ატიოში კიტაოკას ილუზია 04/26/2012
ამ ილუზიის ავტორია იაპონელი ფსიქიატრი ატიოში კიტაოკა. ავტორი ირწმუნება შემდეგს: 1. თუ უყურებთ სურათს და ეს სურათი სრულიად უძრავია - ასეთ შემთხვევაში თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია და ხართ გაწონასწორებული ადამიანი 2. თუ უყურებთ სურათს და მისი ცალკეული ნაწილი მოძრაობს - ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ გადაღლილი და ფსიქიკურად დაძაბული ხართ, აუცილებელია დასვენება ბოლდუინის ილუზია 04/16/2012
სურათზე გამოხატულია კვადრატები, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ხაზით. თუ ვიზუალურად შეადარებთ - პატარა კვადრატების შემაერთებელი ხაზი უფრო გრძელია, ვიდრე დიდი კვადრატების შემაერთებელი ხაზი. სინამდვილეში ორივე ხაზი ერთიდაიგივე სიგრძისაა. გაქრობის ილუზია 02/20/2012
ჩანაცვლებითი ილუზია 02/11/2012
30 წამის განმავლობაში თვალი არ მოაშოროთ შავ წერტილს, ამ დროის შემდეგ დაინახავთ, რომ სურათის შავი და თეთრი ნაწილები მოძრაობას დაიწყებენ. ამის შემდეგ, მზერა თეთრ წერტილზე გადაიტანეთ - დაინახავთ თეთრი კვადრატების ნაკრებს შავ ფონზე. ანუ, სურათი შეიცვლის ფორმას - ნაცვლად თეთრ ფონზე შავი კვადრატებისა, დაინახავთ თეთრ კვადრატებს შავ ფონზე ბრუნვითი ილუზია 02/03/2012
სპირალური ილუზია 02/01/2012
ერთი შეხედვით სურათზე ხედავთ სპირალს, თუმცა თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სურათზე სინამდვილეში რამოდენიმე წრეა გამოსახული მხედველობითი ილუზია 01/22/2012
სურათზე ხედავთ პარიზის ერთ-ერთ სათამაშოების მაღაზიას. დააკვირდით იატაკს - კერძოდ ჩაღრმავებებს, რომლებიც მაღაზიაში შესულებს ფრთხილად სიარულს აიძულებენ. ეს არის ძალზე საინტერესო მხედველობითი ილუზია, რადგან სინამდვილეში არანაირი ღრმულები და ჩარღმავებები აქ არ არის. სინამდვილეში მაღაზიის იატაკზე გაფენილია ჩვეულებრივი ნოხი, რომელიც ასეთ ვიზუალურ ილუზიას იწვევს მოძრაობის ილუზია 01/17/2012
დააკვირდით სურათს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცენტრში ფიგურა მოძრაობს. სინამდვილეში ეს უძრავი სურათია რაოდენობის ილუზია 01/14/2012
დისტანციური ილუზია 01/12/2012
მარცხენა სურათში ჩანს მკაცრი სახე, ხოლო მარჯვნივ მოღიმარი? დაშორდით მონიტორს 3-4 მეტრით და შეხედეთ სურათს, რას ხედავთ? |