ტანსაცმლით შემოსილი შენობა 05/16/2012
ბრიტანულმა ტანსაცმლის ბრენდმა Marks & Spenser-მა უცნაური საქველმოქმედო აქცია გამართა. კომპანიამ თავის მომხმარებელს ფასდაკლება ძველი სამოსის ჩაბარების სანაცვლოდ შესთავაზა. აქციის პრომოუშენისთვის კომპანიამ ორიგინალური გზა აირჩია. მათ ჩაბარებული ძველი სამოსი გალერეა Dray Walk-ის ფასადზე გამოფინეს. ძველი ტანსაცმლით "შემოსილი" შენობა საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. მომხმარებლის ჩაბარებული ძველი სამოსი გაჭირვებულებს გადაეცემათ. წყარო: http://www.ambebi.ge Add Comment კუნძული-ქალაქი წყალზე 05/11/2012
ხელოვნური კუნძული Mexcaltitán მექსიკაში, შტატ ნაიარიტის სანაპიროსთან მდებარეობს. კუნძულზე ქალაქია გაშენებული და იქ დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობა თევზჭერითაა დაკავებული. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვაში კრევეტების მოპოვება. მამაკაცები საღამოს პატარა ნავებში სხდებიან და გამთენიისას ქალაქში კრევეტით სავსე ბადით ბრუნდებიან. ქალაქის გზებზე სპეციალურად გაშლილ ქაღალდზე კრევეტები გასაშრობადაა გამოტანილი. კუნძულზე რამდენიმე სასტუმრო, მუზეუმი და რესტორანია. კუნძული ტურისტებისთვის გასართობ ატრაქციონს წარმოადგენს და ფედერალურმა მთავრობამ მას "Pueblo Magico" უწოდა. ხშირად ტურისტები კუნძულს "მექსიკურ ვენეციას" უწოდებენ. ამორძალები-მითი და რეალობა 05/05/2012
მათზე უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს. ისინი ყველა დროის, ეპოქის ამსახველი ისტორიების ფურცლებზე “ბინადრობენ”. მათი ბრძოლისუნარიანობა და სიმტკიცე ათასწლეულებს ითვლის. ნუთუ ეს მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო?.. პირველად ისინი ჰეროდოტემ და ჰომეროსმა მოიხსენია. ამორძალები მეომარი ქალები იყვნენ, რომლებიც ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ. მათ სამფლობელოში მამაკაცებისთვის ადგილი არ იყო. “შეუპოვარი და მრისხანენი თავგამოდებით იბრძოდნენ ტროას კედელთან ბერძნების წინააღმდეგ”. ნუთუ ასეთი მომხიბვლელია ეს უცნაური ტომი თავისი მატრიარქარული ცხოვრების წესით, რომ 3000 წლის შემდეგაც, უკვე თანამედროვე ადმიანაები კვლავ საუბრობენ მათზე?.. ჰომეროსის “ილიადიაში”მოხსენიებულია ლიბიელთა ამორძალების დედოფლის-მირინის საფლავი. სიცილიელი დიოდორის მიხედვით ლიბიელი ამორძალები ათასი წლით ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე შავიზღვისპირელი ამორძალები. ჰეროდოტე, რომელიც, ჩრდილოეთ აფრიკაში ჩვ.წ.აღ.