შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ეს არაერთ ადამიანს დაუმტკიცებია, რომელთაც „შეზღუდული შესაძლებლობების პირები“ ჰქვიათ.

თუმცა ვიდეო, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა, კიდევ უფრო დაგარწმუნებთ ამაში. ქალბატონი, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, შესანიშნავი დიასახლისია და ოჯახშიც  ერთადერთი ქალის ფუნქციას სრულად ითავსებს.

ამ ყველაფერს კი იმის ფონზე, რომ მას არცერთი ხელი არ აქვს.

ქალბატონზე არაერთხელ გადაუღიათ სიუჟეტი. ინტერვიუში ის წერს, რომ ბავშვობაში, ავიაკატასტროფაში მოყვა, რის გამოც ორივე ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

თუმცა მას არასდროს ჰქონია პრობლემა, რომ პატარობისას ბავშვებთან ერთად ეთამაშა, შემდეგ ესწავლა და საყვარელი ადამიანიც გაეცნო.

ვიდეოში ჩანს, რომ ქალბატონს  უმკლავო საქორწილო კაბა აცვია. ინტერვიუში მისი მეუღლე ყვება, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მის მეუღლეს ხელები არ აქვს, რადგან ის ყველაფერს აკეთებს“.
 
 
3 წლის ალიდა კნობლოჩს იშვიათი დაავადება აწუხებს - პატარას ფილტვებზე აქვს პრობლემა, რომელიც ნეიროენდოკრინული ჰიპერპლაზიას (neuroendocrine hyperplasia) სახელწოდებით არის ცნობილი.

გოგონას დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს და დამატებითი ჟანგბადი სჭირდება. ალიდას მუდამ გვერდით უნდა ჰქონდეს ჟანგბადის ავზი, რომელიც 3 წლის ბავშვისთვის მძიმე სატარებელია.

საბედნიეროდ, ალიდას ერთგული მეგობარი - ძაღლი, სახელად მისტერ გიბსი ჰყავს, რომელიც საყვარელი პატრონის ჟანგბადის ავზს ატარებს. მისტერ გიბსი მუდამ ალიდას გვერდით არის და გოგონას სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. ისინი მეგობრობენ კიდეც.

მსოფლიოში ეს იშვიათი დაავადება 800-მდე ადამიანს აწუხებს.
 
 
ფეხბურთელები ვარჯიშობენ, გულშემატკივრები ბილეთების მოსაპოვებლად იბრძვიან, პოლონელი და უკრაინელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები კი სამომავლო შემოსავლებს ითვლიან, ჩემპიონატი ხომ მათთვის საშუალო შემოსავლის ასი და ორასი პროცენტით ზრდას ნიშნავს?!

გაბრიელა – იგი არ სარგებლობს სუტინიორის დაცვით და კლიენტებს ოროთახიან ბინაში იღებს, რომელსაც მეგობარ გოგონასთან ერთად ქირაობს. იგი თვიურად 5–6 ზლოტს გამოიმუშავებს და ეს შემოსავალი სავალდებულო გადასახადებზე ჰყოფნის, მაგრამ მომავლისთვის საკმარისი თანხის გადანახვას მაინც ვერ ახერხებს. ამიტომ, როგორც თავად ამბობს, ივნისში გულხელდაკრეფილი არ იქნება. „მე მეგობართან ერთად პოზნანში წავალ“, – ამბობს გაბრიელა. იგი იმედოვნებს, რომ ასეთი ქმედება საშუალო შემოსავლის სამჯერ გაზრდას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონების მოლოდინები გერმანიაშ,ი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და ევრო–2008 წლის განმავლობაში არ გამართლდა. მამაკაცების ერთი ნაწილი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა, მეორე ნაწილი კი ქალბატონების მიერ დასახელებულ ფასებს შეუშინდა. მაგრამ ამჯერად, ევროპის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ საფეხბურთო დღესასწაული ეროტიკულ ისტორიად იქცევა. „ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პოლონეთსა და უკრაინაში სექსუალური მომსახურება საკმაოდ იაფია. ამიტომ ეს ქვეყნები შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს სექს–ტურისტებისთვის, რომლებსაც, ამავდროულად, ფეხბურთიც აინტერესებთ“, – აღნიშნავენ ფედერაციის წარმომადგენლები.

