მასალა 6 ცალისთვის:

    250 გ. კრუასანის მზა ცომი

    5 ს.კ. ვაშლის ხილფაფა

    დარიჩინი ან დაფქული მიხაკი

ზემოდან მოსაყრელად:

    2 ს.კ. დაჭრილი თხილი

    1 ჩ.კ. შაქარი; დარიჩინი

    პერგამენტი

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გააბრტყელეთ კრუასანის ცომი და დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად. ვაშლის ხილფაფას სურვილისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ. დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს. გამზადებული კრუასანები ფირფიტაზე დააწყვეთ და აცხვეთ 12-15 წთ.

 
 
მასალა: ლობიოს მარცვლები 200გრ.

ნიგოზი 150გრ.

ხახვი 1–2 თავი

ნიორი 5–6 კბილი

ქინძი 8–10 ძირი

პიტნა 2–3 ძირი

რეჰანი 2–3 ძირი

ქონდარი 2–3 ძირი

უცხო სუნელი 0,5 ჩ/კ.

ხმელი ქინძი 0,5 ჩ/კ.

აჯიკა 1–2 ს/კ.

მარილი, ძმარი ან ბროწეული წვენი და ზეთი გემოვნებით.

მომზადება:

ლობიო გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი, დავდგათ გაზქურაზე და ავადუღოთ, შემდეგ წყალი გადავწუროთ, კვლავ დავასხათ ცივი წყალი და მოვხარშოთ მომზადებამდე (მარცვლები რომ არ დაიშალოს ხარშვის პროცესში დავამატოთ ცოტა მარილი). მოხარშული ლობიო გადმოვიღოთ თუშფალანგზე. ნიგოზი გავატაროთ, დავამატოთ 2–3 ს/კ. ლობიოს ნახარში, აჯიკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ. მიღებულ მასას დავამტოთ ლობიო და ბრთხილად ავურიოთ. მომზადებული აკუდეილირშშბა გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, მოვასხათ ზეთი, გავაფორმოთ მრგვალად დაჭრილი ხახვით, მწვანილით და ბროწეულის მარცვლებით.
 
 
მასალა:

სოუსი:

სგუშონი 1 ქილა

კარაქი 125გრ.

თაფლი 30მლ.

ბისკვიტი:

პურის ფქვილი 200გრ.

კარაქი 100გრ.

შაქარი 100გრ.

მინანქარი (გლაზური):

შოკოლადი 300–400გრ.

სოუსის მომზადება:

სგუშონი, კარაქი და თაფლი მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ გაზქურაზე და წამოვადუღოთ, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ კარამელის ფერის მიღებამდე (მიღებული მასა თხელი არ უნდა იყოს).

ბისკვიტის მომზადება:

კარაქს ავურიოთ შაქარი, დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, მომზადებული მასა მოვათავსოთ ფორმაზე და თითებით კარგად დავპრესოთ, გამოვაცხოთ 160* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და დავასხათ მომზადებული სოუსი, ზედაპირი კარგად მოვუსწოროთ და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. გაცივების შემდეგ დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად.

 
 
მასალა:

    1 წიწილა

    30 გ ნაღების კარაქი

    30 გ თეთრი ღვინო

    მარილი

    1 კონა ოხრახუში

    პილპილი

    200 გ კარტოფილი

წიწილა დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ ცხიმში. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, თეთრი ღვინო, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რამოდენიმე წუთი დავდგათ ნელ ცეცხლზე. კერძი მივირთვათ შემწვარ კარტოფილთან ან კარტოფილის პიურესთან ერთად.

 
 
მასალა:

კვერცხი 5ც.

მაიონეზი 5 ს/კ.

კარაქი შესაწვავად.

შიგთავსი №1:

ყველი 300გრ.

ნიორი 1 კბილი

არაჟანი 4 ს/კ.

შიგთავსი №2:

ხაჭო 300გრ.

არაჟანი 2 ს/კ.

პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

კვერცხი და მაიონეზი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, შემდეგ ტაფას წავუსვათ კარაქი და მომზადებული მასისგან შევწვათ ბლინები მხოლოდ ერთი მხრიდან. მომზადებულ ბლინს წავუსვათ შიგთავსი №1 დავაფაროთ მეორე ბლინი, წავუსვათ შიგთავსი №2 და გადავახვიოთ რულეტისებურად. (დანარჩენი ბლინებიც ასევე მოვამზადოთ).

შიგთავსი №1–ის მომზადება:

ყველი გავხეხოთ, შემდეგ დავმატოთ არაჟანი, დანაყილი ნიორი და კარგად ავურიოთ.

შიგთავსი №2–ის მომზადება:

ხაჭოს დავამატოთ არაჟანი, პილპილი და კარგად ავურიოთ.

 
 
მასალა:

ნიგოზი 1 ჭიქა

ჭარხლის ფოთლები 500გრ.

ხახვი 1–2 თავი

ნიორი 2 კბილი

ოხრახუში, ქინძი, უცხოსუნელი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ჭარხლის ფოთლები გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე და მოვხარშოთ, შემდეგ წყალი გადფავასხათ. ნიგოზი მოვხალოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. მოხარშული ჭარხლის ფოთლები, მოხალული ნიგოზი, ნიორი, ოხრახუში და ქინძი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებულ მასას დავამატოთ შემწვარი ხახვი, უცხო სუნელი, მარილი (ასევე შეგვიძლია დავამატოთ ცოტა ძმარი) და კარგად ავურიოთ. მომზადებული ფხალი მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 
 
მასალა:

წიწილი 1ც.