-მდე იმყოფებოდა, მოგვითხრობს ტრიტონიდის (ახლანდელი ტუნისი) ტბაზე აღმოჩენილ ტომზე – “დღესასწაულებზე ადგილობრივი ქალები ორ ჯგუფად იყოფოდნენ და ერთმანეთს ქვებით და ჯოხებით ებრძოდნენ”. აღორძინების ეპოქის მოგზაურებისათვის ცნობილი ხდება ქვეყნები, სადაც ქალები გაცილებით თავისუფლები იყვნენ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებთან შედარებით. ჯერ კიდევ მარკო პოლო ამტკიცებდა, რომ აზიაში ნახა ამორძალები. ესპანელები და პორტუგალიელები გვამცნობდნენ სამხრეთ ამერიკაში მდებარე”ამორძალების სახელმწიფოზე”. ხოლო უკვე 17-ე საუკუნეში იტალიელი არქიეპისკოპოსი არკანჯელო ლამბერტი კავკასიაში მოგზაურობისას შეხვდა ამორძალებს. მისი თქმით, იქ ცხოვრობდა ამორძალთა სამი ტომი, რომლებიც შეუპოვრად ებრძოდნენ თათრებსა და ყალმუხებს… – აი, ის არასრული სია, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში ამორძალების არსებობას ადასტურებს. …ზაფხულის მზიანი დღე. ზღვის სანაპირო. თვალუწვდენელი მიდამო – გმირის მიერ დაპყრობილი ნახევარი მსოფლიო… ის დაიღალა. ნუთუ ვერ მიაღწია იმას, რაზეც ოცნებობდა?… ფიქრებში გართულს მსახური მიუახლოვდა: “ვიღაც წარმოსადეგი ქალბატონი გეწვიათ”. “შემოუშვით” – ბრძანა ბატონმა. უცხოქვეყნელი ქალი აღმოჩნდა. ის მარტო არ ჩამოსულა – სამას ახალგაზრდა და მამაც მეომარ ქალთან ერთად ეწვია”ბატონს”. გმირმა გაკვივრვებით გახედა უცნაურ მხედარს. ქალი გამჭოლი მზერით უთვალთვალებდა მასპინძელს. “როგორი პატარა და გალეულია”, გაიფიქრა უცნაურმა მხედარმა. არადა ის სულ სხვანაირი წარმოედგინა და “ღმერთების ტოლად”მიაჩნდა. გმირი ალექსანდრე მაკედონელი იყო, რომელსაც იმ დროის მსოფლიოს ნახევარი ეკუთვნოდა. მსი ბანაკი იმ დროს კასპიის ზღვის სანაპიროზე იყო განთავსებული. უცხოქვეყნელი კი ამორძალების დედოფალი, ფალესტრისი იყო, რომელიც “კავკასიისა და მდინარე ფაზისს” შორის ტერიტორიას განაგებდა. მხოლოდ მისი ჩაცმულობა ბადებდა ეჭვს მის დიდგვაროვანებაზე. მხედარს მოკლე ქვედაბოლო ეცვა, ხელში ფარი ეჭირა, მოშიშვლებული მკერდი მოუჩანდა. მისი სურვილი იყო გმირისგან დაფეხმძიმება და გოგონას გაჩენა, რომელიც სამეფო სისხლის მატარებელთა შორის ყველაზე ლამაზი და მამაცი იქნებოდა. მაკედონელი გააოცა უჩვეულო თხოვნამ, თუმცა, ამორძალების დედოფალს თანხმობა მისცა. …ორი კვირა გაგრძელდა მხიარულება. სამასი ამორძალი ქალი და მაკედონელის საუკეთესო მხედრები ორგიებს აწყობდნენ, ლოთობდნენ, ცეკვა-თამაშში ათენებდნენ. ორი კვირის შემდეგ ფალესტრისი თავის სამეფოში გაემგზავრა… ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ამ საოცარ ეპიზოდს მოგვითხრობს წიგნი “ალექსანდრე მაკედონელი” (ავტორი კურციუს რუფუსი). მისი სიტყვებით ამორძალთა მეფის და მაკედონელის შეხვედრა ჩვ.წ.აღ.