ნამდვილი სახელი და გვარი ედიტ ჯოვანა გასიონი

მიუხედავად მრავლად გამოცემული ბიოგრაფიისა, მრავალი ფაქტი და მოვლენა ედიტის ცხოვრებაზე, ბურუსით არის მოცული. გადმოცემით, 1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს, პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას, მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა.

ედიტის დედა უიღბლო მსახიობი ანიტა მაიარი იყო, რომელიც სცენაზე ლინა მარსის ფსევდონიმით გამოდიოდა. მამამისი, ლუი გასიონი კი – ქუჩის აკრობატი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ლუი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. პირველი ორდღიანი შვებულება ფრონტიდან ლუიმ 1915 წელს შვილის სანახავად გამოიყენა.

ორი წლის შემდეგ ლუიმ შეიტყო, რომ ცოლმა მიატოვა, ქალიშვილი კი თავის მშობლებს დაუტოვა. გარემო, რომელშიც პატარა ედიტი იზრდებოდა, საშინელი იყო და ლუიმ ედიტი დედამისთან გადაიყვანა, რომელიც ნორმანდიულ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა.

ამავე დროს აღმოჩნდა, რომ ედიტი სრულიად ბრმა იყო. სიცოცხლის პირველსავე თვეებში, ედიტს კატარაქტი განუვითარდა, რომელსაც მაიარების მოხუცმა ოჯახმა თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია. როცა გაირკვა, რომ სამედიცინო გზით ბავშვს არაფერი განკურნავდა, ბებიამ ქალაქ ლიზიეში წმინდა ტერეზას საფლავზე წაიყვანა, სადაც ათასობით მლოცველი იკრიბებოდა სრულიად საფრანგეთიდან. 1921 წლის 19 აგვისტოს ისინი საფლავთან მივიდნენ, 25 აგვისტოს ედიტს მხედველობა აღუდგა. იგი ექვსი წლის იყო.

იმავე წელს ედიტი სკოლაში წავიდა, თუმცა თანაკლასელების მშობლები აღშფოთებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ გოგონა საროსკიპოში ცხოვრობდა და ძალიან მალე მისი სწავლა დასრულდა. მაშინ მამამ ედიტი პარიზში წაიყვანა, სადაც მათ ერთად დაიწყეს მუშაობა – ლუი ქუჩაში სხვადასხვა სირთულის აკრობატულ ნახტომებს ასრულებდა, ედიტი კი მღეროდა. პატარა ედიტი ქუჩაში მღეროდა მანამდე, სანამ იგი კაბარე "ჟუან–ლე–პენში" არ აიყვანეს.

მამაკაცები ედიტის ცხოვრებაში მალე გაჩდნენ – ფაქტობრივად, მამასთან დაშორების მერე. კაბარეში მან გაიცნო ლუი დიუპონი, რომელსაც მალევე ცოლად გაჰყვა, ერთი წლის მერე კი ქალიშვილი მარსელი გააჩინა. თუმცა ლუის არ მოსწონდა, რომ ედიტი ძალიან დიდ დროს უთმობდა სამსახურს და მოსთხოვა,დაეტოვებინა კაბარე. ედიტმა იუარა და წყვილი დაშორდა ერთმანეთს. თავდაპირველად, მარსელი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც სახლში დაბრუნებულმა ედიტმა იგი ვერ იპოვა. ლუი დიუპონმა ქალიშვილი თავისთან წაიყვანა, ეგონა რა, რომ ამით დედამისს შეურიგდებოდა. ამ დროს ევროპაში ესპანური გრიპის ეპიდემია იყო, რომელსაც პატარა მარსელიც ვერ გადაურჩა. გოგონა საავადმყოფოში აღმოჩნდა, ედიტი, რომელმაც შვილი პალატაში მოინახულა, ასევე ამ სენით დაავადდა. საუკუნის დასაწყისში ამ ავადმყოფობას მედიკამენტებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო, შეიძლება ითქვას, ვერ კურნავდნენ, და შედეგად ედიტი გამოჯანმრთელდა, მარსელი კი – გარდაიცვალა. ეს ერთადერთი შვილი იყო, ედიტის მთელი ცხოვრების მანძილზე.

1935 წელს, 22 წლის ედიტი ქუჩაში ლუი ლეპლემ შეამჩნია. ლეპლე ელისეს მინდვრებზე მდებარე პრესტიჟული კაბარე „ჟერნისის“ მეპატრონე იყო. მან ედიტს თავის პროგრამაში გამოსვლა შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ლუი ლეპლემ ბევრი რამ ასწავლა ახალგაზრდა მომღერალს: აკომპანიატორთან რეპეტირება, სიმღერის ამორჩევა, არტისტის ჩაცმის თავისებურება, მიმიკისა და ჟესტების მნიშვნელობა. სწორედ ლეპლემ მისცა ედიტს სცენური გვარი – პიაფი, რაც პარიზულ ჟარგონზე „ბეღურას“ ნიშნავს. „ჟერნისის“ აფიშებზე მისი სახელი დაიბეჭდა როგორც „გოგონა ბეღურა“, და პირველივე გამოსვლების წარმატება უდიდესი იყო. 1936 წლის 17 თებერვალს, ედიტ პიაფმა „მედრანოს“ ცირკში მონაწილეობა მიიღო დიდ კონცერტზე, სადაც იგი იმ დროის ისეთ დიდ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ მორის შევალიე, მისტანგეტი, მარი დიუბა. მაგრამ მალე ედიტის კარიერის წარმატებული წინსვლა ტრაგედიამ შეაჩერა: თავში ნასროლი ტყვიისგან ლუი ლეპლე დაიღუპა, და პიაფი ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა, ვინაიდან გარაცვლილის ანდერძში მისთვის გარკვეული თანხა იყო მითითებული. გაზეთებმა გაამუქეს ეს ისტორია და კიდევ დიდი ხნის მანძილზე მტრულად იყვნენ განწყობილნი მომღერლის მიმართ.

მალე ედიტმა გაიცნო რეიმონ ასო, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მომღერლის მომავალი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის „დიდი პიაფის“ გამოჩენაში. მან ედიტს ასწავლა არამარტო პროფესიული ქცევები, არამედ ფართოდ აუხსნა ეთიკეტისა და ჩასმის თავისებურებები. აიღო რა ედიტის ინდივიდუალურობა საწყისად, რეიმონ ასომ შექმნა „პიაფის სტილი“. მან დაწერა სიმღერები, რომლებიც მხოლოდ ედიტის ხმას მოუხდებოდა: „პარიზი – ხმელთაშუაზღვის სანაპირო“, „ის ცხოვრობდა პიგალის ქუჩაზე“, „ჩემი ლეგიონერი“.

რეიმონმა მიაღწია იმასაც, რომ ედიტმა შეძლო პარიზის სახელგანთქმული მიუზიკ–ჰოლის „АВС“–ის სცენაზე გამოსვლა. ეს უკვე დიდ აღიარებას და წარმატებას ნიშნავდა. ასევე რეიმონის თხოვნით მომღერალმა ფსევდონიმი „გოგონა პიაფი“ შეცვალა „ედიტ პიაფით“. „АВС“ გამოსვლის შემდეგ პრესა წერდა: გუშინ საფრანგეთში, „АВС“–ის სცენაზე, დიდი მომღერალი დაიბადა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ედიტი რეიმონ ასოს დაშორდა. მოგვიანებით მომღერალმა გაიცნო ფრანგი რეჟისორი ჟან კოკტო, რომელმაც შესთავაზა პიესაში „ლამაზი და გულგრილი მამაკაცი“ მონაწილეობა. დადგმას დიდი წარმატება ხვდა წილად. 1940 წელს კინორეჟისორმა ჟორჟ ლაკომბმა გადაწყვიტა პიესის ეკრანიზაცია და 1941 წელს ფილმში „მონმარტრი მდინარე სენაზე“ ედიტმა მთავარი როლი შეასრულა.

ომის დროს ედიტის მშობლები გარდაიცვალნენ. ოკუპაციის პერიოდში პიაფი ხშირად გამოდიოდა რეპერტუარით გერმანიის ტერიტორიაზე ტყვეთა ბანაკებში. ედიტმა თავისი თავი იპოვა და დაეხმარა სხვა დამწყებ მომღერლებს – ივ მონტანს, ანსამბლს „კომპანიონ დე ლა შანსონ“, ედი კონსტანტენს, შარლ აზნავურს და მრავალ სხვას.

ომის შემდგომი პერიოდმა უდიდესი წარმატება მოუტანა. მას აღფთოვანებით უსმენდა ფრანგი გლეხიცა და ინტელიგენციის წარმომადგენელიც, მუშები და ინგლისის დედოფალი.

მიუხედავად მსმენელთა სიყვარულისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მარტოობისკენ მიისწრაფოდა. ედიტი წერდა: პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ.

1952 წელს ედიტი მიყოლებით ორ ავტოკატასტროფაში მოყვა. მოტეხილი ხელისა და ნეკნების ტკივილების შესამსუბუქებლად ექიმები მორფის ნემსებს უკეთებდნენ. ედიტი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული შეიქნა.

1954 წელს ედიტ პიაფმა ჟან მარესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ისტორიულ ფილმში „მე თუ მომითხრობენ ვერსალის შესახებ“.

1958 წელს ედიტმა დაიწყო „ოლიმპიის“ საკონცერტო დარბაზში გამოსვლა, წარმატება ფანტასტიკური იყო. გამოსვლების დასრულების შემდეგ, მან თერთმეტთვიანი ტურნე მოაწყო აშშ–ში, შემდგომ კი საფრანგეთშიც ჩაატარა კონცერტების სერია. ფიზიკურმა და ემოციურმა დატვირთვებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია, 1961 წელს 46 წლის ასაკში ედიტმა შეიტყო, რომ უკურნებელი სენით იყო ავად – ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.

1962 წლის 25 სექტემბერს, ეიფელის კოშკიდან მღეროდა სიმღერებს „არა, არაფერს ვნანობ“, „ბრბო“, „მილორდი“, „შენ არ გესმის“, „სიყვარულის უფლება“. მას მთელი პარიზი უსმენდა. მისი ბოლო სასცენო გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა. დარბაზმა ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყო. სწორედ ამ დროს ის ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა, რის შემდეგაც ფართო საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

1963 წლის 11 ოქტომბერს ედიტ პიაფი გარდაიცვალა. პერ ლაშეზის სასაფლაოზე 40 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი, ბევრი ცრემლსაც ვერ იკავებდა, ყვავილებმა კი მთლიანად დაფარა ედიტის უკანასკნელი განსასვენებელი.

 
 
ოდრი ჰეპბერნი
ნამდვილი სახელი: ოდრი კეთლინ რასტონი
დაბადების წელი:  4 მაისი, 1929
გარდაცვალების თარიღი: 20 იანვარი, 1993
ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.

ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში (ბელგია) და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.

ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.

არსებობენ ქალები, რომელთა სილამაზე უკვდავია, ვისი გრაცია და აუხსნელი ხიბლი უეჭველია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მშვენიერ ქალბატონებს უწოდებენ, ხან კი სპეტაკი სილამაზის გენიოსებს დაარქმევენ ხოლმე.

ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი მათგანია – თხელი, სიფრიფანა, დახვეწილი, ნაზი, როგორც მინდვრის ყვავილის არომატი ან გაზაფხულის ნაზი ნიავი.

გგონია, რომ ასეთი ლამაზმანების ცხოვრება სიამოვნებისა და გამარჯვებების მთელი წყებაა.

მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?!.

* * *

...Andrey Kathleen Hepburn Ruston

1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა. მსოფლიოში სასტიკი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. გერმანიაში ხელისუფლებისკენ ილტვოდნენ ნაცისტები, საბჭოთა კავშირში “დიდი გარდატეხა” მიმდინარეობდა.

ჯონ ვიქტორ რასტონ-ჰეპბერნისა და მისი მანერული ლამაზმანი მეუღლის ელა ვან ჰეემესტრას შეეძინა გოგონა, რომელსაც ოდრი კეტლინი დაარქვეს.

ოდრის დედა ძალაუფლებისმოყვარე, სისუსტეების მიმართ შეურიგებელი, მაღალი საზოგადოების ქალბატონი იყო. არისტოკრატი სულითა და სისხლით, არ ითმენდა შეწინააღმდეგებას.

ბავშვობიდან ოდრის ესმოდა: “ნამდვილი ქალბატონის წონა არ შეიძლება 46 კილოგრამზე მეტი იყოს!” ყველა, ვინც მოგვიანებით მისი ბრწყინვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალბათ არც კი დაფიქრებულა, რა ძვირად უღირდა იდეალური აგებულება.

მკაცრმა დედამ და რბილმა მამამ მაინც ვერ შეძლეს მყარი კავშირის შექმნა - 1930-იანების შუა წლებში ოდრის მშობლები გაიყარნენ. გოგონა ძალიან მძიმედ განიცდიდა მამის ოჯახიდან წასვლას, რადგან სწორედ მისკენ მიილტვოდა, კეთილისა და გამგებისკენ და არა ცივად-არისტოკრატული დედისკენ.

