ორსულობის 1-2 კვირა 02/03/2012
ორსულობის კალენდრის 1-2 კვირაზე ქალი ჯერ კიდევ ორსულად არ ითვლება. პირველი 2 კვირის განმავლობაში იწყება ახალი ციკლი, ხდება ოვულაცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ეს კალენდარი ეყრდნობა ე. წ. გესტაციურ პერიოდს. ანუ ათვლას იწყება არა ჩასახვის მომენტიდან, არამედ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან. სწორედ ამიტომ ფაქტიურად დაფეხმძიმება ხდება მხოლოდ ორსულობის მე-3 კვირაზე. ჯანმრთელობა და ორსულობა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძირითადი როლი ენიჭება ორსულობის 40 კვირის განმავლობაში. სწორედ თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ნორმალურად გაივლის ორსულობის პერიოდი და რამდენად ჯანმრთელ ბავშვს დაბადებთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) და ხშირი, ხანგრძლივი დასვენება საწინდარია იმისა, რომ ორსულობის 9 თვემი თქვენთვის სასიამოვნოდ გაიაროს და ქვეყანას მოუვლინოთ ჯანმრთელი ბავშვი. კითხვები: 1. არსებობს თუ არა რომელიმე პოზა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჩასახვას? საფუძველსაა მოკლებული ის აზრი, თითქოსდა სექსის დროს ერთ რომელიმე პოზას უპირატესობა ჰქონდეს ბავშვის ჩასახვისათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩასახვის ალბათობა მატულობს ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე პერიოდში და ოვულაციის დღეს. 2. ზრდის თუ არა ორგაზმი ჩასახვის შანსს? არსებობს აზრი, რომ ქალს რომელსაც ორგაზმი ჰქონდა პარტნიორის ეაკულაციის შემდეგ, მეტი შანსი აქვს დაფეხმძიმებისა, თუმცა რაიმე მეცნიერული მტკიცებულება ამის შესახებ არ არსებობს. ქალის ორგაზმი არ წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს ჩასახვისათვის, თუმცა ამ დროს საშოს კუნთოვანი შეკუმშვები გარკვეულწილად ეხმარება სპერმას ფალოპის მილებისაკენ გადაადგილებაში. (ასეთი უმტკივნეული და შეუმჩნეველი შეკუმშვები ხდება სექსის გარეშეც, განსაკუთრებით ოვულაციის დროს). 3. საჭიროა თუ არა წოლა სქესობრივი აქტის შემდეგ, რათა გაიზარდოს ჩასახვის ალბათობა? სექსის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა ხელს უწყობს სპერმის გაჩერებას საშოში. ამავე დროს ყოველი ეაკულაციის დროს მილიონობით სპერმატოზოიდი გამოიყოფა, ისე, რომ საშოში მაინც რჩება რამდენიმე მილიონი სპერმატოზოიდი. ბავშვის სქესის დაგეგმვა (babyplan.ru მასალების მიხედვით) ბავშვის სქესი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. კვერცხუჯრედის განაყოფიერება X ქრომოსომიანი სპერამტოზოიდით განაპირობებს გოგონას ემბრიონის განვითარებას, ხოლო Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდით განაყოფიერება – ბიჭის ჩასახვას. არსებობს თეორია, რომ სხვადასხვა ქრომოსომებიან სპერმატოზოიდებს გააჩნიათ სხვადასხვა თვისებები, რომელთა შესახებ ცოდნაც დაგვეხმარება იმისათვის, რომ შევქმნათ საჭირო პირობები გარკვეული სქესის ბავშვის ჩასახვისათვის. Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები, რომლებიც განსაზღვრავენ მამაკაცის სქესს, უფრო სწრაფად მოძრაობენ და ნაკლებ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე X ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები. ეს უკანასკნელნი, რომლებიც განსაზღვრავენ გოგონას სქესს, ნაკლებ მოძრავნი არიან და უფრო მეტხანს ცოცხლობენ. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი პირმშოს სქესი,თუკი დაიცავთ შემდეგს წესებს: ბიჭუნას ჩასახვა სქესობრივი აქტის დრო მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ოვულაციის პერიოდთან. ამიტომ უარი თქვით სქესობრივ აქტზე ოვულაციამდე 4-5 დღით ადრე. სქესობრივი აქტის დროს Y სპერმატოზოიდები რაც შეიძლება ახლოს უნდა მოხვდნენ საშვილოსნოს შესასვლელთან. ამიტომ შეღწევა უნდა იყოს რაც შეიძლება ,,ღრმა“. მამაკაცებმა უარი უნდა თქვან ორგანიზმის გადახურებაზე. მაღალი ტემპერატურა იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას, და განსაკუთრებით კი Y სპერმატოზოიდებისა. უმჯობესია, თუკი სქესობრივი აქტის დროს ქალს