-მდე 330 წელს მოხდა. თუმცა მეორე, ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფი გვამცნობს, რომ “ამორძალთა ტომმა მაკედონელის წინამორბედამდეც ვერ მოაღწია”. მისი აზრით, ეს რომაელების ფანტაზიის ნაყოფი იყო. ნამვდილი ამორძალები (თუ ისინი მართლა არსებობდნენ), ალბათ რამდენიმე ასწლეულის წინ ცხოვრობდნენ. მაკედონელის ეპოქაში მათ შესახებ ისტორია უკვე ლეგენდადქცეული იყო და მათი ზღაპრული სამეფოს არსებობა ძალზე ძნელი დასაჯერებელია. ამორძალთა მეფე-ქალები ალბათ ბრძოლებში დაიღუპნენ. მათმა შთამომავლებმა კი ბიოგრაფის აზრით, აზიის რომელიღაც კუთხეს შეაფარეს თავი. დარჩა მხოლოდ ლეგენდები და მითები. არამხოლოდ ბერძნული და რომაული წყაროები გვამცნობენ მათ შესახებ. თქმულებებს მხედარ ქალებზე და მითებს მათი თავდაუზოგავი, ვაჟკაცური ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს ძველჩინური მანუსრიპტებიც, ასევე ეგვიპტური ისტორიები (რამზეს 2-ის მეფობის ხანა). ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ჩვ.წ.აღ.-მდე 2-ე ათასწლეულში ეს ტომები შავი ზღვის სანაპიროდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე ბინადრობდნენ. ხოლო მათი სამეფოს ცენტრად მდინარე ფერმოდონტის გარშემო არემარე და ქალაქი ფემისკირა ითვლებოდა. ჰეროდოტეს თანახმად ამორძალები სკვითების ტომს გამოეყვნენ (ისინი წარმოშობით ჩრდილოეთ ირანიდან იყვნენ). ტროას ომის შემდეგ (ასევე ჰეროდოტეს თანახმად) ამორძალები კვლავ აღმოსავლეთისაკენ წავიდნენ და ისევ სკვითებთან გაერთიანდნენ. ასე წარმოიშვა ერი, სადაც ამორძალები თანაბარუფლებიანი აღმოჩნდნენ ადგილობრივ მამაკაცებთან ერთად. ადგილობრივ ქალებზე ამორძალები შემდეგ დახასიათებას იძლეოდნენ: “ჩვენ თქვენი ქალებისგან ძალიან განსხვავდებით წესით და ადათით. ჩვენ გვიყვარს და შეგვიძლია ბრძოლა, ვუვლით ცხენებს, თქვენი ქალები კი მხოლოდ საშინაო საქმეებით არიან დაკავებულნი. ისინი ჩვენს ადათ-წესებს ვერასოდეს გაითავისებენ”. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ამორძალები ხუთჯერ შეებრძოლნენ ათენელებს. ბერძნები ყოველთვის იმარჯვებდნენ მათზე, თუმცა ბოლომდე ვერ გაანადგურეს ისინი. უკანასკნელი ბრძოლა ამორძალებსა და ბერძნებს შორის ტროას ომის პერიოდს დაემთხვა. გადარჩენილმა ამორძალებმა კავკასიის მთებს შეაფარეს თავი. აქ კი ისინი 17-ე საუკუნეშიც ნახეს. თუმცა ამორძალების ისტორია თავისი “გაფანტული”, ეპოქალური სიდიდით წმინდა წყლის მითს მოგვაგონებს, მაგრამ ტროას ომსაც ხომ დიდი ხნის განმავლობაში ლამაზ ზღაპრად თვლიდნენ? მხოლოდ საუკუნენახევრის წინ გახდა ცნობილი, რომ ჰომეროსის”ილიადა”რეალურ ფაქტებზეა აგებული. ეს შეიძლება ასევე ეხებოდეს მითს ამორძალებზე. ოდესღაც მთელი ხმელთაშუაზღვეთის ტომებში, ისევე როგორც პლანეტის სხვა მობინადრეებში, ძალაუფლება ხელთ ეპყრა ქალებს. მაგრამ თანდათან, ყველა საქმეში ქალი მამაკაცმა შეცვალა. ქალს მხოლოდ საშინაო საქმე ევალებოდა და ისინი მონებთან ერთად იყოფდნენ სამუშაოს. თანდათან მატრიარქალური წყობა პატრიარქალურმა შეცვალა. ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 600 წელს საბერძნეთში ქალებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება დაკარგეს. მათ აეკრძალათ თეატრალური წარმოდგენების და სპორტული სანახაობების ხილვა. ამ დროს კი სადღაც აზიის რომელიღაც ნაწილში ქალთა სამეფო არსებობდა. ისინი ძალაუფლების სათავეში იდგნენ. დამოუკიდებლად შეეძლოთ თავის დაცვა. მათი მთავარი მტერი მამაკაცი იყო, რომლებსაც მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების მიზნით”ზოგავდნენ”და სასიკვდილოდ არ იმეტებდნენ. თითქოს მთელი სამყარო ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მამაკაცებს ეკუთვნოდა, მეორე-აზიის გულში ჩაკარგული სამოთხე კი ქალების საფლობელო იყო. ითვლებოდა, რომ ამორძალების ბრძოლა ძირითადა არა უცხო ქვეყნის დაპყრობას, არამედ სქესთა შორის ბრძოლას”ემსახურებოდა”. საინტერესოა, რომ ანტიკური ხანის ავტორები ამორძალების ხსენებისას ხაზს უსვამდნენ ქალების ვაჟკაცურ ბუნებას და ბრძოლისუნარიანობას. ისინი სხვადასხვა საბრძოლო იარაღებს ფლობდნენ, თუმცა ყველაზე ოსტატურად, მაინც მშვილდ-ისარს იყენებდნენ, რომელიც მათი სახასიათო, შეუცვლელი ატრიბუტი იყო. თვით ძლევამოსილ რომის იმპერიაში მხედრის ქება სიტყვებით “იბრძოდა, როგორც ამორძალი” დიდ პატივად ითვლებოდა. კიდევ უფრო უჩვეულო იყო ამორძალების ცხოვრების წესი. შავიზღვისპირელი ამორძალების ტომში მამაკაცებისათვის საერთოდ არ იყო ადგილი. ლიბიელ ამორძალებში კი მამაკაცებს მონის დგილი ეკავა. ისინი ალაგებდნენ სახლს და უვლიდნენ ბავშვებს, შინაურ ცხოველებს. საიდან ჩნდებოდნენ ბავშვები, თუ ამორძალების ტომში მამაკაცის ადგილი არ იყო, თუ ამორძალთა ზოგიერთი მხედართმთავარი იფიცებოდა, რომ სიცოცხლეს დათმობდა და არა ქალწულობას? ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ისტორიკოსები დაინტერესდნენ ამ საკითხით და ეძებდნენ გამოსავალს. რასაკვირველია, თუ ამორძალები (და არა მარტო ისინი) “ქალწულობის შენარჩუნების” გზას გაჰყვებოდნენ, მაშინ სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა, ხოლო ამორძალების მოდგმა აღმოცენებისთანავე დავიწყებას მიეცემოდა. მათი ანტიკური და დღემდე შემორჩენილი სახელი კი მხოლოდ მათი “თავშეუკავებლობის”დასტური შეიძლება იყოს… ერთ-ერთი მითის თანახმად, “წელიწადში ერთხელ, გზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებდა, ყვაოდა და გარშემო მათრობელი სურნელი ტრიალებდა, ამორძალებში სიყვარულის და ტკბობის სურვილი მწვერვალს აღწევდა და ისინი მამაკაცებზე სანადიროდ ილაშქრებდნენ (ხშირ შემთხვევაში მამაკაცები მეზობელი ტომის წარმომადგენლები იყვნენ). “მსხვერპლთან”ორი თვის განმავლობაში ეძლეოდნენ სიყვარულს, გაზაფხულის ორგიებიდან ცხრა თვის შემდეგ კი ქვეყნიერებას პატარა ადამიანები ევლინებოდნენ. ბიჭი არასასურველ პირმშოდ ითვლებოდა.