პოლონეთი და უკრაინა ჩემპიონატების გარეშეც არ უჩივის პროსტიტუციის დონის კლებასა და დასავლეთ ევროპის მაცხოვრებლების ყურადღებას ამ მხრივ. ლვოვში რომიდან ყოველდღიურად ეშვება თვითმფრინავი, რომლის მფლობელებიც რომის ღამის კლუბების სხვადასხვა მფლობელები გახლავთ. ინგლისელები აქტიურად ეძებენ ქალბატონებს როგორც კრაკოვში, ასევე კიევშიც.

რემონტი ბორდელებში“

გულშემატკივრების გასართობად მზადება შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც. ერთ–ერთ დახურულ ღამის კლუბში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ერთი თვის შემდეგ იგი გადაკეთებული იქნება 50 ოთახიან სასტუმროდ. ყველა ქალაქში სადაც ტურნირი ჩატარდება, იგრძნობა ბინების ქირაობის მატება. პოლიცია კი ვარაუდობს, რომ ამ ბინებს გამოიყენებენ სექსუალური  მომსახურების შესათავაზებლად.

პოლონეთისა და უკრაინის საზოგადოების აზრით, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები ჩემპიონატის დროს თავიანთი ქვეყნის ქუჩებში ძალიან მომრავლდებიან. სოციოლოგ იზაბელ შლენზაკის აზრით, ადგილობრივ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს დაემატებიან ისინიც, რომელთა ქალაქებშიც საფეხბურთო შეხვედრები არ ჩატარდება.

„ვარშავის ღამის კლუბების გოგონებს დღის განმავლობაში ერთი–ორი კლიენტი ჰყავთ, შემოსავალი კი 3 ათას ზლოტამდე ძლივს ადის. ასე რომ, ისინი მოუთმენლად ელიან უცხოელ სტუმრებს,“ – აღნიშნავენ სოციოლოგები. შესაბამისი სამსახურები ჩემპიონატის განმავლობაში გეგმავენ კაპანიის გატარებას აივ ვირუსის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვიცით რომ გულშემატკივრები აღნიშნული ქალბატონების მომსახურებით ისარგებლებენ. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ ეს კონტაქტები ასე თუ ისე უსაფრთხო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე ტომაშ მალკუშევსკი. პოლონელები ყველაფერთან ერთად გეგმავენ აგიტაციის გატარებასაც არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის წინააღმდეგ.

უკრაინელებიც მოუთმენლად ელიან...

შედარებით რადიკალური აქციებია მოსალოდნელი უკრაინაში, სადაც პოლონეთისგან განსხვავებით პროსტიტუცია არ არის ლეგალური. ფემინისტური მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ევრო–2012 სექს–ბიზნესის კარგ რეკლამად იქცევა. „ჩვენ სხვადასხვაგვარ აქციებს ვგეგმავთ, რომელთა მიზანიც შემდეგია: უარი ათქმევინოს დასავლელ გულშემატკივრებს ჩვენს ქვეყანაში შეთავაზებულ სექსუალურ მომსახურებაზე“, – აღნიშნავენ ფემინისტები.

ჰოლანდიელ ან ინგლისელ გულშემატკივრებს, რომელთა გუნდებიც უკრაინაში ითამაშებენ, არავინ შეზღუდავთ. „დონეცკი არ გაუცრუებს იმედებს უცხოელებს“, – აღნიშნავს ერთ–ერთი სექს–ბიზნესის ხელმძღვანელი გენადი. ამ ქალაქში ისევე, როგორც ხარკოვში, კიევსა და ლვოვში ჩადიან გოგონები ქვეყნის ყველა კუთხიდან.

რამდენიმე კვირის წინ, ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა გააკეთა რეპორტაჟი უკრაინაზე. ქალაქ ნიკოლაევში ჟურნალისტები პროსტიტუციით დაინტერესდნენ. ისინი კი 16 წლის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას კომენტარმა გააოგნა. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ უბრალოდ აბოდებს ჰოლანდიელ მამაკაცებზე და მოუთმენლად ელის ფეხბურთის ჩემპიონატს.