გაყრის შემდეგ ელა ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკში ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. ოდრის დედა თავისი ერთადერთი ბავშვის მხოლოდ სილამაზეზე კი არ ზრუნავდა, ყველაზე პრესტიჟული აღზრდაც მისცა.

ქალბატონი ვან ჰეემესტრა ალბათ არც კი ვარაუდობდა, რომ ევროპაში გამძვინვარებული ომი ყველა მის გეგმას ჩაშლიდა.

გერმანული ოკუპაციის დროს არისტოკრატი ქალი ძალიან გონივრულად და წყნარად იქცეოდა – თავისი “ზედმეტად ინგლისური სახელი” ელაც  კი ტევტონურო ედათი შეცვალა. ვან ჰეემსტრას მამაკაცები კი სხვაგვარად იქცეოდნენ – ყოველი მათგანი წინააღმდეგოს მოძრაობაში ჩაერთო. მოგვიანებით ოდრი მოყვება, როგორ გამუდმებით შიოდა ომის დროს.

ომის შემდეგ გოგონა ძლივს მოვიდა აზრზე, გადატანილი შოკის შემდეგ, კონსერვატორიაში სასწავლებლად მიემგზავრება და კლასიკური ცეკვის გაკვეთილებსაც იღებს. სარკეში იყურებოდა და ერთადერთ რამეს ხედავდა – ძნელად დასაჭერ მსგავსებას თავის კერპთან - ანა პავლოვასთან!

თუმცა, არც მუსიკა და არც ბალეტი საბოლოოდ არ გახდა მისი მოწოდება. ჰეპბერნმა თავისი ძალის მოსინჯვა კინოხელოვნებაში გადაწყვიტა. კინოკარიერა ევროპაში დაიწყო და რამდენიმე პატარა, უმნიშვნელო როლი შეასრულა.

ოდრი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა 1951 წელს თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიიღო – ერთ-ერთ ინგლისურ ფილმში ბალერინა უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ დამწყები მსახიობი ბროდვეულ წარმოდგენაზე – “ჟიჟი” – მიიწვიეს. ეს პარიზელი კურტიზანი ქალის ისტორია იყო, თუმცა ნორჩმა ოდრიმ ისე შესთავაზა მაყურებელს ეს როლი, რომ პიესის ავტორი – ქალბატონი კოლეტიც კი აღაფრთოვანა.

საკვანძო მომენტი მის კარიერაში “რომაულ არდადეგებში” მონაწილეობა იყო. დედისგან მემკვიდრებით მიღებული არისტოკრატული გრაციის წყალობით, ოდრიმ იდეალურად მოირგო პრინცესის როლი. მისი დახვეწილი მანერები, შესანიშნავი წელი, შეშინებული და მიამიტი გოგონას ფართოდ გახელილი თვალები - «ბემბისავით თვალების აქვს!» - გაყვიროდნენ აღტაცებული ამერიკელი რეპორტიორები.

ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მარჯვე ლამაზმანი ჰეპბერნი თავს “ცუდად” თვლიდა – ზედმეტად ცრუპენტელად, სულელად, აუტანლად მსუქნად და გამოუსადეგრად! რაც უნდა გაეკეთებინა, როგორაც უნდა შეექოთ კრიტიკოსებს, ყოველთვის ახსენდებოდა დედის უკმაყოფილო სახე...

თუმცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, “კონკიას” მომდევნო ისტორია “საბრინაში” კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ოდრის.

კინოეპოპეა “ომი და მშვიდობა”, რომელიც იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, ძალიან ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გახდა ღირებული, რომ მასში ნატაშა როსტოვას ოდრი თამაშობდა. შემდეგ იყო “საუზმე ტიფანისთან”. ამ ფილმა ტიფანის საიუველირო სახლს გაუგონარი პოპულარობა მოუტანა.

რეკლამა გაუკეთდა ქალური ელეგანტურობის სიმბოლო “პატარა შავ კაბასაც”. შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათში ოდრის წარმატების შემდეგ, კოკო შანელის ქმნილებამ თითქოს მეორედ შეისხა ხორცი. ფილმის ყველა სამოსი ახალგაზრდა, საოცრად პოპულარულმა იუბერ ჟივენჩიმ შექმნა. მოდელიერმა ოდრის სახით თავისი მუზა იპოვა, მისი აზრით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქალი.

...ბერნარდ შოუს “პიგმალიონის” მიხედვით შექმნილი კომენდია “ჩემი მშვენიერი ლედი” ჩაფიქრებული იყო, როგორც გრანდიოზული კოსტიუმურ-მუსიკალური პროექტი. მართლაც, ფანტასტიკური ტუალეტები, გამაოგნებელი თავსაბურავები, რომელთაც ასაღწერ ეპოქასთან საერთო არაფერი ჰქონდა, შლაპები ბუმბულებითა და ბაფთებით, მორთულობა, რომელშიც ფანტაზია მეტი იყო, ვიდრე ისტორიული სინამდვილე , მთავარი გმირის გამონაკვთული ფიგურა - აღაფრთხოვანებდა.

ოდრი ძალიან გულწრფელად თამაშობდა, ლონდონელი მეყვავილის დაკონკილ კაბაშიც ორგანულად გამოიყურებოდა და გიპიურის სამოსშიც, რომელიც მისი მშვენიერი სხეულის კონტურებს იმეორებდა.

60-იან წლებში ოდრი ნაყოფიერად მუშაობს.

იყო თუ არა ბედნიერი ეს გამორჩეული ლამაზმანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა – ფულიც, დიდებაც, ხალხის სიყვარულიც? მოშურნეებიც არ ჰყავდა, “ვასკვლავური” ქედმაღლობაც კი არ შეეძლო...

კინო-ლამაზმანების პირადი ცხოვრება თითქმის ყოველთვის – პიკანტური სკანდალია. ოდრი არ იყო ე.წ. ფამ-ფატალი, არც თავქარიანი ყოფილა. ჯონ ჰენსონთან პირველი ქორწინება ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ დასრულდა. შემდეგი იყო ქარიშხლიანი რომანი უილიამ ჰოლდენთან.

მაგრამ ბედმა სიხარული არ მოიტანა –  ის არაა ოდრისთვის შექმნილი! მიზეზი? ოპერაცია გაიკეთა, მეტი შვილი რომ არ ჰყოლოდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოდრის ძალა ეპოვა საკუთარ თავში და გაეწყვიტა ურთიერთობა.

ჰორიზონტზე რეჟისორი და ნიჭიერი ლიტერატორი მელ ფერერი ჩნდება. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ოდრიმ ნანატრი ვაჟი – შონი გააჩინა. მაგრამ ფერერს არ სურდა წყნარი ოჯახური იდილიით დაკმაყოფილება – მის ლოგინში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ნორჩი მსახიობები.

გული ეწურებოდა, მაგრამ დაშორდა მექალთანეს. მერე ფსიქიატრ ანდრეა დოტის გაჰყვა, შეეძინა ვაჟი ლუკასი. თუმცა ოდრი მასაც დაშორდა, ახალგაზრდა რობერტ უოლდერსის გამო. «მეგობრობა ერთი მზერით» - ასე უწოდებდა ამ კავშირს თავად ოდრი, რადგან მათ კავშირში ადამიანური სიახლოვე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სასიყვარულო ვნება.

... 1970-იანების დასაწყისიდან სულ უფრო იშვიათად იღებენ. დიდთვალება გამხდარი გოგონების ეპოქა ჰოლივუდში დასრულდა. ასაკიც თავისას შვებოდა - 1969 წელს ჰეპბერნს 40 წელი შეუსრულდა. სიფრიფანა გოგონების თამაში უკვე შეუძლებელი იყო. რამდენიმეჯერ კი სცადა კინოში დაბრუნება, მაგრამ  ბობოქარი დიდება წარსულში დარჩა.

ცხოვრება – მხოლოდ ხელოვნება არ არის. ადამიანების სამსახურში ყოფნა მისი არსებობის მთავარი მიზანი იქცა – ოდრი იუნისეფის წარმომადგენელი გახდა.

... უფრო და უფრო ხშირად ტანჯავდა კუჭის ტკივილი. თავიდან, თავისი მისიით გატაცებული, ოდრი ამ ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როცა აუტანელი გახდა, ექიმს მაინც მიმართა. დიაგნოზიც მალევე დაუსვეს: “კიბო ჰქონდა”. მსახიობმა მადლობა გადაუხადა ექიმს პირდაპირობისთვის...

ამბობენ, კიბო ისეთი დაავადებაა, რომელიც ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს უტევს, მათ “ერჩის”, ვინც მთელი ცხოვრება “საკუთარ თავს ჭამს”. ოდრიც მთელი ცხოვრება უმტკიცებდა საკუთარ თავს და მთელ სამყაროს, რომ არც ისე ცუდია...

მთელი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდეგაც ოდრი ჰეპბერნი იუბერ ჟივენჩის მუზა იყო. 24 წლის დამწყები მსახიობი მან 1953 წელს, საკუთარი მოდის სახლის გახსნის შემდეგ გაიცნო. ოდრი ვარსკვლავი ჯერ კიდევ არა, მაგრამ ლამაზი ქალი კი ნამდვილად იყო. იუბერს მაშინვე სილამაზის იდეალად მოეჩვენა. 40 წელი და კიდევ მეტი Givenchy-ს მოდის სახლი ქალურ და დახვეწილ მოდელებს სწორედ მისთვის ქმნიდა. რომ თხოვდებოდა, ოდრის მეგობრის შექმნილი კაბები ეცვა.

ბოლო დღეები მსახიობმა სახლში, შვეიცარიულ ალპებში გაატარა. არავის ნახვა სურდა, რობერტ უოლდერსის გარდა. 1993 წლის 20 იანვარს ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა მშვენიერ ლედიდ ყველაზე ლამაზი ზღაპრიდან.

... როცა სილამაზის დედოფალი გარდაიცვალა ქმართან და შვილებთან ერთად წესის აგებას იუბერიც ესწრებოდა და განაცხადა კიდეც, რომ ოდრი “სიყვარულისა და სილამაზის მომტანი ნამდვილი ფერია იყო”.

რატომ?

ედდა კეტლინ ვან ჰეემესტრა ჰეპბერნ-რასტონს პირველი კითხვები უკვე ბავშვობაში გაუჩნდა.

მშობლების ქორწინება უიღბლო იყო: ჰოლანდიელი ბარონესა და ბანკის ანგლო-ირლანდიელი მოსამსახურე. საერთო ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ. ქორწილის შემდეგ გამუდმებული დავიდარაბა და კამათი, რომელიც ქალიშვილის დაბადებამაც არ შეწყვიტა. უბრალოდ, ახლა ჯოზეფს სახლსგარეთ ყოფნის ახალი საბაბი ჰქონდა.

- დე, მამა იმიტომ არ მოვიდა ვახშამზე, რომ მაგიდა ცუდად გავშალე? – 5 წლის ოდრი სუნთქვაშეკრული უყურებდა დედას, რომელიც მოღუშული იდგა სარკის წინ.

- მდა, ეს ათიოდე კილოგრამი ნამდვილად ზედმეტია, - წაიბურტყუნა ბარონესამ და უფრო ხმამაღლა დაამატა: - დამიჯერე, მისთვის სულ ერთია, როგორ გაშალე სუფრა. ისიც სულ ერთია, გვაქვს თუ არა ვახშამი საერთოდ...

მერე მკვეთრად მოუტრიალდა ქალიშვილს და უთხრა: - ძვირფასო, დაიმახსოვრე: ნამდვილი ლედი 46 კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს. დაიფიცე, რომ არასდროს იქნები ისეთი მსუქანი, როგორიც მე ვარ! ხედავ, ამისგან რამდენი პრობლემაა?!

ოდრიმ დაიფიცა და მთელი ცხოვრება 45-46 კილოგრამს იწონიდა, ხანდახან საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ.

რაც მეტად ჩხუბობდნენ მშობლები, მით მეტად ეჩვენებოდა, რომ ამ უთანხმოებაში მთავარი დამნაშავე თავადაა. დამნაშავე იმიტომ, რომ დღეს ხელი არ დაუბანია, რომ კაბა დასვარა, რომ არ დაალაგა სათამაშოები. აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მშობლებსაც შეეძლოთ, დამნაშავე ყოფილიყვნენ! კანიდან ძვრებოდა, რომ ხან ერთისთვის ესიამოვნებინა, ხან მეორისთვის, ხანაც ორივესთვის - ერთად.

- რატომ არ გიყვარვართ? — მიაპყრო ცრემლებით სველი სახე მამას. - არასწორად რას ვაკეთებ? მითხარი და მეც ვეცდები, გამოვსწორდები, ყველაფერს გავაკეთებ!!!

- მსოფლიოში ყველაზე უკეთესიც რომ გახდე, ვერაფერს შეცვლი... ჩვენ გავიყრებით, ოდრი. - ჯოზეფმა ნერვულად გადაუსვა თავზე ხელი გაქვავებულ გოგონას და კარი გაიჯახუნა...

