ჯერ გაქვთ სექსი, ამით დაორსულების შანსი არ მატულობს. არსებობს თეორია, რომ ზედმეტად ხშირი სქესობრივი კონტაქტების დროს მამაკაცის სპერმაში მცირდება განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა. Add Comment ორსულობის პირველი ნიშნები 02/02/2012
თითოეულ ქალს ორსულობის ნიშნები განსხვავებული აქვს. ქალების დიდი ნაწილი ორსულობას გრძნობენ ორსულობის ტესტის დადებითი პასუხისთანავე, სხვები აღნიშნავენ, რომ ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობენ თითქმის ჩასახვისთანავე. და მაინც, როგორია ორსულობის პირველი ნიშნები? გულისრევა. ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას. გემოვნებითი შეგრძნებები. ზოგჯერ ქალი გემოვნებითი შეგრძნების ცვლილების მიხედვით ხვდება რომ ორსულადაა. ის, რაც ორსულობამდე არ უყვარდა, უყვარდება და, პირიქით, აქამდე საყვარელი კერძები სრულიად მიუღებელი ხდება მისთვის. მადის გაძლიერება. ზოგიერთ ქალს ორსულობის პირველივე დღეებიდანვე უძლიერდება მადა, მას მუდმივად შია და სულ რაღაცის ჭამა უნდა. სარძევე ჯირკვლების გადიდება. გადიდებული, დაჭიმული და მტკივნეული მკერდი შესაძლოა მანიშნებელი იყოს ორსულობის დაწყებისა. დაღლილობა, დაღლილობა და კიდევ ერთხელ დაღლილობა. თითქმის ყველა ქალი ორსულობის საწყის სტადიაზე ყოველთვის აღნიშნავს რომ აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. გაღიზიანებადობა. ორსული ქალები ხშირად ძალიან გაღიზიანებულები არიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ეცვლებათ გუნებ-განწყობა, და ეს სრულებითაც არაა ,კაპრიზი“ – ამაში დამნაშავე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია. თავბრუსხვევა - განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დასაწყისში. რჩევა: მიიღეთ საკმარისად სითხე და გაღვიძებისთანავე უცბათ ნუ წამოდგებით. საჭმლის მონელების დარღვევა. ორსულობის ადრეულ სტადიებზე ხშირია ყაბზობა, მუცლის შებერვა ან ფაღარათი. შარდვის გახშირება - ეს სიმპტომიც საკმაოდ ხშირია ორსულობის დაწყებისას. მენსტრუაციის შეჩერება. თუკი ზემოთ მოყვანილი სიმპტომები გაქვთ, მაშინ უნდა დაელოდოთ მენსტრუალური ციკლის ჩათავებას და თუკი მენსტრუაცია არ დადგა – ესაა ყველაზე სარწმუნო ნიშანი ორსულობისა. ყოველივე ზემოთ მოყვანილთან ერთად, თუკი თქვენი ბაზალური ტემპერატურა 18 დღის განმავლობაში გრაფიკის შუა ხაზს ზემოთაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა. თუმცა ყველაზე სარწმუნო პასუხს, რასაკვირველია, ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღებთ. ბავშვის სქესის გამოთვლის ცხრილები 02/01/2012
იაპონური მეთოდი ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (1) მოძებნეთ ციფრი, რომელიც შეესაბამება ბავშვის მამის დაბადების თვის სვეტისა და დედის დაბადების თვის სტრიქონის გადაკვეთას. მაგალითად, თუკი დედა დაბადებულია ივლისში, მამა კი აპრილში, მათი ე. წ. ,,ოჯახის ციფრი” 7-ია. დაიმახსოვრეთ ეს ციფრი და გადადით N2 ცხრილზე. ცხრილის (N2) ზემო სტროფში მოძებნეთ თქვენი ,,ოჯახის ციფრი”; ამ ციფრის ქვემოთ სვეტში მოძებნეთ ჩასახვის სავარაუდო თვე. სქემის ცენტრში დიაგრამაზე ნაჩვენებია გოგონას ან ბიჭის სავარაუდო გაჩენა, ჩასახვის თვის მიხედვით. ძველი ჩინური მეთოდი ამ მეთოდი გამოყენებისას ითვალისწინებენ მხოლოდ დედის ასაკსა და ბავშვის ჩასახვის თვეს. ასაკის სვეტში მონახეთ დედის წლოვანების შესაბამისი ციფრი, ხოლო თვეების სტრიქონში – სავარაუდო ჩასახვის თვე. თუკი ამ ორი მონაცემის გადაკვეთის ადგილი ცისფრადაა, მეტი შანსია ბიჭის დაბადებისა, თუ ვარდისფერია – გოგონასი. ბავშვის სქესის პროგნოზირება 01/31/2012