ექნება ორგაზმი პარტნიორის ეაკულაციამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში ორგაზმი დადგება ერთდროულად. ორგაზმის დროს საშოში გამოიყოფა გარკვეული სეკრეტი, რომელიც ახანგრძლივებს Y სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობას. გოგონას ჩასახვა დაგეგმეთ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე და თავი შეიკავეთ მისგან ოვულაციისა და მომდევნო 2 დღეს. X სპერმატოზოიდებს უნარი აქვთ იცოცხლონ 2 დღის განმავლობაში და დაელოდონ კვერცხუჯრედს. შეღწევა სქესობრივი აქტის დროს უნდა იყოს ,,არაღრმა“. ეს გაახანგრძლივებს გზას კვერცხუჯრედამდე და განაყოფიერებისათვის უფრო მეტ შანსს მისცემს ნელ სპერმატოზოიდებს. უმჯობესია, თუკი ქალს არ ექნება ორგაზმი. X სპერმატოზოიდები ცოცხლობენ საშოს ტუტე გარემოში, განსხვავებით თავიანთი თანამოძმეებისაგან და არ ზიანდებიან სეკრეტის არარსებობის გამო, რომელიც გამოიყოფა ორგაზმის დროს. ეს მეთოდი არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც პრობლემები აქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებით ან აქვთ უშვილობის დიაგნოზი. Add Comment ორსულობის მე-3 კვირა 02/03/2012
ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში ხდება ჩასახვა, ხოლო კვირის ბოლოს თქვენი ,,ბავშვი“ მხოლოდ უჯრედების ერთობლიობაა. ემბრიონის ზომა ამ დროს 0,150 მმ-ია. მიუხედავად ემბრიონის ასეთი მცირე ზომებისა, ორსულობის მე-3 კვირაზე ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.უჯრედთა ეს გროვა, რომელსაც ,,ზიგოტა“ ეწოდება, საშვილოსნოს მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და განაგრძობს დაყოფასა და ზრდას. სანაყოფე კვერცხის იმპლანტაცია საშვილოსნოს კედელში ხდება განაყოფიერებიდან დაახლოებით მე-6-7 დღეზე. ეს პროცესი გრძელდება 40-42 საათი. ამ დროს გარეთა უჯრედები ფესვისებურად ჩაიზრდებიან საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, სწრაფად იზრდებიან და იტოტებიან. განტოტებების შიგნით წარმოიქმნება წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც შემდგომში კვებავენ ახალ ორგანიზმს მის დაბადებამდე. ამიერიდან სანაყოფე კვერცხს ჩანასახს, ან ემბრიონს უწოდებენ. week3როგორც კი მოხდება იმპლანატაცია, ემბრიონის ზრდა-განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად მატულობს. ჩანასახის გარეშე ნაწილები ფორმირდება იმავე განაყოფიერებული კვერცხიდან, საიდანაც ვითარდება ნაყოფი და აქვთ ერთნაირი გენეტიკური მასალა. მათ მიეკუთვნება: ამნიონი, პლაცენტა და ჭიპლარი. ვინაიდან ეს ნაწილები ისეთივე გენეტიკური კოდის მატარებლები არიან, ამიტომ სანაყოფე წყლების გამოკვლევით შესაძლოა დადგინდეს ნაყოფის მემკვიდრულობა, სქესი და განვითარება. ასეთ გამოკვლევას და ამნიონის სითხის ამოღებას ამნიოცენტეზი ეწოდება. ძალიან ბევრმა ქალმა ორსულობის მესამე კვირაზე ჯერ კიდევ არ იცის რომ ორსულადაა. თუმცა ზოგიერეთები ამტკიცებენ, რომ პირველივე დღიდანვე, ჩასახვისთანავე იგრძნეს დაორსულება. ამიერიდან საჭიროა კვების, ფიზიკური დატვირთვისა და დასვენების სწორი რეჟიმის შერჩევა. ამ პერიოდიდან ნებისმიერი წამალი, რომელსაც თქვენ მიიღებთ იმოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე. ამიტომ საჭიროა კონსულტაცია გინეკოლოგთან. ორსულობის პირველი ნიშნები ყველა ქალს ორსულობის სხვადასხვა ნიშნები აქვთ. ზოგიერთი საერთოდ ვერ გრძნობს ვერანაირ ცვლილებებს, ზოგს კი ერთ კვირაში ეწყება ტოქსიკოზი. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა გამოყოფს შემდეგ ნიშნებს: - მკერდის მომატებული მგრძნობელობა და ზოგჯერ მტკივნეულობაც; - ადვილად დაღლა; - ხშირი შარდვა; - მომატებული მგრძნობელობა სუნების მიმართ; - მადის მომატება; - გულისრევა - ბაზალური ტემპერატურის მომატება (37, 0 და ზემოთ) - მცირედი სისხლდენა ან მოყავისფრო გამონადენი საშოდან. ორსულობის მე-4 კვირა 02/03/2012