 
 
სასტუმროების ამერიკული ქსელი “Travelodge” იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის სასტუმროებში ვირტუალური სექსიც იქნება ხელმისაწვდომი. ინჟინერი იან პირსონი ამბობს, რომ 2030 წელს უკვე შესაძლებელი იქნება ადამიანის შეგრძნებების, ენერგიის, ჯანმრთელობისა და ხასიათის ტექინკურად გაკონტოლება. რაც საშუალებას მოგვცემს სასტუმროებში უფრო მეტად კომფორტულად გავატაროთ დრო ან, მაგალითად, ვისწავლოთ უცხო ენა ძილში.

პროგნოზების თანახმად, ვირტუალური სექსით მომსახურება დაეხმარება ადაიანებს დარჩეს თავის პარტნიორთან მაშინაც კი, თუ ისინი სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან. ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ თვალის სპეციალური ლინზები, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელი იქნება პარტნიორის გარეგნობის შეცვლა მისი ნებართვის გარეშე.

 
 
ფლორიდის გასართობი ატრაქციონი - Weeki Wachee Springs ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ატრაქციონის მთავარი სანახაობა ქალთევზებია.

ლამაზმანებს ქალთევზების ფორმა აცვიათ და მდინარეში დამონტაჟებულ უზარმაზარ აკვარიუმში სხვადასხვა თევზთან ცურავენ. გოგონები ტურისტებს წყალქვეშ ცეკვით ართობენ. რასაკვირველია, მოდელები ჟანგბადის ავზებით არიან აღჭურვილნი. ტურისტებს ქალთევზებთან ფოტოების გადაღებაც შეუძლიათ.

ქალთევზების შოუს პარალელურად, პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს ნავით სეირნობას სთავაზობს. გასართობი ატრაქციონი 1947 წელს შეიქმნა
 
 
ავღანეთი, კონგო, ინდოეთი, სომალი და პაკისტანი ის ქვეყნებია, სადაც ქალები სასტიკი მეთოდებით მკვლელობებისა და დასახიჩრებების მსხვერპლნი ხდებიან. აქ ქალები რაიმე უფლებებს მოკლებულნი არიან. მათ არ იციან, რა არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. იბადებიან მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახურონ ქმარსა და ოჯახს - ყოველგვარი საკუთარი აზრის ქონისა და გამოთქმის გარეშე. და ეს, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, რელიგიით გამყარებული მიდგომაა.

მინიმუმ 200 ქალი, ყოველწლიურად, პაკისტანში ქმრისა და მისი ნათესავების თავდასხმის მსხვერპლი ხდება. დასჯის ერთ-ერთი ყველაზე „პოპულარული“ , მათ შორის, უკვე ე.წ. რეგიონალურ მეთოდად ქცეული ფორმა სახეში მჟავას შესხმაა. ნიუ-იორკ-თაიმსის კოლუმნისტი ნიკოლას კრისტოფი თავად იყო ჩასული პაკისტანში, რათა ქალებზე ძალადობის პრობლემა შეესწავლა და საკუთარი თვალით ენახა. ის წერს:

„მე გამოვიკვლიე მჟავათი თავდასხმის შემთხვევები. ამას ქალების შესაშინებლად და დასამორჩილებლად იყენებენ მთელს აზიაში, ავღანეთიდან კამბოჯამდე. მამაკაცებზე ასეთი სახის თავდასხმა არასოდეს ხდება. რადგანაც ქალები არაფრად ღირან პლანეტის ამ ნაწილში, ისინი, ვინც მათ თავს ესხმის, ძალიან იშვიათად სამართლდებიან. მჟავას გაყიდვა კი არანაირად არ კონტროლდება“.

სწორედ ამის გამო, მჟავების გავრცელებაზე ბანგლადეშმა კონტროლი დააწესა, მაგრამ აზიაში მაინც ძალიან ადვილად იყიდი მაღაზიაში  მაგალითად, გოგირდის მჟავას, რომელსაც ადამიანის სახის სრულიად წაშლა შეუძლია.

მჟავათი ცოლების დაწვა ძალიან ხშირია, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკს თავად უკვე დასახიჩრებულებიც კი გაურბიან.