რისთვის?

გაყრის შემდეგ ჯოზეფი ლონდონში გადავიდა, ოდრი დედასთან და გერ ძმებთან ერთად საგვარეულო მამულში გადასახლდა. თავიდან ხშირად მიდიოდა მამასთან, მაგრამ იქაც არ აქცევდა ჯოზეფი ყურადღებას.

— ეს სულ იმიტომაა, რომ მსუქანი, მოუხერხებელი, ფეთხუმი ვარ და ოღროჩოღრო კბილები მაქვს, - ფიქრობდა გულში პატარა ოდრი.

მე ხომ არც ისეთი ცუდი ვარ?

როცა ოდრი მელ ფერერს გააცვნეს, ამ უკანასკნელს უკვე 3 “გამოტირებული” ქორწინება და არარაობისკენ მიმავალი კარიერა ჰქონდა, 4 შვილიც ჰყავდა. პირველსავე საუბარში შენიშნა: «მშვენიერი ბრძანდებით, არაფერია სადავო, მაგრამ ჩემი რჩევა იქნებოდა...» - და სრულყოფის ათასი რეცეპტი შესთავაზა. ოდრიმ უმალ დამნაშავედ იგრძნო თავი ამ გამელოტებული, სოლიდური მამაკაცის წინაშე.

— მადლობა, რომ სწორად შემაფასეთ. იცით, თვითკრიტიკასთან ყოველთვის ცუდად მქონდა საქმე.

— ვხედავ, — დამაჯერებლად დაასკვნა მელმა, რომელიც შეშინებულ ოდრის უყურებდა.

ასე დაიწყო მათი გაუწონასწორებელი ურთიერთობა, რომელიც ოდრის უამრავი შეუსრულებელი როლის, 5 მკვდრადშობილი ბავშვისა და განადგურებული თვითშეფასების ხარჯზე მთელი 13 წელი გაგრძელდა.

ოდრის იმდენად სჭირდებოდა ყურადღება, რომ მელს ხელმძღვანელობის საშუალება მისცა. ქმარიც წერდა ინტერვიუებს, წყვეტდა, რომელ ფილმში ითამაშებდა. მოგვიანებით ოდრი ამ პროცედურას იმით ამარტივებს, რომ საერთოდ აღარ მონაწილეობს ფილმებში მელის გარეშე.

მათ ქორწინებას ლაიტმოტივად გასდევდა ჩვეული დიალოგი, რომელშიც მელი მორიგი საყვედურებით ავსებდა ცოლს: ისე არ გააკეთე, ისე არ შეხედე, ისე არ გეცვა, როგორც საჭირო იყოო. ოდრი აკანკალებული ხმით ეკითხებოდა:

— მე ხომ ასეთი ცუდიც არა ვარ?

ფერერი პასუხობდა:

— არა. მაგრამ არც ისეთი კარგი, როგორიც თავი გგონია.

ასე სჯობს?

— უკვე ორმოცდაათის გავხდები! მგონი, დროა, თავი დავიხრჩო, - ხუმრობდა ოდრი.

— თუ თავს დაიხრჩობთ, ანგელოზს ვინღა ითამაშებს ჰოლივუდში? — სერიოზულად შენიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა, ოდრიმ გაიცინა, ეს ხანდაზმული კაცი ეცნობოდა.

ისაუბრეს. ოდრიმ გაიგო, რომ რობერტ უოლდერსი ჰქვია, რომ პროდიუსერია და ცოტა ხნის წინ ცოლი დაკარგა. რობერტმა კი ის შეიტყო რომ ოდრი ისევ არ ჭამდა, ბოლო გაყრა ჯერ ვერ გადაიტანა.

მაშინვე გამჟღავნდა, რომ ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივე ჰოლანდიელი, ორივე ომში, ფსიქიკური ტრამვებით. მათ შორის მეგობრობა გამეფდა, რომელიც თანდათან ოდრის ერთადერთ ბედნიერ სიყვარულად გადაიქცა.

მოგვიანებით გაოცებულმა ოდრიმ შენიშნა, რომ პირველად აღარ უხდება სხვის საამებელად გარჯა. ახლა იმას აკეთებდა, რაც მოსწონდა - უვლიდა ბაღს, უძღვებოდა ქველმოქმედებას, ბავშვებზე ზრუნვით, მიღებებით.

ძილის წინ საკუთარ თავს ეკითხებოდა: “ასე უკეთესია?” და ყოველთვის პასუხობდა: “უკეთესად არ არსებობს!”.

ჩხაკუნი!..

მოჭრილი ტოტი მიწაზე დავარდა. ოდრიმ მაკრატელი გადადო, ბაღის ხელთათმანი მოიშორა და სახლში შევიდა. მალე რობი დაბრუნდება, უნივერსიტეტიდან ლუკა შემოივლის, კითხვებისა და პასუხებისთვის კიდევ სამი თვეა...

ამ ქვეყნიდან ისევე წავიდა, როგორც ცხოვრობდა: ღირსეულად და კეთილშობილურად. დაკრძალვაზე ის მამაკაცები იყვნენ, ვინც უყვარდა. ამბობენ, არასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორიც სიკვდილის წინ იყოო.   

 
 
დაბადების ადგილი: რიმინი, იტალია
დაბადების თარიღი: 20 იანვარი, 1920
გარდაცვალების თარიღი: 31 ოქტომბერი, 1993 (რომი, იტალია)
საქმიანობა: კინორეჟისორი, სცენარისტი
შემოქმედების წლები:  1945-1992
მეუღლე: ჯულიეტა მაზინა (1943–1993)

იტალიელი კინორეჟისორი, ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.

ბავშვობაში ფელინი ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც. მოგვიანებით ამან მის ფილმებში ჰქპოვა ასახვა, განსაკუთრებით კი ფილმში ჯამბაზები. ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად.

კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა.მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.

ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო „გზა". ფილმი გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის ლომის” მფლობელი. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ჯულიეტა მაზინა - ფელინის მეუღლე. ასევე მაზინამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში კაბირიას ღამეები, სადაც მეძავის ცხოვრებაა ასახული.

ფილმმა „ტკბილი ცხოვრება" კანის საერთაშორისო კინოგესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შმედგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი "ტკიბილი" თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს.

„ტკბილი ცხოვრება" ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი რვანახევარი სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა.

ამის შემდეგ მან გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი ჯულიეტა და სულები. ავტობიოგრაფიული ელემენტებით იყო გაჯერებული ფელინის ფილმები: ჯამბაზები, რომი, ამარკორდი და ინტერვიუ.

ფელინიმ გავლენა მოახდინა რეჟისორებზე: ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმადოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა და სხვები.

რჩეული ფილმები:

- 1954 - გზა
- 1957 - კაბირიას ღამეები
- 1960 - ტკბილი ცხოვრება
- 1963 - რვანახევარი
- 1973 - ამარკორდი
- 1978 - ორკესტრის რეპეტიცია
- 1980 - ქალთა ქალაქი
- 1986 - ჯინჯერი და ფრედი

 
 

დაბადების თარიღი: 12 ოქტომბერი, 1935
დაბადების ადგილი: მოდენა, იტალია
გარდაცვალების თარიღი: 6 სექტემბერი, 2007
აქტიურობის წლები: 1961-2004
პროფესია: მომღერალი, ტენორი

ლუჩანო პავაროტი იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, მოდენაში დაიბადა. მამა, ფერნანდო პავაროტი მცხობელი და მომღერალი იყო, დედა – სიგარების მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა. ოჯახის ოთხი წევრი ოროთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს კი, მეზობელ სოფელში ერთი ოთახი აიღეს, სადაც ლუჩიანო ფერმერობით დაინტერესდა.

როდესაც ბიჭი 10 წლის იყო, მამასთან ერთად პატარა საეკლესიო გუნდში დაიწყო სიმღერა. სკოლის „Schola Magistrale“ დამთავრების შემდეგ კი, მისი ჩვეულებრივი ბავშვობა დამთავრდა და დედის დარწმუნებით მასწავლებელი გახდა. ორი წელი დაწყებით კლასებში მასწავლებლობის შემდეგ, მუსიკის სიყვარულმა გაიმარჯვა. 

პავაროტიმ მუსიკის შესწავლა სერიოზულად 19 წლის ასაკში არიგო პოლთან 1954 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ გაიგო ბიჭმა, რომ აბსოლიტური სმენა ჰქონდა. ამ პერიოდში მან ოპერის მომღერალი ადუა ვერონი გაიცნო და 1961 წელს ისინი დაქორწინდნენ. ნახევარი წლის შემდეგ, კი პოლი იაპონიაში გაემგზავრა და ლუჩანო ეტორი კამპოგალიანის დაემოწაფა. 

პირველი ექვსი წლის მანძილზე პატარა ქალაქებში რამდენიმე სოლო–კონცერტი გამართა. მისი შემოქმედებითი კარიერა კი 1961 წელს ვოკალისტების საერთაშორისო კონცერტზე გამარჯვებით დაიწყო. იმავე წელს, მისი დებიუტი რეჯიო ემილიას თეტრში შედგა. 
 
უკანასკნელ წლებში იგი კოვენტ–გარდენში „სომნამბულეში“ ელვინოს პარტიას, ბელინის, ალფრედოს ვერდის „ტრავიადაში“, მანტუანის ჰერცოგს ვერდის „რიგოლეტოში“ ასრულებდა. 1966 წელს დონიცეტის ოპერაში ტონიოს პარტიის შეასრულების შემდეგ, ლუჩიანო პავაროტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტენორი გახდა. იმავე წელს, ლუჩანომ მილანის ლა სკალაში ბელინის „კაპულეტი და მონტეკში“ ტიბალდას პარტია შეასრულა. აგრეთვე მისი შესრულებული პარტიებია: პუჩინის „ტოსკა“ – კავარადოსი; „ბალ–მასკარადში“ რიკარდო; „ტრუბადურებში“ მანრიკო; ვერდის „აიდაში“ რადამესი. 
 
1971 წლიდან პავაროტი რეგულარულად გამოდიოდა ფესტივალზე „არენა დი ვერონა“, იღებდა კონცერტებში მონაწილეობას, მღეროდა პლაჩიდო დომინგოსთან და ხოსე კარერასთან ერთად (კონცერტი – „სამი ტენორი“). 
   
ლუჩანო პავაროტი 2007 წლის 6 სექტემბერს კიბოთი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 8 სექტემბერს კი დიდი მაესტრო „Montale Rangone“–ს სასაფლაოზე, მშობლების და გარდაცვლილი შვილის გვერდით დაკრძალეს.


 
 
ასევე ცნობილი როგორც: ბებერი ცისფერთვალება, კოლეგიის თავმჯდომარე, მისი უდიდებულესობა ხმა
დაიბადა: 12 დეკემბერი 1915
წარმოშობის ადგილი: ნიუ-ჯერსი, აშშ
გარდაიცვალა: მაისი 14, 1998 (82 წლის)
ჟანრ(ებ)ი: ბიგ ბენდი, სვინგი, სტანდარტული პოპი
საქმიანობა:  მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი, დირიჟორი
ქტიური : 1935–1995
ლეიბლ(ებ)ი: Columbia, Capitol, Reprise
ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი 1915 წლის 12 დეკემბერს ნიუ-ჯერსიში, გობოსკენეში დაიბადა. მოზარდი სინატრა გაზეთის “Jersey Observer” გამომცემლობაში, ჟურნალისტობაზე ოცნებით მუშაობდა. საბოლოოდ კი, ის სპორტული რუბრიკის რეპორტიორი გახდა.

თავისუფალ დროს, კი რადიო-შოუს „Major Bowes Amateur Hour“ ხშირი სტუმარი იყო. მას ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა, თუმცა მუსიკალური განათლება არ ჰქონია. რადიოშოუში კვარტეტთან ერთად სიმღერას „Shine“ ასრულებდა. 1938 წელს ისინი პირველ გასტროლზე გაემგზავრნენ და მისი პირველი ოფიციალური ჰონორარი 25 $ შეადგენდა. ერთი წლის შემდეგ, ფრენკს პროდიუსერმა ჰარი ჯეიმსმა ჯაზ-ბენდის შექმნა შესთავაზა. ცოტა ხანი სინატრა ბენდთან ერთად გამოდიოდა, 1940 წელს კი ის ტომი დორსის ორკესტრში გადავიდა, სადაც 90 სიმღერა ჩაწერა.

1942 წელს ფრენკ სინატრამ სოლო-კარიერა დაიწყო. პარალელურად იგი რადიოში, გადაცემაში „The Lucky Strike Hit Parade“ მუშაობდა. მალე ის ახალგაზრდების კუმირი გახდა. 1943-52 წლებში ის „Columbia Records“-ის სტუდიაში მუშაობდა, 1953 წლიდან კი „Capitol Records“-ში გადავიდა. 1960 წლიდან კი, სინატრა საკუთარი ხმისჩამწერი კომპანიის „Reprise Records“-ის მფლობელია.