ორსულობის მე-4 კვირაზე ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 0,36-დან 1 მმ-მდეა. მე-4 კვირიდან იწყება ნაყოფის განვითარების ემბრიონული პარიოდი, რომელიც გრძელდება ორსულობის მე-10 კვირის ბოლომდე. ორსულობის მე-4 კვირაზე იწყება ბავშვის ყველა ორგანოს ფორმირება და განვითარება; ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებასაც კი იწყებს. ამ პერიოდში წამროიქმნება სამი სახის ჩანასახოვანი ფურცელი. სწორედ ისინი წარმოადგენენ საწყისს სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს ფორმირებისათვის. შიგნითა შრე – (ენდოდერმა) – პასუხისმგებელია ფილტვების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პანკრეასის განვითარებაზე. შუა ფურცლიდან (მეზოდერმა) – ვითარდება ჩონჩხი, კუნთები, თირკმელები, სისხლძარღვები და გული. გარეთა ფურცელიდან – (ექტოდერმა) – ფორმირდება კანი, თმები, თვალის ბროლი, კბილის მინანქარი, ნერვული სისტემა. შემდგომში თითოეული ფურცლის უჯრედები იკავებენ თავთავის ადგილებს. იწყება ემბრიონის თავის ფორმირება. week4_2ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფისათვის. მე-4 კვირაზე აქტიურად ვითარდება ჩანასახისგარე ორგანოები (ქორიონი, ამნიონი და ყვითრის პარკი). სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ნაყოფის კვებას, სუნთქვას და სხვ. ქორიონი ხელს უწყობს პლაცენტის გენერაციას, ხოლო ამნიონი – სანაყოფე ბუშტისას. ორსულობის პირველი 12 კვირა თქვენი მომავალი ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და კრიტიკულიპერიოდია. იწყება პლაცენტის ფორმირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების წარმოქმნაში, ასევე უზრუნველყოფს ბავშვს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ყვითელი სხეული როდესაც ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი დატოვებს საკვერცხეს, გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე წარმოიქმნება ე. წ. ყვითელი სხეული (corpus luteum). ყვითელი სხეული სითხით ავსებული პატარა ბუშტუკია. მასში ხდება სისხლძარღვების სწრაფი განვითარება ჰორმონთა პროდუცირებისათვის, როგორიცაა პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ადრეულ სტადიებზე ორსულობის შესანარჩუნებლად. ყვითელი სხეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ კვირეებზე, ვინაიდან გამოიმუშავებს პროჟესტერონს. მოგვიანებით, ორსულობის მე-8 – 12 კვირაზე, ამ ფუნქციას თავის თავზე იღებს პლაცენტა. ყვითელი სხეული დაახლოებით ცოცხლობს 6 თვემდე. ორსულობის მე-5 კვირა 02/03/2012
ნაყოფის ზომა ოსულობის მე-5 კვირაზე დაახლოებით 1,25 მმ-ია. მაგრამ შეხედეთ ფოტოს – ის უკვე მშვენიერია! ამ დროს ქალის ორგანიზმში მე-5 კვირაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება – ჩანასახის სხეული განცალკევდება ჩანასახისგარეშე ნაწილებისაგან. მას უკვე აქვს საკუთარი სივრცითი ორიენტაცია: წინა ბოლო – (მომავალი თავი) და უკანა ბოლო (მომავალი მენჯი და ქემო კიდურები). ამ პერიოდში ჩნდება ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციური სისტემისა და ორგანოს ჩანასახები. ემბრიონის ცენტრში ძევს გარკევული ქსოვილი, საიდანაც დასაბამს იღებს გული (ხორხთან და სასულესთან ერთად). თანდათანობით ფორმირებას იწყებენ სისხლძარღვები. წარმოიქმნება ღვიძლისა და პანკრეასის ჩანასახები. ორსულობის მე-5 კვირაზე ჩანასახი მოხრილია ,,C” ასოსებურად. ნერვული მილის გასწვრივ ფორმირდება ქსოვილის სეგმენტები, საიდანაც შემდგომში წარმოიქმნება კუნთოვანი ქსოვილი და სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურები. ორსულობის მე-5 კვირაზე ნერვული მილი ნაწილობრივ იხურება. ნერვული მილი – ეს ნერვული სისტემის წინამორბედია, ამიტომ მისი დროული დახურვა ძალზე მნიშვნელოვანია. ამ მოვლენაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფოლიუმის მჟავა. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში მუცელი ისე გამოიყურება ,,როგორც 5 თვის ორსულის“. მუცლის გაზრდა ორსულობის ადრეულ სტადიებზე შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის შეკავებითა და მუცლის კედლის კუნთების ტონუსის დაქვეითებით. ზოგჯერ მე-5 კვირაზე ჩნდება ორსულობის პირველი ნიშნები და სიმპტომები – გარკვეული სუნების აუტანლობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და სხვ., განსაკუთრებით კი – დილის გულისრევა. ორსულთა დაახლოებით 70%-ს ტოქსიკოზი აღენიშნებათ. გულისრევის შეგრძნება შესაძლებელია იყოს როგორც დილით, ასევე დღის განმავლობაში, თუმცა დღისით როცა ქალი უფრო აქტიურია, ეს იმდენად შემაწუხეელი არაა. აღნიშნული მოვლენები შედეგია ჰორმონული ფონისა: ორგანიზმში ხდება მთელი რიგირ ცვლილებები ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის, ამიტომ ასეთ დროებით მოვლენებს უნდა შეეგუოთ. ორსულობის მე-13 კვირაზე გულისრევა მთლიანად გაივლის. აჯობე ტოქსიკოზს! - საკვები მიიღე ხშირად და მცირე ულუფებით; - მიიღე ცილით მდიდარი საკვები – ყველი, კვერცხი, არაქისის პასტა (თუკი ალერგია არ გაქვთ); - არ დაგავიწყდეთ სითხის შესახებ, განსაკუთრებით თუკი გულისრევას მოჰყვება ღებინებაც, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას; - გაუფრთხილდი საკუთარ თავს, აიცილე სტრესები და მეტი დაისვენე. საშვილოსნოსგარეთა ორსულობა როგორც ცნობილია განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს მილში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და იმპლანტირდება მასში. საშვილოსნოსგარეთა ორსულობის დროს იმპლანტაცია ხდება საშვილოსნოს გარეთ, როგორც წესი საშვილოსნოს მილში. გარე ორსულობის 95% მილის ორსულობაზე მოდის, სხვა შემთხვევებში იმპლანტაცია ხდება საკვერცხეში, საშვილოსნოს ყელში ან რუდიმენტულ რქაში. როდესაც სანაყოფე კვერცხი მილიდან ვარდება მუცლის ღრუში, ადგილი აქვს მილის აბორტს. გარე ორსულობის მიზეზებია – მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ან სხვა ინფექციური დაავადებები, მაგალითად აპენდიციტი. საშვილოსნოსშიგა სპირალის გამოყენება ზრდის გარე ორსულობის განვითარების რისკს. ადრეულ სტადიებზე გარე ორსულობის გამოცნობა ძალიან ძნელია. გავრცელებული სიმპტომები – სისხლდენა საშოდან, მუცლის ტკივილი, მკერდის მგრძნობელობის მომატება, გულისრევა – ახასიათებს ნორმალურად მიმდინარე ორსულობასაც. უმრავლეს შემთხვევაში გარე ორსულობა ვლინდება დაახლოებით მე-6-8 კვირაზე. ადრეული დიაგნოსტიკის გასაღები თქვენს ხელშია – შეეცადეთ დაწვრილებით მოუყვეთ ექიმს თქვენი სიმპტომების შესახებ. გარე ორსულობა ძალიან საშიშია ისეთი გართულებების გამო, როგორიცაა შინაგანი სისხდენა და მოსალოდნელი უნაყოფობა. ორსულობის მე-6 კვირა 02/03/2012
ორსულობის მე-6 კვირის ბოლოს თქვენი პატარას სიგრძე 2-დან 4 მმ-მდეა. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით დიდ თავსა და მუქი ფერის წერტილებს თვალებისა და ნესტოების ფორმირების ადგილებზე. ყურების ადგილზე ჩანასახს აქვს მცირედი ღრმულები, ხოლო ხელები და ფეხები წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ზომის წანაზარდების სახით. ორსულობის მე-6 კვირაზე ჭიპლარის ფეხიდან წარმოიქმნება ჭიპლარი, რომლის მეშვეობითაც თქვენი პატარა შეძლებს თავისუფალ ცურვას სანაყოფე წყლებში. ემბრიონს აქვს ცილინდრის ფორმა და საკმაოდ დიდი ზომის თავის ნაწილი. ამ პერიოდში იგი სულ რამოდენიმე დღეში გაივლის ადამიანის ევოლუციის საკმაოდ გრძელ გზას და მოგვაგონებს თევზის ჩანასახს – აქვს ლაყუჩები და კუდი. განვითარების 23-ე დღეზე (განაყოფიერებიდან 3 კვირის შემდეგ) ჩანასახის გული იწყებს შეკუმშვას. კარგი ულტრაბგერითი სკანერის გამოყენებით ორსულობის მე-6 კვირაზე უკვე შესაძლებელია ჩანასახის გულის შეკუმშვის დაფიქსირება, და ეს იმ დროს, როცა თავად ჩანასახის ზომა სულ რაღაც 2-4 მმ-ია! week6_3გულისცემის სიხშირე წუთში 100-დან 160-მდეა – სისხლი უკვე ცირკულირებს ჩანასახის ციცქნა სხეულში. ორსულობის მე-6 კვირაზე შესაძლებელია შენიშნოთ რომ, მცირედ გაუწონასწორებელი გახდით – ერთ დღეს თუ სუსტად და უენერგიოდ ხართ, მეორე დღეს – პირიქით, სუპერენერგიულად გრძნობთ თავს. ეს სრულიად ნორმალურია და დამნაშავე ამაში ჰორმონებია. ორსულთა დაახლოებით მეოთხედ ნაწილს ამ პერიოდში აღენიშნებათ მცირედი სისხლიანი გამონადენი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს სრულიად ნორმალურია, აუცილებლად მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ორსულობის შესაძლო შეწყვეტა. ვენერიული დაავადებები ორსულობის დროს – ასეთიც ხდება გენიტალური ჰერპესი ჩვეულებრივ ორსულობის დროს ადგილი აქვს ამ დაავადების რეციდივებს. ორსულობის ადრეულ სტადიებზე დასნებოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თვითნებური აბორტი, იშვიათად – ნაყოფის თანდაყოლილი მანკი; შედარებით გვიან სტადიებზე დასნებოვნებამ – ნაადრევი მშობიარობა და დღენაკლი ბავშვის დაბადება. სამშობიარო გზებში გავლისას ზოგჯერ ადგილი აქვს ბავშვის დაინფიცირებასაც. ასეთ დროს ახალშობილთა სიკვდილიანობა დაახლოებით 50%-ს შეადგენს. კანდიდოზური ვულვოვაგინიტი week6ორსულებში კანდიდოზური ვულვოვაგინიტი უფრო ხშირად გვხვდება. იგი მკვეთრ უარყოფით ზემოქმედებას ორსულობაზე არ ახდენს, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს დისკომფორტი და მოუსვენრობა. ორსულობის დროს საშოს ანთების მკურნალობა გაძნელებულია. ზოგჯერ საჭირო ხდება გამდენიმე კურსის ,ზოგჯერ კი – ერთი ხანგრძლივი კურსის (10-14 დღეს ნაცვლად 3-7 დღისა) ჩატარება. ამ დროს გამოყენებული მაზები სრულიად უსაფრთხოა ორსულისათვის. ამ პერიოდში პარტნიორის მკურნალობა აუცილებელი არაა. სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილი შესაძლებელია დაინფიცირდეს კანდიდოზური სტომატიტით (რძიანა). ამ დროს ეფექტურია ნისტატინი. ტრიქომონადური ვაგინიტი ეს დაავადება რაიმე სერიოზულ გავლენას ორსულობაზე არ ახდენს. თუმცა მისი მკურნალობა გართულებულია იმის გამო, რომ მეტრონიდაზოლი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ამ დროს, უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუმცა მისი დანიშვნა ორსულობის გვიანდელ სტადიებზეც, ასევე საკამათოა. კონდილომები ორსულობისას ეს დაავადება – მეჭეჭისებრი წანაზარდები გარეთა სასქესო ორგანოებზე – გამოწვეულია ბასრბოლოიანი მეჭეჭებით. მიშვებულ შემთხვევებში, ზოგჯერ საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება, რათა შეცირდეს სისხლის დაკარგვის საშიშროება. მეჭეჭები ხშირად იზრდებიან ორსულობისას. ზოგჯერ ისინი მთლიანად აცობენ საშოს. ბავშვი შეიძლება დაიბადოს ხორხის პაპილომით (კეთილთვისებიანი სიმსივნე ხმის იოგებზე). გონორეა ორსულობისას ქალი გონორეით შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერ დროს. ეს დაავადება სახიფათოა როგორც ქალისთვის, ასევე პარტნიორისათვისა და ბავშვისთვისაც, რომელსაც მოუწევს სამშობიარო გზების გავლა. ბავშვი შესაძლებელია დაავადდეს გონორეული ოფთალმიით. მკურნალობენს სპეციალური თვალის წვეთებით. ასევე შესაძლებელია ბავშვი დაავადდეს გონორეის სხვა ფორმებითაც. გონორეული ინფექციას წარმატებით მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ორსულისათვის. სიფილისი ორსულობისას ამ დაავადების ადრეული სტადიებზე დიაგნოსტირებას, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქალისათვის, ასევე მისი პარტნიორისა და ბავშვისათვის. საბედნიეროდ, ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია და ადვილად იკურნება. თუკი ორსულობისას შეამჩნევთ ნებისმიერი სახის წყლულოვან დაზიანებას თქვენს სასქესო ორგანოებზე, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. ამ დროს დანიშნული პრეპარატები სრულიად უსაფრთხოა ორსულისათვის. ორსულობის მე-7 კვირა 02/03/2012
ორსულობის მე-7 კვირისთვის თქვენი პატარას სიგრძე 8 მმ-მდე, წონა კი დაახლოებით 0,8 გრამამდეა. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ის, რომ განვითარებად ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება მტევნები და ტერფები! ტექნიკურად თქვენი პატარა ჯერ კიდევ ემბრიონად ითვლება და აქვს პატარა კუდი – კუდუსუნის გაგრძელება. ორ კვირაში კუდი ქრება. ბავშვი სწრაფად ვითარდება და წინა კვირასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მატულობს ზომებში. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით თქვენი პატარას ქუთუთოების ნაკეცებს, რომლებიც ნაწილობრივ ფარავენ თვალებს, ასევე პატარა ცხვირსა და გამჭირვალე კანქვეშ განლაგებულ წვრილ ვენებს. ორსულობის მე-7 კვირაზე განვითარებას განაგრძობს ტვინის ნახევარსფეროები. გული უკვე გაყოფილია მარჯვენა და მარცხენა საკნებად. ფილტვებში ჩნდება ბრონქების ჩანასახები; ვითარდება თირკმლები, აქტიურად იზრდება ნაწლავი. ფუნქციონირებას იწყებს ღვიძლიც, რომელიც სისხლმბადი ფუნქცია ენიჭება. როგორ იცვლება ქალი თქვენი საშვილოსნოს ზომა განვლილი 5 კვირის განმავლობაში ორჯერ მატულობს ზომაში (ორსულობადე საშვილოსნო მუშტისოდენაა, ორსულობის მე-7 კვირაზე ის უკვე მომატებულია ზომაში და მოგვაგონებს დიდი ზომის ფორთოხალს). ვინაიდან საშვილოსნო ზომაში მატულობს, შესაძლებელია პერიოდულად იგრძნოთ სპაზმები და ტკივილიც კი მუცლის ქვემო ნაწილში. ზოგი ქალი გრძნობს საშვილოსნოს შეკუმშვასაც. სისხლის მოცულობის ზრდისა და თირკმლების მიერ დამატებითი სითხის გამომუშავების გამო (ორსულობის მე-7 კვირაზე სისხლის მოცულობა 10%-ითაა მომატებული. ხოლო ორსულობის ბოლოს იმისათვის რომ პატარა უზრუნველყოფილი იქნეს საკმარისი სითხით, ეს ციფრი 40 – 45%-ით მატულობს), ხშირდება შარდვა. შარდვის გახშირებას იწვევს აგრეთვე შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის ზრდა. ქალების დაახლოებით 50%-ს, რომელთაც ადრეულ სტადიებზე დაეწყოთ ტოქსიკოზი, ორსულობის დაახლოებით მე-14 კვირისთვის მისი ყველა ნიშნები უქრებათ. დანარჩენ 50%-ს კიდევ ერთ თვეს უგრძელდება ტოქსიკოზი. ორსულობის მე-7 კვირაზე საშვილოსნოს ყელის ლორწო სქელდება და წარმოქმნის ე. წ. ლორწოვან საცობს. ლორწო ყელს სცილდება მშობიარობის დაწყების წინ. მე-7 კვირაზე სარძევე ჯირკვლის არეოლები იცვლის ფერს – მუქდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ორსულობის მე-8 კვირა 02/03/2012
ორსულობის მე-8 კვირაზე ნაყოფის სიგრძე მხოლოდ 14 – 20 მმ-ია. ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება აპკისებრი თითები, ქუთუთოები თითქმის სრულად ფარავენ თვალებს, კუდი ჯერ კიდევ რჩება. გენიტალიები სრულად ფორმირებული არაა, ამიტომ სქესის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება ძვლები და სახსრები. მიმდინარეობს ზედა ტუჩის ფორმირების პროცესი. თუ თქვენი პატარა ბიჭია, სწორედ ორსულობის მე-8 კვირაზე ხდება მისი სათესლე ჯირკვლების ფორმირება. და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ეს ექვსკვირიანი არსება, რომელიც მხოლოდ ლობიოს ოდენაა, უკვე მოძრაობს! ამ პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევით ჩანს არამარტო ჩანასახის თავისა და ტანის ნაწილები, არამედ იმის გარჩევაც შეიძლება თუ სად არის ,,ზურგი“ და სად ,,მუცელი“. როგორ იცვლები შენ ორსულობის მე-8 კვირაზე შეამჩნევ, რომ ბიუსჰალტერი როგორღაც დაგივიწროვდა და ერთი-ორი ზომით მეტი გჭირდება; მკერდის ზრდა გამოწვეულია ჰორმონების რაოდენობით ზრდით და ეს შესაძლოა გაგრძელდეს ორსულობის ბოლომდე. და რატომაც არა? ბევრს ქალს ეს მოვლენა კიდეც ახარებს. ჰორმონული ცვლილებები და განსაკუთრებით პრიჟესტერონის მატება, იწვევს ზოგად მოთენთილობას, მოდუნებას. ამას ემატება გულისრევა და ღებინებაც. შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს ძილთან დაკავშირებითაც, ამიტომ ყოველი ძილის წინ 10-15 წუთიანი გასეირნება მოგიხსნით დაღლილობას და უკეთ დაიძინებთ. გინეკოლოგი პირველი ვიზიტის დროს შეგიდგენთ ინდივიდუალური დაკვირვების გეგმას. მასში გათვალისწინებულია შემდეგი ლაბორატორიული კვლევები:
ორსულობის მე-9 კვირა 02/03/2012
ორსულობის მე-9 კვირაზე ნაყოფის სიგრძე 22 – 30 მმ, წონა კი დაახლოებით ერთი გრამია. ის სულ უფრო მეტად ემსგავსება ადამიანს. ამ პერიოდში გული უკვე 4 საკნადაა გაყოფილი (2 წინაგული და 2 პარკუჭი). ფორმირებას იწყებს კბილების ჩანასახები. ორსულობის მე-9 კვირაზე ემბრიონის ,,კუდი“ საერთოდ აღარ ჩანს. თანდათანობით ვითარდებიან ორგანოები, კუნთები, ნერვები. მიმდინარეობს თავის ტვინის ინტენსიური განვითარება – მე-9- კვირაზე იწყება ნათხემის ფორმირება (ტვინის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინირებას). იწყება თირკმელზედა ჯირკვლების ტვნინოვანი ნაწილის განვითარებაც; პირველადი სასქესო ნიშნები