მეთოდის არსი: იმისთვის, რომ ბავშვის სქესი წინასწარ განსაზღვრონ, სხვადასხვა მონაცემს გამოითვლიან, რომლის დროსაც ითვალისწინებენ: ქალისა და მამაკაცის სისხლის განახლების პერიოდს – მათი დაბადების თარიღებთან მიმართებაში. საერთოდ, ტერმინი `სისხლის განახლება~, გარკვეულწილად, აბსტრაქტულადაც კი ჟღერს და შესაძლოა, მავანმა და მავანმა გააპროტესტოს კიდეც, მაგრამ ეს ტერმინი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია მოცემული მოვლენის აღწერილისთვის. სისხლის განახლების ციკლები განსხვავებულია მამაკაცისა და ქალისთვის; იგი შეადგენს მკაცრად განსაზღვრულ პერიოდს, დაწყებული თითოეული მათგანის დაბადების თარიღიდან. საკუთარ თავს უფლებას მივცემ, ამ მეთოდის ყველა ნიუანსი საჯაროდ არ აღვწერო და უბრალოდ, იგი `ნოუ-ჰაუს~ მივაკუთვნო. უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის შემადგენლობა იცვლება მაქსიმუმიდან, ანუ ციკლის დასაწყისიდან მინიმუმისკენ, ანუ დასასრულისკენ; თუ ერთმანეთს შევუთავსებთ ქალისა და მამაკაცის მონაცემებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება. ამასთან მიმართებაში უნდა შემოვიტანოთ ახალი ტერმინები: `სისხლის ძალა~ და `სისხლის ახალგაზრდულობა~, რომლებიც განსაზღვრავენ ხსენებულ ურთიერთდამოკიდებულებას. სწორედ ამ პარამეტრების გამოყენებით დგინდება მომავალი ბავშვის სქესი. ვისი სისხლიც უფრო ძლიერი ან ახალგაზრდაა, მისი გენები დომინირებს და განსაზღვრავს მომავალი ბავშვის სქესს. პარამეტრი – `სისხლის ძალა~ უშუალოდ და კანონზომიერად არის დამოკიდებული თარიღებთან. ამდენად, ეს პარამეტრი საშუალებას გვაძლევს, დიდი სიზუსტით გამოვთვალოთ ამა თუ იმ სქესის ბავშვების დაბადების დრო. შედეგების ინტერპრეტაცია: მონაცემების გასაანალიზებლად, ადგენენ სპეციალურ გრაფიკს. მშობლების სპეციალურ მონაცემთა გათვალისწინებით, ვერტიკალის მარჯვნივ წერენ იმ თარიღებს, როდესაც დიდია ბიჭის ჩასახვის ალბათობა. ვერტიკალის მარცხნივ კი მიუთითებენ გოგონას ჩასახვის შესაძლო თარიღებს. ამ ტიპის გრაფიკში ასევე აღნიშნული ის თარიღები, როდესაც ორივე სქესის ბავშვის ჩასახვის ალბათობაა 50/50-ზე. რჩევები: 1) შეეცადეთ თავი აარიდოთ იმ პერიოდს, რომელიც ახლოსაა 50/50-ის ნიშნულთან. 2) ზოგჯერ, არსებობს ისეთი სიტუაციაც, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რა სქესის იქნება ბავშვი. ასეთ სიტუაციაში მშობლები დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ ხსენებულ გრაფიკს. 3) ჩასახვისთვის აირჩიეთ ისეთი პერიოდი, როდესაც ნიშნული 100 პროცენტს უახლოვდება. მეტი დამაჯერებლობისთვის, შერჩეული პერიოდი უნდა შემცირდეს 2-3 დღით – თითოეული მხარისთვის. მოკლევადიანი პერიოდების ანალოგიურად, უნდა ვერიდოთ ისეთ მომენტებს, როდესაც ნიშნული გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერის მიუხედავად, ოჯახში ნებისმიერი სქესის ბავშვის დაბადება უდიდესი და უბედნიერესი მოვლენაა. ამიტომ, თუ შედეგი არ დაემთხვა იმას, რასაც თქვენ გეგმავდით, ნუ დაღონდებით – ყველაფერი ხომ უფლის ნებაა. გთავაზობთ სქესის გამოთვლის ავტომატურ მეთოდს (რუსულ ენაზე) |