1939 წლის თებერვალში სინატრა ნენსი ბარბატოზე ქორწინდება. მათ სამი შვილი, ნენსი სანდრა, ფრენკ უმცროსი და კრისტინა შეეძინათ.

1940-იან წლებში მაშ შემოქმედებაში და პირად ცხოვრებაში კრიზისი დაუდგა... რომანი მსახიობ ევა გარდნერთან... 1949 წელი ყველაზე რთული აღმოჩნდა მისთვის - გაათავისუფლეს რადიოდან, „Columbia Records“-მა სტუდიურ დროზე უარი განუცხადა, დაშორდა მეუღლეს და ევასთან რომანი სკანდალურად გახმაურდა. 34 წლის ასკში იგი წარსულის ადამიანი გახდა, მასზე წარსულ დროში საუბრობდნენ...

1951 წელს იგი ევა გარდნერზე ქორწინდება. მათი თანაცხოვრება მხოლოდ 6 წელი გაგრძელდა. ყველაფერთან ერთად, ძლიერი გაციების გამო იგი ხმას კარგავს და თვითმკვლელობას განიზრახავს...

საბედნიეროდ, ხმის პრობლემა დროებითი აღმოჩნდა, მისი აღდგენის შემდეგ კი მან ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. 1953 წელს იგი ფილმში „From Here to Eternity“ გადაიღეს, რისთვისაც „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო თამაშისთვის. მისი კინოპროექტებიდან ყველაზე წარმატებული „The Man With the Golden Arm“, 1955, „The Manchurian Candidate“, 1962, „The Detective“ 1968 აღმოჩნდა.

1966 წელს ფრენკი მსახიობ მია ფეროუზე ქორწინდება. ის 51 წლის იყო, მია - 21 წლის. 10 წლის შემდეგ, მან მეოთხედ, ბარბარა მაკს დაუკავშირა პირადი ცხოვრება.

1980 წელოს სინატრამ შედევრი „New York, New York“ დაწერა, რამაც მას დაკარგული პოპულარობა და ხალხის სიყვარული დაუბრუნა. 1988-89 წწ. მომღერალმა გამოსამშვიდობებელი ტურნე „Rat Pack“ გამართა. 1994 წელს კი, 78 წლის ასაკში უკანასკნელი კონცერტი გამართა.

1998 წლის 14 მაისს, 82 წლის მომღერალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
 
 
დაბადებული:  30 ნოემბერი, 1874, ბლენჰეიმი, ოქსფორდშირი, გაერთიანებული სამეფო     
გარდაიცვალა: 24 იანვარი, 1965. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება: ბრიტანელი
პოლიტიკური პარტია:  კონსერვატიული (1900–1904, 1924–1964), ლიბერალური (1904–1924)
მეუღლე: კლემენტინა ჩერჩილი

შინაგან საქმეთა მინისტრი: 9 თებერვალი, 1910 – 24 ოქტომბერი, 1911
ფინანსთა მინისტრი: 6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი: 10 მაისი, 1940 – 27 ივლისი, 1945; 26 ოქტომბერი, 1951 – 7 აპრილი, 1955
უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორით. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.

უინსტონ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნეომბერს ჰერცოგ მალბოროს საგვარეულო მამულში ბლენჰეიმების სასახლეში დაიბადა. ჩერჩილის მამა - ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, მე-7 ჰერცოგ მალბოროს მე-3 შვილი, ცნობილი პოლიტიკოსი, თემთა პალატის დეპუტატი იყო კონსერვატიული პარტიიდან, ეკავა ფინანსთა კანცლერის თანამდებობა. დედა - ლედი რენდოლფ ჩერჩილი, ქალიშვილობაში ჯენი ჯერომი (ინგლ. Jennie Jerome), მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი იყო.

როგორც მამა, გატაცებული პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე დედა, აქტიურად ჩაბმული მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში, აქცევდნენ შვილს მცირე ყურადღებას. 1875 წლიდან ბავშვის აღზრდა ძიძას, ელიზაბეტ ენ ევერესტს (ინგლ. Elizabeth Anne Everest) მიანდეს. მას ძლიერ უყვარდა აღსაზრდელი და თვითონაც ჩერჩილის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იყო ყოველთვის.

როდესაც ჩერჩილს მე-8 წელი შეუსრულდა, იგი სენტ-ჯორჯის მოსამზადებელ სკოლაში გაგზავნეს. სკოლაში მოქმედებდა ფიზიკური სასჯელი და უინსტონი, რომელიც მუდმივად არღვევდა დისციპლინას, ხშირად ხდებოდა სასჯელის მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც მისმა ძიძამ, რომელიც რეგულარულად აკითხავდა, აღმოაჩინა ბავშვის ტანზე დალურჯებები, მაშინვე აცნობა დედას და უინსტონიც დები ტომსონების სკოლაში გადაიყვანეს, ბრაიტონში. წარმატებები სწავლაში, განსაკუთრებით გადასვლის შემდეგ გაუმჯობესდა, მაგრამ ყოფა-ქცევის ატესტაცია შემდეგნაირად ჟღერდა:

«  მოსწავლეთა რაოდენობა კლასში — 13. ადგილი — მე-13. »

1886 წელს, მან მძიმე ფილტვების ანთება გადაიტანა. სუსტმა ჯანმრთელობის და საეჭვო მიღწევების გამო სწავლაში, მშობლებმა იგი არა იტონში (სადაც მალბოროების მრავალი თაობა აღიზარდა), არამედ ჰეოროუში (ინგლ. Harrow School) გაგზავნეს. 1889 წელს იგი "სამხედრო კლასში" გადავიდა, სადაც საერთოსაგანმანათლებლო საგნების შესწავლასთან ერთად, მოსწავლეებს სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ. სკოლა მან იმ 12 მოსწავლესთან ერთად დაამთავრა, რომლებმაც შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, უინსტონმა განსაკუთრებულ წარმატებას ისტორიის საგანში მიაღწია. ჰეროუში ის ფარიკაობით დაკავდა და 1892 წელს სკოლის ჩემპიონიც გახდა.

1893 წლის 28 ივნისს, ჩერჩილმა მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში სენდჰიორსტში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დაბალი შედეგის გამო (92 102-დან) ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. სენდჰიორსტში ის 1893 წლის სექტემბრიდან 1894 წლის დეკემბრამდე სწავლობს და ამთავრებს მე-20 130 სტუდენტიდან (სხვა ცნობებით მე-8 150-დან). 1895 წლის 20 თებერვალს ჩერჩილს უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ანიჭებენ.

იმავე წელს მან რამდენიმე მძიმე დანაკლისი განიცადა : იანვარში კვდება მამამისი, ხოლო ივლისში პერიტონიტისგან მისი საყვარელი ძიძა.

ჩინის მიღების შემდეგ ჩერჩილი მისი უდიდებულესობის ჰუსართა პოლკში ირიციხება. შესაძლებია, სახელდობრ მაშინ გააცნობიერა მან, რომ სამხედროს კარიერი მას არცთუ ძალიან იზიდავდა: "რაც უფრო დიდ ხანს ვმსახურობ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ჩემთვის არაა" წერდა იგი ლედის რენდოლფს 1895 წლის 16 აგვისტოს.

1895 წელს, დედის ფართო სანაცნობო ხაზის დახმარებით ჩერჩილი კუბაში გაგზავნეს, გაზეთ "დეილი გრაფიკის" (ინგლ. Daily Graphic) სამხედრო კორესპონდენტის რანგში, რათა გაეშუქებინა ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება ესპანელების წინააღმდეგ, მაგრამ ამას მოჰყვა რეალური საქმე. ესპნელთა მეთაურობის ქვეშ, იგი პირველად მოხვდა ცეცხლის ხაზში. გაზეთმა მისი 5 სტატია გამოაქვეყნა, რომელთაგან რამდენიმე "ნიუ-იორკ ტაიმსმაც" დაბეჭდა. სტატიებმა მკითხველის მოწონება დაიმსახურა და ჰონორარმაც 25 გინეა შეადგინა, რაც იმ დროსითვის ჩერჩილისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ესპანეთის მთავრობამ კი მედლით "წითელი ჯვრით"დააჯილდოვა და ამან დაუდო ჩერჩილის სკანდალური პიროვნების პოპულარობას სათავე, დაეჭვდა რა ბრიტანურლი პრესა კორესპონდენტის ნეიტრალურობაში. ჯილდობეთან და ლიტერატურულ სახელთან ერთად, მან კუბაში ორი ჩვევა შეიძინა, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა: კუბური სიგარების სიყვარული და სადილის შემდგომი დასვენება - სიესტა. ბრიტანეთისკენ უკანა გზაზე, ჩერჩილი პირველად ჩადის ამერიკაში.

1896 წლის ოქტომბერში პოლკი მიემგზავრება ინდოეთში და ბინას იდებს ბანგალორში. ჩერჩილი ბევრს კითხულობს, ცდილობს რა ამით აინაზღაუროს უნივერსიტეტის განათლების არ ქონის დანაკლისი და ასევე ხდება პოლოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე პოლკში. თანაპოლკელებთა თქმით, ის კეთილსინდისიერად ეპყრობოდა ოფიცრის მოვალეობებს და დიდ დროს უთმობდა ჯარისკაცებთან და სერჟანტებთან ერთად მუშაობას, მაგრამ სამსახურის რუტინა მასთვის ძალიან დამღლელი იყო, ორჯერ აიღო შვებულება ინგლისში (მათ შორის დედოფალ ვიქტორიას 60 წლიანი მმრთველობის აღსანიშნავად), მოგზაურობდა ინდოეთში, მოინახულ კალკუტა და ჰაიდარაბადი.

1897 წლის შემოდგომაზე ჩერჩილს კვლავ დედის სანაცნობო წრის შუამდგომლობით გზავნიან მალაკანდის მთიან ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც საექსპედიციო კორპუსი ცდილობს ჩაახშოს პუშტუნების (პირველ რიგში მოჰმანდების) ტომების აჯანყება. ეს კამპანია კუბურ კამპანიაზე სახიფათო და მკაცრი აღმოჩნდა. ოპერაციის მსვლელობის დროს ჩერჩილმა დიდი სიმამაცე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ რომ რისკი უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული იყო ბრავადოს მიერ და არა აუცილებლობით. ის წერდა დედას: "ყველაფერზე მეტად ამ ცხოვრებაში მე მივისწრაფვი რომ მოვიპოვო მამაცის რეპუტაცი"

ბებიისათვის, ჰერცოგინია მალბოროსადმი მიწერილ წერილში, ის თანაბრად აკრიტიკებს ორივე მხარეს სისასტიკეს და თვითონ კამპანიის უაზრობას:

"პუშტუნების ტომები დაჭრილებს აწამებენ და მკვდრებს კი ასახიჩრებენ. ჯარისკაცები არასდროს ტოვებენ ტყვედ ჩავარდნილ მოწინააღმდეგეს ცოცხლად, მიუხედავად იმისა, დაჭრილია თუ არა. ფრონტის საავადმყოფოები და ავადმყოფებით დატვირთული კონვოები მტრისთვის განსაკუთრებულ სამიზნეებს წარმოადგენენ, ვანადგურებთ რეზერვუარებს, რომლებიც წყლის ერთადერთი წყაროა ზაფხულში და მათ წინააღმდეგ ახალ, "დუმ-დუმის" ტყვიებს ვიყენებთ... რომელთა გამანადურებელი ეფექტი უბრალოდ საშინელია. ფინანსურად ეს დამანგრეველია. მორალურად გაუმართლებელი. სამხედრო თვალსაზრისით კამპანიის აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პოლიტიკურად კი დიდი შეცდომაა."

წერილი პირველად "დეილი ტელეგრაფში" გამოაქვეყნეს, კამპანიის დასრულების შემდეგ კი 8500 ეგზამპლარით გამოსცეს მისი წიგნი მალაკანდის საველე კორპუსის ისტორია (ინგლ. The Story of the Malakand Field Force). წიგნის დაჩქარებული გამოცემის გამო, გაიპარა უამრავი ტიპოგრაფიული შეცდომა, ჩერჩილმა სულ 200–მდე დაითვალა და შემდეგ ყოველთვის მოითხოვდა მათ შესწორებას გამომცემლობის მიერ.