უკვე გამოხატულია, თუმცა კიდევ ერთი-ორი კვირაა საჭირო სქესის ზუსტი ინდენტიფიცირებისათვის. ორსულობის მე-9 კვირაზე სრულადაა ფორმირებული თვალები, თუმცა 27 კვირამდე მათ ქუთუთოები ფარავს. ყურები, პირი, ცხვირი, ცხვირის ნესტოები უკვე კარგადაა გამოხატული. ბავშვის ხელები და ფეხები შესამჩნევად დაგრძელებულია. ფეხებზე ჩანს თითებიც. პლაცენტა საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ჰორმონთა გამომუშავების ძირითადი დატვირთვაც სწორედ მასზე მოდის. ამიერიდან, როცა ბავშვის ფიზიოლოგია უკვე განსაზღვრულია, იგი სწრაფად იწყებს წონაში მატებას. როგორ იცვლები შენ ორსულობის მე-9 კვირაზე ჯერ კიდევ არ გეტყობა, რომ ორსულად ხარ. ტოქსიკოზი, ხასიათის ცვალებადობა, გადაჭარბებული ემოციურობა თითქმის ჩვეულ მოვლენად გექცა. ორსულებს ძალიან აინტერესებთ საკუთარი წონა და ხშირად აკონტროლებენ მას. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენი წონის მატებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. თქვენ სხეულში მიმდინარე ცვლილებები – საშვილოსნოს, მკერდის, ასევე სისხლისა და ლიმფის მოცულობის ზრდა, განაპიროებენ თქვენი წონის მატებას. ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად თქვენს ორგანიზმში ხდება საკვები ნივთიერებების დაგროვება ხოლო ორგანიზმში ცხიმების დაგროვების ერთ-ერთი მიზეზია ბავშვის რძით კვებისათვის მომზადება. ორსულობის მე-10 კვირა 02/03/2012
ახლა, როდესაც მეათე კვირაში ხარ, შენი ნაყოფი სულ რაღაც 4 გრამს იწონის; მისი სიგრძე 31–დან 42 მილიმეტრამდე მერყეობს. იგი საშვილოსნოს კედელს ეხება, იმავე წამს შორდება, თავისუფლად მოძრაობს, თუმცა შენ ამას ჯერ ვერ გრძნობ. იმის მიუხედავად, რომ ნაყოფი დაახლოებით ქლიავის ზომისაა, გაგიკვირდება და მისი სხეულის ნაწილები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები უკვე ჩამოყალიბებულია. ის ყოველდღიურად, განუწყვეტლივ განაგრძობს ზრდას და ჩამოყალიბებას. დაფეხმძიმებიდან 10 კვირის შემდეგ, ყველაზე რთული – ემბრიონული ეტაპი მთავრდება და ნაყოფის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. შენ და პაწაწა მართლაც მაგრები ხართ! მეათე კვირის გასვლა აუცილებლად აღნიშნე და საკუთარი თავი რაიმე გემრიელი საჭმელით გაანებივრე. ბავშვი კომფორტულად არის მოთავსებული სანაყოფე გარსში, რომელიც ამნიონის სითხით არის სავსე. ბავშვი ყლაპავს ამ სითხეს. ფეხმძიმობის მე–10 კვირას სანაყოფე გარსში სითხის რაოდენობა დაახლოებით 20 მილიგრამია. ამ დროისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, მათ შორის – თირკმელები, ნაწლავები, ტვინი და ღვიძლი უკვე ფორმირებულია და იწყებენ ჩამოყალიბებას. თუმცა, ბუნებრივია, ისინი განვითარებას განაგრძობენ მთელი ორსულობის განმავლობაში. საშუალება რომ გქონდეთ და თქვენს პატარას შეხედოთ, აუცილებლად შეამჩნევთ პაწაწინა ფრჩხილებს ხელისა და ფეხის თითებზე, ასევე – ნაზ ღინღლს მის ციცქნა სხეულზე. ნაყოფს უკვე შეუძლია კიდურების მოძრაობა, სახსრებში მოხრა. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული აქვს ყურის ნიჟარები და ზედა ტუჩიც. კარგად ჩანს ხერხემლის მოხაზულობა და მისგან გამომავალი ნერვული დაბოლოებები. შუბლი ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია და შესამჩნევად წინ არის წამოწეული (არ დაგვავიწყდეს, რომ ტვინი ზრდას განაგრძობს). ფეხმძიმობის მე–10 კვირის მიწურულს, თითქმის ყველა შინაგანი ორგანო და სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, რაც ზრდასრულ ადამიანს გააჩნია. ჩანასახი თანდათან ადამიანის სახეს იღებს. ამის პარალელურად, ქრება კუდი და სხვა წარმონაქმნები; დამახასიათებელ ფორმას იღებს ფილტვები და გულის პარკუჭები. გარდა ამისა, ჩასახვიდან 50 დღის შემდეგ, ნაყოფის ორგანიზმში ფიქსირდება ტვინის იმპულსები. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ტვინის იმპულსების არსებობა უმთავრესი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანი ცოცხალია. ეს ფაქტი ჩანასახის ნერვული სისტემის განვითარებაზეც მიანიშნებს. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან იწყება ჩანასახის თავის ტვინის დიფერენცირება და დიდი ნახევარსფეროების ქერქის ჩამოყალიბება. როგორ იცვლები შენ ნაყოფის განვითარების ამ ეტაპზე, ულტრაბგერითი ანუ დოპლერის აპარატით შეგიძლია შენი პაწაწას გულისცემის მოსმენა. ბევრი მომავალი დედისთვის, რომელთა ფეხმძიმობა არცთუ მშვიდად და უპრობლემოდ მიმდინარეობს, ამ საოცარი ხმის მოსმენა დიდი შვებაა. ახლა კი, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე ექიმთან და დარწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგშია. თუ დაფეხმძიმებამდე შენი საშვილოსნო საშუალო ზომის მსხალზე დიდი არ იყო, ორსულობის 10 კვირის ბოლოს უკვე გრეიფრუტს წააგავს. ალბათ, ამჩნევ, რომ შენი ტანსაცმელი აღარ გეტევა, ხოლო მკერდი ყოველ წამს ვარდება ბიუსხჰალტერიდან. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გიწყობს, კარგი იქნება, თუ ფიტნესითა და მსუბუქი ვარჯიშებით დაკავდები. აღარაფერს ვამბობთ ცურვასა და ფეხით სეირნობის მნიშვნელობაზე, რომელიც მთელი ფეხმძიმობის მანძილზე ზედმეტი 10–15 კილოგრამის ტარებაში გეხმარება. ეს კარგია იმიტომაც, რომ მშობიარობის შემდეგ სწრაფად ჩადგე ჩვეულ ფორმაში. ორსულობის მე-11 კვირა 02/03/2012
ფეხმძიმობის მე–11 კვირას ბავშვის წონა 7 გრამს შეადგენს. მართალია, იგი ზომით ქლიავს არ აღემატება, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ხელები მალე დაიწყებს მოძრაობას, ღრძილებს კი სადაცაა სარძევე კბილები დაემჩნევა. ცოტა უცნაური გარეგნული იერი აქვს: ხელები ფეხებზე გრძელია. ეს პერიოდი იმითაც ხასიათდება, რომ პატარას უკვე შეუძლია თავის მაღლა აწევა, ნიკაპი გამოიყოფა მკერდისგან, უწყვეტად ვითარდება და მაგრდება კისერი. ჩასახვიდან მე–11 კვირამდე შენს მომავალ პირმშოს ემბრიონი, 11 კვირიდან დაბადებამდე კი ნაყოფი ჰქვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი სახე სულ უფრო მეტად იღებს ადამიანურ იერს და ფორმირდება შინაგანი ორგანოები; ზოგი მათგანი ფუნქციონირებას იწყებს. ფორმირდება პლაცენტაც. გული უკვე მუშაობს და წუთში 130–150 დარტყმას აკეთებს. შეგიძლია მისი ჯერ კიდევ სუსტი შეკუმშვები ულტრაბგერითი სტეტოსკოპით დააფიქსირო. ინტენსიურად ვითარდება ღვიძლი და მთავარი სისხლწარმომქმნელი ორგანოს ფუნქციას ასრულებს. ნაყოფის სისხლი მკვეთრად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის სისხლისგან. ეს მაცოცხლებელი სითხეც უწყვეტად ვითარდება: ფეხმძიმობის მე–8 კვირას სისხლში ჩნდება სისხლის წითელი ნაწილაკები (ერითროციტები), მე–14 კვირიდან კი –– თეთრი ნაწილაკები (ლეიკოციტები). მე–14 კვირას სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა დაბალია; ამავე დროს, გრძელდება ჩონჩხის გაძვალება. მშობიარობის დროს სისხლში ჰემოგლობინის დონე იწევს. მე–11 კვირას ნაყოფი უფრო აქტიურად მოძრაობს, პაწაწინა ფეხებს ურტყამს საშვილოსნოს კედელს, მაგრამ ჯერჯერობით დარტყმის ძალა საკმაოდ სუსტია. მისი მოძრაობები, მხატვრულად თუ ვიტყვით, წყალქვეშა ბალეტს წააგავს. რაც უფრო იზრდება და ვითარდება მისი სხეული, მოძრაობებიც შედარებით იშვიათი, მაგრამ გაცილებით მკვეთრი და საგრძნობი ხდება. თუმცა, ჯერ კიდევ არ შეგიძლია, იგრძნო მისი აკრობატული ნომრები ისევე, როგორც მისი სლოკინი, რაც პერიოდულად ფიქსირდება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაყოფს დიაფრაგმა უყალიბდება. როგორ იცვლები შენ თუ ფეხმძიმეთა უმრავლესობას მიეკუთვნები და რაიმე პათოლოგიური გადახრა არ გაქვს განვითარებული, მე–11 კვირას უფრო ენერგიული ხარ და აღარც გულისრევა გაწუხებს. თუმცა, შენი ამჟამინდელი ცხოვრება სულაც არ ჰგავს, ასე ვთქვათ, საამო ზარების რეკვას. ამ პერიოდში გეწყება ყაბზობა (რადგან შესაბამისი ჰორმონები ნელი ტემპით გადაამუშავებენ საკვებს) და კუჭის ძმარვა (ამის მიზეზიც ჰორმონების შენელებული მოქმედებაა), მაგრამ რას იზამ – ეს ყოველივე პატარა, ნაზი და თბილი არსების საკეთილდღეოდ ხდება. თუ მე–11 კვირასაც არ გაგიარა პირღებინებამ და ამის გამო სასარგებლო, აუცილებელ პროდუტებს ვერ იღებ, ნუ განიცდი: მალე მადა დაგიბრუნდება და ნორმალურად კვებას შეძლებ. |