1994 წლიდან პაკისტანელმა აქტივისტმა, რომელმაც „პროგრესულ ქალთა ასოციაცია“ დააფუძნა, რათა ტერორის მსხვერპლ ქალებს დაეხმაროს, 7 800 შემთხვევა დააფიქისირა, როცა ქალები დაწვეს მჟავათი, დამდუღრეს  და ეს მონაცემი მხოლოდ ისლამაბადიდანაა. მაგრამ უფრო უარესია ის რეალობა, რომ ამის გამო დამნაშავეთა მხოლოდ 2% დაისაჯა.

მაგალითად, ავღანელებმა მჟავა შეასხეს გოგონების ჯგუფს, რომლებმაც სკოლაში სიარული გაბედეს. ერთ-ერთმა მათგანმა, 17 წლის შამსიამ, როცა საავადმყოფოში იწვა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მე ვივლი სკოლაში მაშინაც, თუ მომკლავენ. მე მინდა მტრებს გადავცე, რომ თუნდაც მათ ეს ასჯერ გააკეთონ, მე მაინც გავაგრძელებ სწავლას“.

პაკისტანელი ნაიმა აზარი, რომელსაც ნიკოლას კრისტოფი შეხვდა, თავიდან ფეხებამდე შავ ნაჭერში იყო გახვეული. ჟურნალისტი ყვება, რომ როცა მან პირბადე მოიხსნა, თავზარი დაეცა. მჟავას სრულიად დაეწვა მისი მარცხენა ყური და ნაწილობრივ მარჯვენაც, ასევე, თვალები და სახის კანი ძვლებიანად.

ნაიმა უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობდა და ახერხებდა თავისი 3 მცირეწლოვანი შვილის გამოკვებას, როცა ქმართან - ჯამშიდ აზართან გაშორება დააპირა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხილის გამყიდველად მუშაობდა, სახლში ფული არასოდეს მიჰქონდა. ქმარი თანახმა იყო გაყრაზე, რადგან თავად ჰქონდა თვალი სხვა ქალზე დადგმული, თუმცა როცა გაშორდნენ და ჯამშიდი სახლში შვილებთან დასამშვიდობებლად მივიდა, სწორედ მაშინ, ცოლს, პირდაპირ სახეში ბოთლით მჟავა შეასხა.

„ჩემი სახე გაქრა“- ყვება აზარი. ყვირილზე მეზობლები მიცვივდნენ, მაგრამ არავის თავში აზრადაც არ მოსვლია ჯამშიდის შეპყრობა, ის კი მალევე გაეცალა იქაურობას.  როგორც ნიკოლას კრისტოფი ყვება, ნაიმას სახის გარდა, მისთვის უფრო მეტად შემაძრწუნებელი თავად აზარის 12 წლის ვაჟიშვილის, ასანა შახას სიტყვები იყო. ბიჭი დედას ყველგან თან ახლავს. მან თქვა, რომ ერთ-ერთ სახლში, სადაც ისინი დედაზე თავდასხმის შემდეგ დროებით ცხოვრობდნენ, სახლის პატრონი მამაკაცი ყოველდღე ურტყამდა თავის ცოლს და ემუქრებოდა: „ნახე ის ქალი დაბლა, რომელიც თავისმა ქმარმა დაწვა? მეც იგივეს გაგიკეთებ“…

 
 
გთავაზობთ სელებრითების ყველაზე სულელურ გამონათქვამებს, რომელიც საზოგადოებას ღიმილს გვრის. სულელური გამონათქვამების სიას მომღერალი კრისტინა აგილერა ლიდერობს.

მომღერალი კრისტინა აგილერა - "საინტერესოა, წელს რომელ ქალაქში ჩატარდება კანის საერთაშორისო კინოფესტივალი?"

მომღერალი ბრიტნი სპირსი - "არასდროს მინდოდა იაპონიაში გამგზავრება, იმიტომ რომ არ მიყვარს თევზი, თანაც ვიცი, როგორი პოპულარულია ეს საკვები აფრიკაში".

მომღერალი მერაია ქერი - "როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და მსოფლიოში უამრავ მშიერ ბავშვს ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ვისურვებდი, მათ მსგავსად გამხდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ყოველგვარი ტკივილისა და სიკვდილის გარეშე".

მოდელი ლინდა ევანჯელისტა - "დიეტებს არ ვიცავ. უბრალოდ არ ვჭამ იმას, რაც ძალიან მინდა, რომ შევჭამო".

მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი - "დარწმუნებული ვარ, ჰომოსექსუალური ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის უნდა ხდებოდეს".

მოდელი ბრუკ შილდსი - "მოწევა კლავს. თუკი მოგკლავენ, დაკარგავ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს".

ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი - "ძალიან მინდა ბრუკლინი მოინათლოს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რომელი სარწმუნოების მიხედვით".

მომღერალი ჯესიკა სიმპსონი - "ეს ქათამია, თუ თევზია? ვიცი, რომ ეს თინუსია, მაგრამ ამბობენ, რომ ზღვის ქათამია".
 
 
აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარ მემუარებში საკუთარი ოჯახის უჩვეულო რაციონი დეტალურად აღწერა.

ბარაკ ობამა საკუთარ წიგნში "მამაჩემის ოცნებები" ყვება, რომ ბავშვობაში, როდესაც ინდონეზიაში ცხოვრობდა, ძაღლის ხორცს ჭამდა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ძაღლის ხორცის ჭამას ინდონეზიელი მამინაცვლის, ლოლო სოტოროს ხელში დაეჩვია. 

"ლოლომ სადილად პატარა მწვანე წიწაკის ჩენჩოების ჭამა მასწავლა, მაგიდაზე ძაღლის ხორცი, გველის ხორცი და შემწვარი კალიები (ხრაშუნა) გვქონდა", - იხსენებს ობამა.

"როგორც ინდონეზიის ბევრი მაცხოვრებელი, ლოლო ისლამის მიმდევარი იყო და სჯეროდა, რომ მამაკაცი რასაც ჭამს, მის ძალას და სულს მოიპოვებს. იგი შეგვპირდა, რომ ოდესმე სახლში ვეფხვის ხორცს მოიტანდა, რომელსაც ჩვენ ყველა გავიყოფდით",- წერს ბარაკ ობამა მემუარებში.

აშშ-ის პრეზიდენტის ბავშვობის მენიუს ამ უჩვეულო დეტალებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას კონკურენტების ყურადღება მიიპყრო.

ბარაკ ობამას ადმინიტრაციამ პრეზიდენტის კრიტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ დროს მომავალი პოლიტიკოსი 10 წლის იყო, ასე რომ "სისულელეა, ბავშვს თავს დაესხა".
 
 
Apple-ის პროდუქციის თაყვანისმცემლები სიამოვნებას არა მხოლოდ ახალი პროდუქტის ყიდვით, არამედ მისი სუნითაც მიიღებენ.

იმისთვის, რომ მომხმარებლებს არასდროს მოშორდეთ ახალი MacBook-ის ან iPhone-ის არომატი, ავსტრალიურმა კომპანიამ Greatest Hits-მა შესაბამისი არომატით სუნამოს შექმნა გადაწყვიტა.

"ჩვენ Apple-ის ჯერ კიდევ გაუხსნელი პროდუქცია ჩვენს პარფიუმერულ ლაბორატორიაში, საფრანგეთში გავგზავნეთ", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, იქ პროფესიონალმა პარფიუმერებმა პროდუქციის სუნის საფუძველზე სასინჯი სუნამოები შექმნეს.

სუნამო მასიურ გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა. კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, მას მაისში მელბურნის გამოფენაზე წარადგენენ.
 
 
კალიფორნიელი ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ მესიჯების გაგზავნა საუკეთესო იარაღია დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ. კვლევა რამდენიმე პაციენტზე ჩატარდა. მათ სისტემატურად ჰქონდათ ურთიერთობა ექიმებთან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. კვლევამ აჩვენა, რომ მესიჯებით მიმოწერის შემდეგ, ეს ადამიანები თავს უკეთ გრძნობდნენ და ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ფსიქოლოგი, ადრიან აგილერა აცხადებს, რომ მისი პაციენტები მას შემდეგ, რაც მესიჯების წერა დაიწყეს, უფრო მობილიზებულნი და კომუნიკაბელურნი გახდნენ.

პაციენტებიც აცხადებდნენ, რომ ყოველი მესიჯის ზარზე ახსენდებოდათ, რომ მარტო არ იყვნენ. "როდესაც რთულ სიტუაციაში ვიყავი და მესიჯი მოდიოდა, თავს უკეთ ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ვიღაც მხარს მიჭერდა და მიცავდა", - განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.