მალაკანდიდან მშვიდობიანად დაბრუნების შემდეგ, ჩერჩილი ცდილობს მოიპოვოს საგზური ჩრდილოეთ აფრიკისკენ, რათა გააშუქოს მაჰდისტის აჯანყება სუდანში. სურვილს, წასულიყო მორიგ ჟურნალისტურ მისიაზე, მეთაურთა კეთილი ნება არ ხვდომია წილად, ამიტომ ჩერჩილი პრემიერ–მინისტრ ლორდ სოლსბერს სწერს, სადაც გულახდილად ამბობს, რომ წასვლის მიზანი არ არის მხოლოდ ჟურნალისტური სურვილი გააშუქოს ისტორიული მომენტი, არამედ ეს შემთხვევა მისთვის არის საშუალება, რომ აღიდგინოს ფინანსური წონასწორობა, რომელიც წიგნის გამოცემამ საგრძნობლად შეარყია. შედეგად მისი თხოვნა კმაყოფილდება, მას მაღალშტატიან ლეიტენანტის თანამდებობაზე ნიშნავენ, მხოლოდ დაჭრის ან სიკვდილის შემთხვევაში მატერიალურ ხარჯებს სამინისტრო არ უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულთა მხარეს იყო რიცხვობრივი უპირატესობა, ანგლო–ეგვიპტური კავშირის არმია მაინც ერთი ნაბიჯით წინ იყო, ვინაიდან იგი უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი – მრავალჯერიანი სასროლი იარაღი, არტილერია, კანონიური ნავები და იმ დროინდელი ტექნიკის უკანასკნელი გამოძახილი – მაქსიმის ტყვიამფრქვევი. გენერალურ ბრძოლაში, ამდურმანში ჩერჩილმა პირადად მიიღო მონაწილეობა ბრიტანეთის არმიის კავალერიის შეტევაში. მან თავად აღწერა ეს ეპიზოდი:

"შევმართე ცხენი ჩორთზე და გავჭენდი მოწინააღმდეგისკენ პისტოლეტის სროლით, რამდენიმე მოვკალი – 3 ნამდვილად – 2 საეჭვოა – 1 ძალიან საეჭვოა." (ინგლ.I pulled to a trot and rode up to individuals firing my pistol in their faces and killing several — 3 for certain — 2 doubtful — one very doubtful)

რეპორტაჟში ის ინგლისის ჯარების მეთაურს, მომავალ კაბინეტის კოლეგას გენერალ კიტჩენერს აკრიტიკებს, ტყვეებისა და დაჭრილების მკაცრი მოპყრობისა და ადგილობრივი ჩვეულებების უპატივცემულობის გამო. "ის დიდი გენერალია, მაგრამ არავის იგი აქამდე დიდ ჯენტლმენობაში არ დაუდანაშაულებია" – თქვა მის შესახებ ჩერჩილმა კერძო საუბარში, მისი კრიტიკის სიზუსტე მალე გახდა საზოგადოების ყურადღების საგანი. თუმცა კრიტიკა მეტწილად სამართლიანი იყო, მასზე საზოგადოების რეაქცია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა, პუბლიცისტის პოზიცია და გულახდილობა უმცროსი ოფიცრის სამსახურეობრვ მოვალეობას ვერ შეეწყო.

კამპანიის დასრულების შემდეგ ჩერჩილი ბრუნდება ინდოეთში, რთა მონაწილეობა მიიღოს საერთონაციონალურ ტურნირზე პოლოში. მოკლევადიანი შესვენების დროს ის რამდენჯერმე ჩნდება კონსერვატორების მიტინგზე ინგლისში. პრაქტიკულად ტურნირის დასრულებისთანავე, სადაც მისმა გუნდმა დაძაბულ ფინალში გაიმარჯვა, 1899 წლის მარტში ის სამხედრო საქმეს თავს ანებებს.

სამხედრო სამსახურის თავის დანებების პერიოდში ჩერჩილმა გარკვეულ წრეებში მოიპოვა სახელი როგორც ჟურნალისტმა, მისი წიგნი კი სუდანურ კამპანიაზე "ომი მდინარეზე" (ინგლ. The River War) ბესტსელერი გახდა.

1899 წლის ივლისში მან წინადადება მიიღო კენჭი ეყარა პარლამენტში კონსერვატიული პარტიიდან ოლდჰემში. პირველი მცდელობა დაეკავებინა ადგილი თემთა პალატაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ არა ჩერჩილის მიზეზით: ოლქში ნონკონფორმისტები მომძლავრდნენ და ამომრჩევლებიც უკმაყოფილონი იყვნენ კონსერვატორების ინიციატივით მიღებული ახალი კანონით "კანონი საეკლესიო წილზე" (ინგლ. The Clerical Tithes Bill), რომლის მიხედვითაც ანგლიკანური ეკლესია ადგილობრივი გადასახადებიდან ფინანსდებოდა. ჩერჩილმა წინასაარჩევნო კამპანიაში განაცხადა, რომ ის ამ კანონს არ ეთანხმებოდა, მაგრამ მისმა განცხადებამ არ იქონია გავლენა შედეგზე და ორივე მანდატი ოლდჰემიდან ლიბერალებს დარჩათ.
უინსტონ ჩერჩილის  სუკეთესო გამონათქვამი:

*
ბოლშევიკები თავად ჰქმნიან სიძნელეებს, რათა შემდეგ წარმატებით დასძლიონ ისინი.

*
მუდამ მზად ვარ მოწამეობისთვის, მაგრამ მირჩევნია, თუკი ეს ამბავი გადაიდება.

*

ვინც სიყმაწვილის ჟამს რევოლუციონერი არ ყოფილა – უგულოა, ხოლო ვინც მოწიფულობაში კონსერვატორი არ გახდა – უტვინო.
*
ამერიკელები ყოველთვის პოულობენ სწორ გადაწყვეტილებას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენს მოსინჯავენ.

*
ჩერჩილის ბიუსტის გახსნის ცერემონიალზე ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა უთხრა მას _ მისტერ ჩერჩილ, მინდა იცოდეთ, რომ დღეს უთენია ავდექი და ასი მილი გამოვიარე, რათა თქვენი ბიუსტისთვის შემეხსნა საბურველი. ჩერჩილმა კი ეშმაკურად მოწკურა თვალი და უპასუხა – დიდი სიამოვნებით გადაგიხდიდით იგივეთიო.

*
არაპუნქტუალობა საძაგელი ჩვევაა და მე მთელი ცხოვრება ვებრძვი მას ჩემში.

*
გახსოვდეთ, რომ მე უფრო მეტი მივიღე ალკოჰოლისგან, ვიდრე მან ჩემგან. …

*
ეს იყო მთელს დედამიწას მოდებული ლომგული ერი. მე კი მერგო პატივი მისი სახელით მეგრგვინა. თანაც, ვიმედოვნებ, რომ ხანდახან ამ ლომს სწორ რჩევასაც ვაძლევდი, თუ სად გამოეყენებითა თავისი ბრჭყალი.

*
ბრიტანეთის პირველ ლეიბორისტ პრემიერზე, რამზეი მაკდონალდზე: – მას ნებისმიერ სხვაზე უკეთ ძალუძს უზარმაზარი რაოდენობის სიტყვა ჩასტიოს ნამცეცა აზრებში.

*
პრემიერ სტენლი ბოლდუინის შესახებ: – იგი ხანდახან სიმართლესაც წამოკრავდა ხოლმე ფეხს, მაგრამ მალევე იღდგენდა წონასწორობას და ისე აგრძელებდა გზას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

*
მე გავიცნობიერე, რომ უნდა წარმოვჩინდე ჩემი საუკეთესო ქცევით, ანუ ვიყო პუნქტუალური, დამთმობი, თავშეკავებული, მოკლედ – გამოვავლინო ყველა ის თვისება, რომელიც ყველაზე ნაკლებ მაქვს მომადლებული.

*
თუ მიზნის მიღწევა გსურთ, ნუ ეცდებით იყოთ დელიკატური და გონიერი.

*
ამგვარი პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობის პირობებში ჩვენ ხანდახან მაინც გვიწევს სხვისი აზრის ანგარიშგაწევა.

*
თუ ჰიტლერი ჯოჯოხეთში შეიჭრება, მე ხოტბას შევასხამ ეშმაკს.

*
ფანატიკოსია კაცი, რომელსაც არ ძალუძს შეიცვალოს შეხედულებანი და გამოცვალოს საუბრის თემა.

*
ლამაზი ქალის გაკენწვლა არც ისე იოლია. ის ხომ თქვენი ნათქვამის გამო უარესი არ გახდება.

*
ჭეშმარიტება მრავალწახნაგოვანია, სამაგიეროდ – სიცრუე მრავალხმიანია.

*
მთელი ცხოვრება მე უფრო თვითგამოხატვაზე ვიყავი მომართული, ვიდრე თვითშეწირვაზე.

*
ჩემს მიღწევათა შორის უდიდესია ის, რომ ჩემი მეუღლე დავარწმუნე ცოლად გამომყოლოდა.

*
ნენსი ასტორმა უთხრა: თქვენ რომ ჩემი ქმარი ყოფილიყავით, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდითო. ჩერჩილმა უპასუხა: თქვენი ქმარი რომ ვყოფილიყავი, იმ ყავას უყოყმანოდ დავლევდიო.

*
მას ჰქონდა ჩემთვის აუტანელი ყველა სიკეთე და არც ერთი ჩემთვის აღტაცების მომგვრელი ნაკლი.

*
კლუბი, რომელშიც წევრთა სიმრავლეა, აღარ არის კლუბი.

*
უსარგებლოა ნათქვამი: “ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია”. უნდა ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია.

*
ნუ მაწყვეტინებთ მაინც და მაინც მაშინ, როცა მე გაწყვეტინებთ.

*
ჩემს ნაღვაწს ისტორია დაემოწმება, მით უმეტეს, თუ ამ ისტორიას თავად დავწერ.

*
კაპიტალიზმის ნაკლია სიუხვის არათანაბარი განაწილება. სოციალიზმის ნაკლია სიღატაკის თანაბარი განაწილება.

*
პოლიტიკური ტალანტი ვლინდება უნარში გამოიცნო, თუ რა მოხდება ხვალ, ერთ კვირაში, თვეში, წელიწადში… და ასევე უნარში, რომ ახსნა, თუ რატომ არ გამართლდა ეს ყველაფერი.

*
მეგონა სიბერით მოვკვდებოდი, მაგრამ როცა მთელი ევროპის პურის ბეღელმა რუსეთმა მარცვლეულის შესყიდვა დაიწყო, მივხვდი, რომ სიცილით სიკვდილი მიწერია.

*
რაღა თქმა უნდა ეგოისტი ვარ. თუ ასეთი არა ხარ, ვერც ვერაფერს მიაღწევ.

*
თქვენ მოგეცათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ სირცხვილი არჩიეთ და მიიღებთ ომს.

*

პრემიერის პოსტზე მისი მემკვიდრის, ლეიბორისტ კლიმენტ ეტლის შესახებ: – ეს არის ცხვარი ცხვრის ტყავში.
*
მისტერ ეტლი ძალზედ მოკრძალებული კაცია და მას სრული საფუძველი აქვს იყოს ასეთი.

*
როცა უთხრეს, რომ ჩემბერლენის ზეწოლა ეტლიზე, მიუნხენის შეთანხმების მიღებასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავსო გველის დომინირებას ბოცვერზე, ჩერჩილს დაუზუსტებია – მგონი უფრო ბოცვრის დომინირებას სალათის ფოთოლზეო.

*
ბერნარდ შოუმ ტელეგრამით აცნობა ჩერჩილს – თქვენთვის შენახულია ორი ბილეთი “პიგმალიონის” პირველ წარმოდგენაზე. წამოიყვანეთ მეგობარი, თუკი გყავთ ასეთი. ჩერჩილმა უპასუხა – პირველ წარმოდგენას ვერ ვესწრები. მოვალ მეორეზე, თუკი გაიმართება ასეთიო.

*
ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან საუკეთესო არგუმენტია დემოკრატიის წინააღმდეგ.

*
კანადელი ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აქვს რაიმე შენიშვნა ამერიკის მიმართ, ჩერჩილმა უპასუხა – ძალიან თხელი ტუალეტის ქაღალდი აქვთ და ძალიან სქელი გაზეთებიო.

*
პოლიტიკისთვის უდიდესი გარდატეხა იქნებოდა, სიბრძნე რომ ისევე იოლად და სწრაფად ვრცელდებოდეს, როგორც სიბრიყვე.

*
მე არ ვწყრები კრიტიკის გამო მაშინაც კი, როცა იგი სიმწვავის გამო ამოვარდნილია თავისი დროის რეალობიდან.

*
ვერაფერი შეგმატებს ისეთ აღმაფრენას, როგორსაც – როცა გესვრიან და აგაცდენენ.

*
მსმენია გამონათქვამი, რომ ლიდერს ყური შეძლებისდაგვარად დაბლა უნდა ეჭიროს. ამის შესახებ მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – ბრიტანელებს გაუჭირდებათ ამ უხეირო პოზაში მყოფი ლიდერის ყურება.

*
ერთადერთი რამ შეიძლება იყოს მოკავშირეებთან ერთად ომზე უარესი – მათ გარეშე ომი.

*
ძაღლები ქვემოდან ამოგვცქერიან. კატები ზემოდან დაგვყურებენ. მხოლოდ ღორები გვიცქერენ, როგორც თანასწორებს.

*
მე კი მზად ვარ შემოქმედთან შესახვედრად. სხვა საქმეა, თვით შემოქმედი თუა მზად ამგვარი განსაცდელისთვის.

*
ძლიერი და მდუმარი კაცი ხანდახან იმიტომაა მდუმარი, რომ არც არაფერი აქვს სათქმელი.