რძე 100მლ.

გატარებული ნიორი 50გრ.

მცენარეული ზეთი 20მლ.

ცხიმი 50მლ.

წყალი 80მლ.

მარილი 20გრ.

მომზადება:

გასუფთავებული, გაჭრილი წიწილი მოვათავსოთ თუნუქის ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან, მოვასხათ და წავუსვათ მცენარეული ზეთი ორივე მხრიდან, შევდგათ აირღუმელში და შევწვათ დაახლოებით 220* ტემპერატურაზე.შემწვარი წიწილი დავჭრათ და მოვათავსოთ ცხელ კეცზე. ტაფაზე დავასხათ წყალი, დავამატოთ რძე, დავამატოთ გატარებული ნიორი, დავამატოთ თუნუქის ტაფაზე დარჩენილი წიწილის ცხიმი დაახლოებით 50 გრამი, მიღებული ცხელი მასა წამოდუღემისთანავე დავასხათ კეცზე მომზადებულ წიწილს. კერძი მივირთვათ ცხლად, მომზადებისთანავე.

 
 
მასალა ფხვიერი ცომისთვის:

    250 გ ფქვილი

    1 მწიკვი მარილი

    100 გ თხლად დაჭრილი ცივი კარაქი

    50 გ შაქარი

    100 მლ რძე

სხვა მასალა:

    1 ლიმონი

    750 გ მწიფე ატამი

    200 გ ნაზი ხაჭოსებრი ყველი

    150 გ არაჟანი

    50 გ შაქრის პუდრა

    2 პატარა კვერცხი

    ცხიმი ფორმისთვის

    ფქვილი სამუშაოდ

    შაქრის პუდრა მოსაყრელად

ფქვილი გაცერით და მარილთან ერთად ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი, კარაქი, რძე და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და დადეთ გრილ ადგილას 30 წუთით.

ლიმონი გარეცხეთ, გაამშრალეთ, კანი გახეხეთ, ხოლო წვენი გამოწურეთ. 300 მლ წყალი ლიმონის წვენთან ერთად ჩაასხით ქვაბში და წამოადუღეთ. ატმები ქაფქირით ჩაუშვით ამ სითხეში, მალევე ამოიღეთ და დააწყვეთ საწურზე. შემდეგ მოაცილეთ კანი, გაყავით ოთხად და გამოაცალეთ კურკა. გააცხელეთ ღუმელი, წაუსვით ცხიმი ფორმას.

ყველი, არაჟანი, შაქრის პუდრა და ლიმონის კანი აურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხი. ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ამ გაბრტყელებული ცომით. ზემოდან დააწყვეთ ატმის ნაჭრები, წაუსვით მომზადებული კრემი და აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთით.

ბოლოს ოდნავ გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გააცივეთ.

 
 
მოვზილოთ უბრალო ცომი ზემოაღნიშნული წესით.

ახალი, უმარილო ყველი (დაახლოებით 400 გრამი) ხელით დავჭყლიტოთ, ავურიოთ შიგ ხელით დაფხვნილი 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი.

მოზელილი ცომი გავაბრტყელოთ; გაბრტყელებული ცომის ერთ ნახევარზე დავდოთ გამზადებული ყველი, ზედ ლამაზად მოვაწყოთ მრგვალ-მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი, მაგრად მოხარშული ორი-სამი კვერცხი ისე, რომ ყველი მთლიანად დაფაროს. ამის შემდეგ, ცარიელი ნახევარი ცომი გადმოვკეცოთ, ყველი მთლიანად დავფაროთ, ჩავუკეცოთ ნაპირები ისე, რომ შიგთავსი გამოცხობის დროს გარეთ არ გამოვიდეს.
 
ქადა 02/06/2012
 
ავიღოთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი, სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაჩეროთ ერთი საათი. მოვამზადოთ ქადის გული შემდეგნაირად: დავყაროთ ტაფაზე პურის ფქვილი და მოვშუშოთ ერბოში, მერე ავურიოთ შიგ შაქრის ფხვნილი, დანაყილი დარიჩინი, მიხაკი და განვაგრძოთ მოშუშვა, სანამ არ შეწითლდება და ფქვილის გემო და სუნი არ დაეკარგება; ავიღოთ ცომი, გავყოთ ორ ნაწილად და გავათხელოთ სათითაოდ, რაც შეიძლება თხლად. დავაწყოთ ერთმანეთზე, ცომს შუაშიც და ზევიდანაც წავუსვათ ერბო, გავკეცოთ სამად, ისევ ერბო წავუსვათ და გრძლად, მილივით დავახვიოთ; გავჭრათ სამ ან ოთხ ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული ნაჭერი, ზემოდან თანაბრად მოვაყაროთ ქადის გული, მოვუკრათ პირი, გავაბრტყელოთ თითის სისქეზე. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით სამ ოთხ ადგილზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. მასალა:

ცომისათვის

  • პურის ფქვილი - 1 კილოგრამი
  • სოდა - 1 ჩაის კოვზი
  • ერბო - 200 გრამი
  • მარილი - გემოვნებით
ქადის გულისათვის

  • პურის ფქვილი - 400 გრამი
  • შაქრის ფხვნილი - 400 გრამი
  • ერბო - 200 გრამი
  • დანაყილი დარიჩინი, მიხაკი - 1 ჩაის კოვზი