*
დუნიაზე უამრავი ცრუ ვარაუდი ბოგინებს და ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათი ნახევარი წმინდა წყლის სიმართლეა.

*
ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატია არის მართვის სრულყოფილი და ბრძნული ფორმა. მართლად უთქვამთ, რომ დემოკრატია არის მართვის უსაძაგლესი ფორმა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ყველა დანარჩენს, რაც კი ოდესმე მოუსინჯავთ.

*
სადაც ათი ათასი მინაწერი არსებობს, ვერ იარსებებს კანონისადმი პატივისცემა.

*
ამ ანგარიშს არნახული სისქე იცავდა წაკითხვის საფრთხისაგან.

*
დიპლომატი არის ის, ვინც ორჯერ იფიქრებს, სანამ არაფერს იტყოდეს.

*
არავინ ეთანხმება იმას, ვინც ყველას ეთანხმება.

*
გონიერი კაცი ყველა შეცდომას თავად კი არ უშვებს, არამედ სხვასაც აძლევს ამის შანსს.

*
დიდი უპირატესობა აქვს იმას, ვინც ადრევე დაუშვა ის შეცდომები, რომელზეც რაიმეს სწავლა შეიძლება.

*
ნაციის მართვა უფრო იოლია, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა.

*
ჩვენ ყველანი პაწაწკინტელა მწერები ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პირადად მე ციცინათელა ვარ.

*
რის ვაივაგლახით ვახერხებ ჩემში ჭკუისმასწავლებლის იმპულსის ჩახშობას.

*

ფულის შეგროვება ფრიად სასარგებლოა, მით უფრო, თუ ეს უკვე გააკეთეს შენმა მშობლებმა.

*
მე სულ იოლად ვკმაყოფილდები ყველაფრით, რაც საუკეთესოა.

*
მუდამ მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის როდი მსიამოვნებს, როცა მასწავლიან.

*
ერთადერთი, რაც მინდა კონსტრუქციული დისკუსიის შემდეგ – როგორმე შევთანხმდე საკუთარ სურვილებთან.

*
საზღვარგარეთ ყოფნისას არასდროს ვაკრიტიკებ საკუთარ მთავრობას, მაგრამ შინ დაბრუნებისთანავე გვარიანად ვინაზღაურებ ამას.

*
ჩემს ასაკში თავს შეუძლოდ ყოფნის ნებას ვეღარ მივცემ.

*
ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოა 5-6 სიგარა დღეში, 3-4 ჭიქა ვისკი და არავითარი ფიზკულტურა.

*
მე ყოველთვის ვახერხებ ასე თუ უსე მოვერგო ფუფუნების ყოველ ახალ საფეხურს წუწუნისა და ქსუტუნის გარეშე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი წარმატებული თვისებათაგანი.

*
კონსერვატორ პრემიერ ნევილ ჩემბერლენზე: – ძველი ქალაქის კლერკი, რომელიც ევროპულ ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის წვიმის სადინარი მილის არასწორი ბოლოდან უჭვრეტს.

*
ფელდმარშალ მონტგომერის რეპლიკაზე, რომ იგი არ სვამს, არ ეწევა და ასი პროცენტით ჯანმრთელია, ჩერჩილმა უპასუხა – ვსვამ, ვეწევი და ორასი პროცენტით ჯანმრთელი ვარ.

*
როცა ერთმა ლიბერალმა პარლამენტარმა დარბაზი გადაჭრა, რათა სოციალისტებს შეერთებოდა, ჩერჩილმა შენიშნა – პირველად ვხედავ, რომ ვირთხა ჩაძირული გემისკენ მიცურავდესო.

*
ახალგაზრდობისას ვიცავდი წესს – არასდროს დამელია სადილამდე. ახლა კი მოვხუცდი და ვცდილობ არასდროს გავილეშო საუზმემდე.

*
დრო ცუდი მოკავშირეა.

*
მე მუდამ ვიცავ ამ წესს: ნუ გარბიხარ, თუ დგომა შეგიძლია; ნუ დგახარ, თუ ჯდომა შეგიძლია; ნუ ზიხარ, თუ წოლა შეგიძლია.

*
შორი მომავლის ჭვრეტა არაშორსმჭვრეტლურია.

*
ახალი ამბების მოყოლას მათი შექმნა მირჩევნია.

*
არაერთი ცდილობს გააიგივოს ხანძარი და სახანძრო რაზმი.

*
საკუთარი სიტყვების ჩაყლაპვა არასდროს მიმძიმებს კუჭს.

*
საბედნიეროდ ჩვენი სიცოცხლე ჯერჯერობით არც ისე უშფოთველია, თორემ გზას აკვნიდან სამარემდე უფრო სწრაფად გავივლიდით.

*
ყოველივე დიადი მარტივია და უმეტესი მათგანი სულ ერთი სიტყვით გამოითქმის: თავისუფლება, მართლმსაჯულება, ღირსება, მოვალეობა, გულმოწყალება, იმედი.

*
მშვიდობის ქომაგი არის ის, ვინც კვებავს ნიანგს იმ იმედით, რომ თვითონ ბოლოს შეიჭმება.

*
კაცმა რო თქვას, მოკლე სიტყვები უკეთესია, ხოლო ძველი სიტყვები – საუკეთესო.

*
მუდამ იმის განცდა მაქვს, რომ პოლიტიკოსი უნდა შეფასდეს მის მიერ ოპონენტებში აღძრული მტრობის მიხედვით.

*
როგორც არ უნდა მოგწონდეთ სტრატეგია, ხანდახან რეზულტატებსაც გადახედეთ ხოლმე.

*
არაა საკმარისი ვიღვაწოთ სულითა და გულით; ხანდახან ისიც უნდა ვაკეთოთ, რაც მოგვეთხოვება.

*
რაღა მაიმუნს ეკამათები, თუკი მეარღნე იქვეა.

*
არასდროს, არასდროს, არასდროს იფიქრო, რომ რომელიმე ომი იოლი იქნება, და რომ ამ გზაზე შემდგარი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შეძლებს შეცვალოს ის ნაკადები და ქარიშხლები, რომელსაც შეეჩეხება.
სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ომის ციებ–ცხელებითაა მოცული, უნდა საზღვრავდეს, რომ ამ მანქანის აძვრის შემდგომ იგი არა პოლიტიკის ოსტატი, არამედ გაუთვალისწინებელ და უკონტროლო მოვლენათა ტყვეა.

*
დიდების საზღაური პასუხისმგებლობაა.

*
დიდი მონაპოვარია უნარი – იარო ერთი მარცხიდან მეორემდე ენთუზიაზმის გაუნელებლად.

*
არასდროს აქციო ზურგი მოსალოდნელ საფრთხეს და არ ეცადო გაქცევით თავის შველას. ამგვარი ქცევით მხოლოდ გააორმაგებთ მას, ხოლო თუ კი პირისპირ და წარბშეუხრელად შეეგებებთ, გაანახევრებთ.

*
ჩვენ ვარსებობთ იმით, რასაც ვიღებთ და ვცხოვრობთ იმით, რასაც გავცემთ.

*
როცა არწივები სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ჟღავილს.

*
ნუ მიქებთ სამხედრო–საზღვაო ტრადიციებს, რადგან ეს არის ოდენ შოლტი, რომი და სოდომი.

*
სიმამაცეა უნარი – ადგე და თქვა. ასევე სიმამაცეა – დაჯდე და უსმინო.

*
ისინი (მთავრობა) განაგრძობენ პარადოქსულ ყოფას – პრინციპულნი არიან უპრინციპობაში, ურყევნი – მერყეობაში, ძლევამოსილნი – უძლურებაში.

*
ერთობ სასარგებლოა უწიგნურისთვის ციტატების კითხვა. როცა ისინი მეხსიერებაზე ამოიკაწრებიან, მშვენიერი აზრებით გამარაგებენ, თან გაქეზებენ, რომ უფრო ღრმად გაეცნოთ ამ ავტორებს.

*
ვერ გეტყვით, როგორ მოიქცევა რუსეთი. ეს გამოცანაა, იდუმალებით მოსილი ენიგმა. თუმც კი შესაძლოა არსებობდეს გასაღებიც – რუსეთის ეროვნული ინტერესი.

*
ერთხელ პრეზიდენტმა რუზველტმა მითხრა – საჯაროდ ვიკითხე, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ომსო.
მე კი მაშინვე ვუთხარი – “არასაჭირო ომი”.

*

ომავლის იმპერიები გონების იმპერიებია.

*
ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე რკინის ფარდა დაეშვა კონტინენტზე.

*
პირადად მე ოპტიმისტი გახლავართ. უფრო სასარგებლო, ვგონებ, არც არაფერია.

*
ეს არაა დასასრული. ეს დასასრულის დასაწყისიც კი არ არის, თუმც, შესაძლოა დასაწყისის დასასრული იყოს.

*
ჩვენ გამოვიჩენთ გულმოწყალებას, მაგრამ არ ვითხოვთ მას.

*
ტრადიციის ერთგულებას არათუ არასდროს დაუკნინებია ერი, არამედ პირიქით, განუმტკიცებია ხოლმე იგი საფრთხის ჟამს.
მაგრამ ახალი ხედვაც უნდა გაჩნდეს, მსოფლიო წინ უნდა წავიდეს.

*
ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი მართალია.

*
პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს და ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყოველ სიძნელეში.

*
ადამიანის ძალაუფლება ყველა სფეროში იზრდებოდა, გარდა საკუთარი თავისა.

*
სტატისტიკა ჰგავს მთვრალს განათების ბოძთან, რომელსაც მისაყუდებლად იყენებს და არა გასანათებლად.

ჩერჩილი სტალინის შესახებ

*
რუსეთს დიდად გაუმართლა, რომ უმძიმესი გამოცდის ჟამს მას სათავეში ჩაუდგა გენია და შეუდრეკელი მხედართმთავარი სტალინი. ეს იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც იმპონირებდა იმ ცვალებადსა და მკაცრ დროებას, რომელშიაც მან მთელი სიცოცხლე განვლო.

*
სტალინი იყო არაბუნებრივი ენერგიისა და უდრეკი ნებისყოფის ადამიანი, მკვეთრი, მტკიცე, დიალოგში დაუნდობელი, რომელსაც თვით მე, ბრიტანეთის პარლამენტში გამოზრდილი პიროვნებაც კი ვერაფერს ვუპირისპირებდი.

*
მას, უპირველეს ყოვლისა, ახასიათებდა დიდი იუმორის გრძნობა და სარკაზმი, ასევე აზრის ზუსტად აღქმის უნარი. ეს ძალა იმდენად ჭარბად იყო მასში, რომ სტალინი წარმოგვიდგება, როგორც განუმეორებელი პიროვნება ყველა დროისა და ხალხის მმართველთა შორის.

*
სტალინმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ფლობდა ღრმა, ყოველგვარ პანიკას მოკლებულ, ლოგიკურად გააზრებულ სიბრძნეს. იყო ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის შეუდარებელი ოსტატი. მან შექმნა და დაიმორჩილა უზარმაზარი იმპერია. ეს იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისი მტრებისავე ხელით ანადგურებდა.

*
სტალინი იყო უდიდესი, უბადლო დიქტატორი, რომელმაც რუსეთი ხის გუთნით ჩაიბარა და ატომური შეიარაღებით აღჭურვილი დატოვა. ასეა, ისტორია და ხალხი ასეთ ადამიანებს არ ივიწყებენ.

 
Pablo Picasso 02/09/2012
 
დაბადების სახელი: Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Mártir Patricio Ruiz y Picasso
დაბადების თარიღი: 1881 წლის 25 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: მალტა
გარდაცვალების თარიღი: 1973 წლის 8 აპრილი, მუჟენი
მოქალაქეობა:  ესპანეთი
ჟანრი: მხატვარი, სკულპტორი, გრაფიკოსი, დიზაინერი, კერამიკოსი
სტილი: კუბიზმი, სურეალიზმი
პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.

სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.
„მშვიდობის მტრედი“

10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.

30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლომდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.

1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:

    ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
    ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
    აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები).
    ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
    სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.

 
Alfred Hitchcock 02/03/2012
 
დაბადების სახელი: ალფრედ ჯოზეფ ჰიჩკოკი
დაიბადა: 13 აგვისტო, 1899, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდაიცვალა: 29 აპრილი, 1980 ლოს-ანჟელესი, აშშ
შემოქმედების წლები     1925-1980

სერ ალფრედ ჰიჩკოკი (Sir Alfred Joseph Hitchcock) — უაღრესად გავლენიანი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში. ჰიჩკოკმა დაამკვიდრა სასპენსისა და მაკგაფინის ცნებები. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, დაძაბულობის დაკავშირება იუმორთან; ხშირად იყენებდა უდანაშაულოდ დევნილების თემას.

1939 წელს ის გადასახლდა აშშ-ში და 1955 წლის 20 აპრილს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. მისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში მუნჯი კინოს ხანიდან მოყოლებული 53 მეტი ფილმი აქვს გადაღებული.

მის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმებს მიეკუთვნება:
  • 39 საფეხური - 1935
  • რებეკა - 1940
  • სამაშველო ნავი - 1944
  • უაზრო დიდება - 1946
  • მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ” - 1954
  • ფანჯარა ეზოს მხარეს - 1954
  • ქურდის დაჭერა - 1955
  • კაცი, რომელმაც ზედმეტი იცოდა - 1956
  • თავბრუსხვევა - 1958
  • უჩინარი მესამე - 1959
  • ფსიქო - 1960
  • ჩიტები - 1963
ჰიჩკოკი არამარტო ერთ-ერთი მუდმივად წარმატებული და საზოგადოდ ცნობილი კინორეჟისორი იყო მსოფლიოში, არამედ დღემდე ითვლება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებად.
1957 წელს ჰიჩკოკმა გადაიღო უკანასკნელი ფილმი პარამაუნტისათვის „თავბრუსხვევა“. სცენარი ჰიჩკოკისა და სემუელ ტეილორის ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა. ფილმი ბევრ ავტობიოგრაფიულ მომენტს შეიცავს. საკუთარი პერსონაჟებიდან მცირე თუ ატარებდა ჰიჩკოკის პერსონის იმდენ თვისებას, რამდენსაც ჯეიმს სტიუარტის მიერ ამ ფილმში განსახიერებული სკოტ ფერგიუსონი. თავდაპირველად ფილმი არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ დღეს ითვლება ჰიჩკოკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად, ისევე როგორც მისი მომდევნო „ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით“ (1959). ეს იყო კერი გრანტის უკნანსკნელი როლი ჰიჩკოკის ფილმებში. ჰიჩკოკისა და სცენარის ავტორის, ერნესტ ლემანის მიხედვით, ეს იყო მომდევნო თავგადასავალი უსამართლოდ დევნილისა, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და რეპუტაციის გადარჩენისათვის იბრძვის. თხრობის ელეგანტურმა სიმსუბუქემ, გავლენა იქონია მომავალში გადაღებულ ბევრ სათავგადასავლო ფილმზე, მათ შორის ჯეიმს ბონდის ფილმებზეც.

ჰიჩკოკს ზოგჯერ საშინელებათა ფილმების აპოლოგეტად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა მის შემოქმედებაში ერთადერთი ასეთი ფილმი იყო „ფსიქო“, რომელიც გადაღებული იყო სატელევიზიო ტექნიკითა და მცირე ბიუჯეტით, რადგანაც მსხვილმა სტუდიებმა უარი განაცხადეს ასეთი ფილმის დაფინანსებაზე. შხაპის სცენა, რომელსაც 1 კვირა იღებდნენ, მიეკუთვნება დღემდე ყველაზე ხშირად გაანალიზებულ სცენას. უჩვეულო იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სიკვდილი ფილმის პირველ მესამედში. თანამედროვეთა კრიტიკა უხეშად დაესხა ფილმს, მაგრამ პუბლიკას ის ისე მოეწონა, რომ ჰიჩკოკს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. ფილმმა ჰიჩკოკი მილიონერი გახადა და ამის შემდეგ ის თავად იყო საკუთარი ფილმების პროდიუსერი.

ორი შემდგომი პროექტი ჩავარდა, მათ შორის იმის გამო, რომ უოლტ დისნეიმ „ფსიქოს“ რეჟისორს დისნეილენდში გადაღების უფლება არ დართო. 1961 წლის შუაში ჰიჩკოკმა თავისი შემდგომი ფილმის გადაღება დაიწყო. „ჩიტები“ (1963) - ფილმი ჰორორის ჟანრში, რომელმაც დრამატურგიისა და ტრიუკების გადაღების ტექნიკის გამო არცთუ უკანასკნელი გავლენა იქონია ამ სტილის ჩამოყალიბებაზე. ფილმმა აიტაცა იმ დროს პოპულარული თემა ადამიანის შეჯახებისა ბუნების აუხსნელ ძალებთან. გერმანელმა კოპოზიტორმა ოსკარ სალამ ფილმში მუსიკის ნაცვლად ცალკეული ელექტრონულად წარმოებული ხმები გამოიყენა. მთავარი როლის შემსრულებელი ტიპი ჰედრენი ჰიჩკოკმა სატელევიზიო რეკლამაში აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მას კინემატოგრაფიაში გამოცდილება არ ჰქონდა, ჰიჩკოკმა ის შვიდი წლით აიყვანა სამუშაოდ.

„ჩიტების“ შემდეგ ჰიჩკოკის შემოქმედებაში ჩავარდნა იყო. 60-იანი წლების შემდეგი სამი ფილმი ვერც კომერციული და ვერც სახელოვნებო თვალსაზრისით ვერ შეედრებოდა წინა ფილმების მიღწევებს. მთავარი როლის შემსრულებელ ტიპი ჰედრენთან არსებული კონფლიქტი ისეთ დაღად დააჩნდა გადაღებებს, რომ ჰიჩკოკს შეგნებულად სურდა შემდეგი ფილმის, „მარნის“ (1964) ჩავარდნა. ფილმი დაბნეულ ტრავმატიზებულ ქალზეა და შეიცავს ჰიჩკოკისთვის უჩვეულოდ ბევრ კუსტარულ შეცდომას.

ტიპი ჰედრენი იყო უკანასკნელი "ჰიჩკოკის ქერათმიანთა" შორის, ხოლო "მარნი" იყო ბოლო ფილმი, რომელიც ჰიჩკოკის დიდი ხნის ოპერატორმა, რობერტ ბარკსმა გადაიღო. გადაღებების დასრულებისთანავე გარდაიცვალა ჰიჩკოკის მემონტაჟე ჯორჯ ტომაზინი, რომელთანაც ის ათი წლის მანძილზე თანამშრომობდა. „მარნი“ იყო ბოლო 15 წლის მანძილზე პირველი კომერციული და შემოქმედებითი წარუმატებლობა და წარმოადგენდა ჰიჩკოკის კარიერაში შემობრუნების წერტილს.
ჰიჩკოკის მუშაობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმინშვნელოვანესი გარემოება ის იყო, რომ ის საკუთარი ფილმების წარმოებას აკონტროლებდა მასალის შერჩევიდან მონტაჟამდე და არაფერს აკეთებდა შემთხვევითობის ხარჯზე. როცა ჰიჩკოკს არსებული მოდელები, მაგალითად პიესები ან რომანები სჭირდებოდა, ის იღებდა მხოლოდ მოქმედების ძირითად მოტივებს და ქმნიდა ახალ ისტორიას. ის თავად მონაწილეობდა სცენარის დამუშავებაში, მაგამ 1932 წლის შემდეგ ტიტრებში არ მოიხსენიებოდა, როგორც ავტორი. შესაძლებლობის შემტხვევაში ჰიჩკოკი ცვლიდა დიალოგებს სცენებში დაძაბულობის მისაღწევად (”სამაშველო ნავი”) ან ავტობიოგრაფიული შინაარსის მისანიჭებლად (”მე მოვინანიებ”). ყველაზე დახვეწილ დიალოგებშიც კი, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო, ჰიჩკოკი ყურადღებას ამახვილებდა კადრის გამომსახველობაზე.

ჰიჩკოკის თანახმად ის პროექტის დაგეგმვას მეტი ხალისით უდგეოდა, ვიდრე საკუთრივ სცენარზე მუშობას. შემოქმედებით მუშაობას კი დასრულებულად თვლიდა სცენარზე მუშაობის დასრულებასთან ერთად. საკუთარი სარეჟისორიო საქმიანობის დაწყების დღიდან ჰიჩკოკი ცდილობდა შესაძლებლობისამებრ თავიდან აეცილებინა ნებისმიერი იმპროვიზაცია. ის პროდიუსერების, მსახიობების, ტექნიკის, ცაიტნოტის გავლენას აღიქვამდა, როგორც საფრთხეს ფილმზე სასურველი კონტროლის დამყარებაში. ის გაურბოდა თავისუფალ, ასევე დროის მოკლე მონაკვეთში შექმნილ სცენარებს. საკუთარი ჩვეულების საპირისპიროდ ის ხანდახან უშვებდა მსახიობთა იმპროვიზაციას, ოღონდ მეორეხარისხოვან სცენებში. ჰიჩკოკის პრინციპები უმეტესწილად იდეალისტურ შეხედულებებს წარმოადგენდა. 1948 წლის შემდეგ შეეჩვია გადაღებების განსხავაებულად წარმართვას. თუმცა ის მაინც ცდილობდა პედანტურად ზუსტად დაგეგვმას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბილ კრონმა, რომელიც 1999 წელს დოკუმენტურ ფილმს იღებდა ჰიჩკოკზე, აღმოაჩინა ბევრი ფილმი, რომელთა დასასრული ჰიჩკოკს სხვადასხვა ვერსიად ჰქონდა გადაღებული და მხოლოდ სამონტაჟოში ჰქონდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოო სცენის შესახებ.

წლების განმავლობაში ჰიჩკოკს ჩამუყალიბდა მჭიდრო შემოქმედებითი კავშირები რამდენიმე ავტორთან: ჩარლზ ბენეტი, სემუელ ტეილორი, ერნესტ ლემანი. ის მუშაობდა პიესებისა და რომანების ავტორებთანაც: კარგად უგებდა ტორტონ უაილდერს, ჯორჯ თაბორს, ხოლო კამათობდა ჯონ სტაინბეკთან, ლეონ ურისთან, რეიმონდ ჩენდლერთან. კონფლიქტებს იწვვევდა ჰიჩკოკის მიერ საკუთარი პერსონის მუდმივი წარმოჩენა და მუშაობის ავტორიტარული სტილი. თუ ჰიჩკოკი ავტორის მუშაობით უკმაყოფილო იყო, ან საკუთარი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებას იგრძნობდა, ის უყოყმანოდ ცვლიდა ავტორს.

კერი გრანტი და ჯეიმს სტიუარტი ჰიჩკოკის ფილმებში მის ალტერ ეგოს განასახიერებენ. გრანტის გმირები ჰგავდნენ ჰიჩკოკს, ხოლო სტიუარტისა კი ჰიჩკოკის წარმოდგენებს საკუთარ თავზე. მსახიობთაგან მრავალწლიანი პირადი ურთიერთობა ჰიჩკოკმა დაამყარა გრეის კელისთან. გარდა ამისა, ცნობილია ჰიჩკოკის დაძაბული ურთიერთობები მისი ქერა პერსონაჟების შემსრულებლებთან, განსაკუთრებით ტოპი ჰედრენთან. ის პატივს არ სცემდა თეატრის მსახიობებს, რომლებიც კინოში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ანაზღაურების მიღების გამო თამაშობდნენ. შედარებით მეტ თავისუფლებას აძლევდა მსახიობებს, რომლებიც იზიარებდნენ მის შეხედულებებს კინემატოგრაფზე, მაგალითად ჯოზეფ კოტენი და მარლენ დიტრიხი.

ჰიჩკოკის დიდხნიანი თანამშრომლები იყვნენ ასევე ოპერატორი რობერტ ბარკსი და კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი, ასევე მემონტაჟე ჯორჯ ტომასინი. ჰიჩკოკის ადრეული ფილმების მონტაჟს მისი ცოლი, ალმა, აკეთებდა. ალმა სიცოცხლის ბოლომდე ჰიჩკოკის ყველაზე გავლენიანი მრჩეველი და თანამშრომელი იყო.
ჰიჩკოკის ფილმების ბევრი ელემენტი შევიდა კინოხელოვნების სტანდარტულ რეპერტუარში. ეს, უპირეველს ყოვლისა, ეხება სასპენზს, როგორც დაძაბულობის შექმნის საშუალებასა და მაკგაფინის გამოყენებას მოქმედების პროვოცირებისთვის. გარდა ამისა, 40-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავ ფილმში, მათ შორის სახელოვანი რეჟისორების ნამუშევრებში, გამოყენებულია ჰიჩკოკის ტიპური მოტივები ან სტილური ელემენტები. მისმა წარმატებლმა ფილმებმა ყველაზე მეტად ინსპირირება გაუკეთეს ჰოლივუდის პროდუქციას, რომელიც შინაარსობრივად და სტილისტურადაც ჰიჩკოკის შემოქმედებასთან ახლოს იდგნენ. უსამართლოდ დევნილისა და უნუგეში, საფრთხის ქვეშ მყოფი ქალის თემები ჰოლივუდური ფილმების ცენტრალური თემა გახდა.

იმ რეჟისორებს შორის, რომლებზეც ჰიჩკოკმა მეტ-ნაკლებად პირდაპირი გავლენა მოახდინა აღსანიშნავია ბრაიან დე პალმა. ის სარგებლობდა ბევრი წყაროთა და ციტატით ჰიჩკოკის ნამუშევრებიდან. ასევე ისესხა ზოგიერთი ფილმის ძირიტადი სტრუქტურა. მის მიერ ჰიჩკოკის გავლენით შექმნილი ფილმებია ”სამართებელი” და ”ორეული”. სტივენ სპილბერგი ჰიჩკოკის მოტივებს პირდაპირ არ იყენებდა, მაგრამ თემატური პარალელები და მოტივების ადაპტაცია ჩანს ფილმებში ”ყბები”, ”შინდლერის სია” და ფილმების სერიაში ინდიანა ჯონსის შესახებ. სხვა თანამედროვე ამერიკელი რეჟისორები, რომელთაც ჰიჩკოკის გავლენა განიცადეს, არიან ჯონ კარპენტერი, დევიდ ფინჩერი, დევიდ მამეტი, დევიდ ლინჩი, კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე.

საფრანგეთში ჰიჩკოკი 50-იან წლებში აღიარეს საავტორო ფილმის იდეის მიმდევრებმა. 1957 წელს მაშინდელმა კრიტიკოსებმა და რეჟისორებმა ერიკ რომერმა და კლოდ შაბროლმა მასზე წიგნი გამოაქვეყნეს. 1960 წელს კინოფესტივალში ”ფრანგული კინემატოგრაფი” მონაწილეობის შემდეგ გაზეთი ”ჰერალდ ტრიბუნი” წერდა, რომ ჰიჩკოკი ერთ კვირაში გახდა ფრანგული ავანგარდის კუმირი. 1962 წლის აგვისტოში ჰიჩკოკმა მისცა 50-საათიანი ინტერვიუ 30 წლის ფრანგ კრიტიკოსსა და რეჟისორს, ფრანსუა ტრიუფოს. ტრიუფომ ის ქრონოლოგიურად გამოკითხა მანამდე გადაღებული 48 ფილმის შესახებ. წიგნი, რომელიც ინტერვიუების შედეგად გამოქვეყნდა, სტანდარტულ კინოლიტერატურად მიჩნევა. ტრიუფოს ფილმები ”451° ფარენჰეიტით”, ”ნაზი კანი”, ”ნეტა მალე დადგეს კვირა” ჰიჩკოკის გავლენას განიცდიან. ტრიუფოს გარდა ჰიჩკოკმა გავლენა მოახდინა კლოდ შაბროლის, რენე კლემანისა და ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმებზე. სხვა ევროპელ რეჟისორებზე ჰიჩკოკის გავლენა უმნიშვნელო იყო.
 
Walter Disney 01/27/2012
 
_დაბადების სახელი უოლტერ ელიას დისნეი
დაბადების ადგილი ჩიკაკო, ილინოისი
დაიბადა 5 დეკემბერი, 1901
გარდაიცვალა 15 დეკემბერი, 1966 ბერბენკი, კალიფორნია
საქმიანობა პროდიუსერი, დისნეის კომპანიის თანადამაარსებელი, რეჟისორი შემოქმედების წლები 1920–1966
მეუღლე(ები) ლილიან დისნეი (1925–1966)
მშობლები ელიას და ფლორა დისნეი


უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney; დ. 5 დეკემბერი, 1901, ჩიკაგო ― გ. 15 დეკემბერი, 1966, ბერბანკი) — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. "უოლტ დისნეი პროდაქშენზის" თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.

უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში. მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ქვია დისნეილენდს და დისნიეუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.

დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე.

 
Elvis Presley 01/26/2012
 
_ნამდვილი სახელი Elvis Aaron Presley
ასევე ცნობილი როგორც "Elvis", "The King", "The King of Rock 'n' Roll"
დაიბადა 8 იანვარი, 1935, ტუპელო, მისისიპი
წარმოშობის ადგილი მემფისი, ტენესი, აშშ
გარდაიცვალა 16 აგვისტო, 1977
ჟანრი/ები როკაბილი, როკენროლი, გოსპელი, ბლუზი, ქანთრი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტი/ები ვოკალი, გიტარა, პიანინო
აქტიური 1954-77 ლეიბლი/ები Sun, RCA Records

დაიბადა ქალაქ ტუპელოში, მისისიპის შტატში, გლედის ლავ სმითისა და ვერნონ ელვის პრესლის ოჯახში. მისი იდენტური ტყუპისცალი ძმა, ჯესი გერონი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 1941 წელს ელვისი სკოლაში შევიდა. თუმცა ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, მშობლები დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ, შვილს გაჭირვება არ ეგრძნო. 10 წლის იყო, როცა მიიღო მონაწილეობა ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა, მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა "Old Shep" ათასობით მაყურებლის წინაშე და მიიღო მეორე პრიზი – 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ სეირნობის უფლება.

1946 წელს მას დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი გიტარა აჩუქეს, რაშიც $12.95 გადაიხადეს. 1948 წელს ოჯახი ქალაქ მემფისში (ტენესის შტატი) გადავიდა. ტენესის შტატის უმდიდრესმა მუსიკალურმა ტრადიციებმა მოხიბლეს ელვისი. ქანთრი, რითმ ენდ ბლუზი და გოსპელი აყალიბებდა მის მუსიკალურ გემოვნებას. ელვისი ორიგინალური სტილით გამოირჩეოდა, ჰქონდა გრძელი თმები და ბაკენბარდები, რასაც მისთვის ხშირად პრობლემებიც შეუქმნია. მწვრთნელმა გარიცხა ამერიკული ფეხბურთის სკოლის გუნდიდან, რადგან არ შეიჭრა თმები და ბაკენბარდები. ერთხელ სკოლაში სამმა თანასკოლელმა ძალით დაუპირა თმის შეჭრა, თუმცა ელვისმა მეგობრის დახმარებით შესძლო თავის დაცვა.

სკოლაში ის წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ეკლესიასა და რელიგიას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სკოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა. 1953 წლის 3 ივნისს ელვისმა სკოლა დაამთავრა და რამდენიმე სამუშაო ადგილიც მოსინჯა მემფისში (Parker Machinists Shop, Precision Tool Company და Crown Electric Company). პარალელურად, საღამოს სკოლაში სწავლობდა ელექტრიკოსის ხელობას.
1953 წლის 18 ივლისს ელვისმა მემფისში, სტუდია The Memphis Recording Service–ში (იგივე Sun Records) 4 დოლარი გადაიხადა და ჩაწერა 'My Happiness' და 'That’s When Your Heartaches Begin'. ფირფიტა აჩუქა დედას დაბადების დღეზე. Sun Records–ის მფლობელი იყო სემ ფილიპსი (Sam Phillips), კაცი, რომელმაც ასპარეზზე გამოიყვანა ლეგენდარული მუსიკოსები: ბი ბი კინგი (B.B. King), ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis), როი ორბისონი (Roy Orbison), ჯონი კეში (Johnny Cash) და კარლ პერკინსი (Carl Perkins). თუმცა სემ ფილიპსი ელვისის პირველ ჩაწერას არ დასწრებია.

პრესლიმ 1954 წლის 4 იანვარს კვლავ მიაკითხა სტუდიას და ჩაწერა "I'll Never Stand in Your Way" და "It Wouldn't Be the Same Without You". სემ ფილიპსი სტუდიაში იყო. ის ეძებდა თეთრ მომღერალს შავკანიანის ხმითა და გრძნობით. ამბობდა, რომ ასეთ მომღერალთან ერთად ის მილიარდის შოვნას შესძლებდა. პრესლი კარგი კანდიდატი იყო და ფილიპსმა გარკვეული ფიქრის შემდეგ ელვისს დაურეკა, სტუდიაში მიიწვია და ისიც უმალ იქ გაჩნდა. ეს 1954 წლის 26 ივნისს მოხდა (დამთხვევაა, რომ ელვისის ბოლო კონცერტი 1977 წელს ზუსტად ამ დღეს–26 ივნისს შედგა). ელვის პრესლიმ რამდენიმე სიმღერა იმღერა. ფილიპსმა ელვისს ადგილობრივი მუსიკოსები გიტარისტი სკოტი მური (Scotty Moore) და ბას–გიტარისტი ბილ ბლეიკი (Bill Black) შეახვედრა და მათ ერთობლივად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

ფილიპსმა 5 ივლისს მიაგნო, რასაც ეძებდა: ბიჭების სპონტანურად შესრულებულმა "That's All Right"–მა გადააწყვეტინა სიმღერა გამოეცა და 19 ივლისს გამოუშვა კიდეც "Blue Moon of Kentucky"–ისთან ერთად.[1] "That's All Right" გადაიცა მემფისის რადიოსადგურ WHBQ–ით და უმალ ჰიტი გახდა.

პრესლიმ სკოტი მურთან და ბილ ბლეიკთან ერთად გასტროლები წამოიწყო. ისინი სამხრეთი შტატების პატარა კლუბებში გამოდიოდნენ. 25 სექტემბერს გამოვიდა მეორე ფირფიტა ორი სიმღერით: როკენროლი Good Rockin' Tonight" და "I Don't Care if the Sun Don't Shine" ქანთრის სტილში. ქანთრის ვარსკვლავმა ჰენკ სნოუმ (Hank Snow) ის ნეშვილში მიიწვია გრენდ ოლ ოპრიში (Grand Ole Opry) შაბათის შოუში გამოსასვლელად. გამოსვლა ურიგო არ იყო და პრესლიმ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა გრენდ ოლ ოპრის ერთ–ერთ გავლენიან მენეჯერ ჯიმ დენის არ მოეწონა და ელვისს ურჩია, სიმღერისთვის თავი დაენებებინა და მძღოლობას დაბრუნებოდა. ეს 1954 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. ამან ელვისი მეტად გულდაწყვეტილი და ნაწყენი დატოვა, მაგრამ სულ მალე, 16 ოქტომბერს ის გრანდ ოლ ოპრის მთავარ კონკურენტ შოუში "ლუიზიანა ჰეირაიდში" (Louisiana Hayride) წარმატებით გამოვიდა ორი სიმღერით: "That's All right, Mama" და "Blue Moon of Kentucky". შოუ გადაიცემოდა 190 რადიოსადგურით 30 შტატში.

4 ნოემბერს ელვისმა "ლუიზიანა ჰეირაიდთთან" ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს, რომლის თანახმად ის ერთი წლის მანძილზე უნდა გამოსულიყო შოუში შაბათობით. თუმცა ანაზღაურება მხოლოდ 30 დოლარს შეადგენდა გამოსვლისთვის, მაგრამ ეს კონტრაქტი ელვისის კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან მუდმივი სამუშაო იშოვა, სადაც უდიდეს მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებდა (მარტო ჰენკ უილიამსთან (Hank Williams) კონტაქტი რად ღირდა!) და საკუთარ სტილსაც საბოლოოდ დახვეწდა. ამასთან მან გრანდ ოლ ოპრიში შელახული საკუთარი თავის რწმენაც აღიდგინა. დანარჩენ დღეებში ის მართავდა კონცერტებს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ შტატებში: სკოლის შენობებში, ღამის კლუბებში.

პარალელურად ელვისმა Sun Records–ში კიდევ სამი სინგლი გამოუშვა: «Milkcow Blues Boogie / You’re A Heartbreaker (1954 წლის 28 დეკემბერი), «Baby, Let’s Play House / I'm Left, You're Right, She's Gone (1955 წლის 10 აპრილი), «I Forgot To Remember To Forget / Mystery Train» (1955 წლის 6 აგვისტო). 1955 წლის აგვისტოში ელვისმა კონცერტები მშობლიურ ტუპელოშიც ჩაატარა. 1955 წელს "ჰეირაიდის" შოუში ჯონი კეშიც გამოდიოდა. მალე ელვისის ჯგუფს დი ჯეი ფონტანა (D.J. Fontana) შემოემატა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. ელვისმა ახალი ერთწლიანი კონრაქტი გააფორმა "ლუიზიანა ჰეირაიდთთან". ახლა ის უკვე 200 დოლარს მიიღებდა კვირაში.

პრესლის სწრაფად მზარდი პოპულარობისთვის რეგიონალური ასპარეზი აღარ კმაროდა. ეს გააცნობიერა ტომ პარკერმა (Andreas Cornelis (Dries) van Kuijk ცნობილი პსევდონიმით Colonel Tom Parker). 1955 წლის 18 აგვისტოს ის ელვისის მენეჯერი გახდა. გაფორმდა კონტრაქტიც. პარკერმა დაიწყო ელვისის ნაციონალურ ვარსკვლავად ქცევა: ნოემბერში დაარწმუნა უმსხვილესი ჩამწერი სტუდია RCA, 35000 დოლარად (იმ დროისთვის არნახული თანხა) გამოესყიდა ელვისის კონტრაქტი სემ ფილიპსისგან. 21 ნოემბერს პრესლიმ გააფორმა ხელშეკრულება RCA–სთან. პარკერი უცვლელ მენეჯერად დარჩა ელვისის სიცოცხლის ბოლომდე. პრესლის და პარკერის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული. პარკერი ყოველთვის ახერხებდა ელვისისთვის უმაღლესი ჰონორარები გამოეთხოვა. ის ასევე სწორად წარმართავდა ელვისის სარეკლამო კამპანიას მედიაში. პარკერმა შეძლო ელვისის შესაძლებლობების სრულად ამოქმედება. პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დაიგვიანა.

Click to set custom HTML