მას ან ასახიჩრებდნენ,ან კლავდნენ,უკეთეს შემთხვევაში,მამასთან აგზავნიდნენ. გოგონას კი სასურველ და სათაყვანებელ არსებად თვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ბავშვობაში სასტიკი პროცედურა უნდა გამოევლო – მარჯვენა მკერდს აჭრიდნენ. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მხედარ ქალებს მშვილდის ფლობა უკეთ შესძლებოდათ და ფარითაც უკეთ დაეცვათ თავი. გოგონებს ფაშატის რძით კვებავდნენ, პატარაობიდანვე ასწავლიდნენ ბრძოლის ილეთებს და გმირის თვისებებს უნერგავდნენ. შვეიცარიელმა ისტორიკოსმა იაკობ ბაჰოფენმა (1815–1887) პირველმა შემოგვთავაზა თეორია, რომელმაც თავიდანვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მისი ვერსიის თანახმად ანტიკურ ხანაში ადამიანები მატრიარქატის კანონებით ცხოვრობდნენ. ტომის თავში ყოველთვის ქალები იდგნენ. ისინ ითვლებოდნენ ქვეყანაში მიწის მფლობელებად და სახლში დიასახლისებად. თუ ბაჰოფენის მოღვაწეობის პერიოდში და ალბათ ჩვენს საუკუნეშიც შესაძლებელია ზოგიერთი კონტინენტის ტროპიკულ ტყეებში ისეთი ტომების ხილვა, რომლებიც ცხოვრების წესით ქვის ხანის ადამიანებს მოგვაგონებენ რატომ არ შეიძლება რეალობად იქნეს მიჩნეული ამორძალების არსებობა?… და მაინც, ისტორია ყოველთვის რჩება “მითოლოგიურ მეცნიერებად”, სანამ მას არქეოლოგები არ ეხებიან… პირველად ეს 1928 წელს მოხდა, როცა საბჭოთა მეცნიერებმა შავი ზღვის სანაპიროზე სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენილი იქნა სამარხი, რომელშიც განისვენებდა”თავადი” და რამდენიმე მეომარი სრული შეიარაღებით. ჩონჩხების დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ისინი მეომარ ქალებს ეკუთვნოდნენ. ვინ იყვნენ ისინი? ამორძალები?… 1971 წელს უკრაინაში აღმოჩენილ სამარხში მეფური დიდებით დასვენებულ ჩონჩხს (ქალის) წააწყდნენ. მის ფეხქვეშ კი უფრო მოზრდილი ორი ჩონჩხი (მამაკაცის) იპოვეს. სამარხში აღმოაჩინეს ოქროს განძეულობა, იარაღი. მეცნიერების აზრით ეს იყო “ამორძალების დედოფალი, რომელიც მის პატივსაცემად მოკლულ მონებთან ერთად განისვენებდა”. 1993-1997 წლებში ყაზახეთში გათხრებისას, პროკოვკის მახლობლად ნაპოვნი იქნა საფლავი. ქალების ჩონჩხთან ისრის წვეტი და ხანჯალი ნახეს. ცხადია, ისინი ბრძოლაში თავს არავის დააჩაგვრინებდნენ. პალეონტოლოგებმა სამარხის ასაკი დაადგინეს. იგი ორნახევარი ათასი წლისაა. ვისთან გვაქვს საქმე? ისევ ამორძალებთან? აქამდე ვერავინ შესძლო ცალმხრივად მაინც დაეკავშირებინა შავი ზღვის სანაპიროზე და კასპიის ზღვის მახლობლად ნაპოვნი სამარხები ლეგენდისთვის, რომლებიც ამორძალთა გმირობას მოგვითხრობს. თანამედროვე ქალები კი, შეგნებულნი და მოხიბლულნი ეპოქალური ქალბატონების სიმტკიცით და ბრძოლისუნარიანობით, დღემდე უმტკიცებენ სამყაროს, რომ საპირისპირო სქესს არაფრით და არაფერში ჩამოუვარდებიან. თანამედროვე რობინზონ კრუზო 05/03/2012
იორკელმა ბრენდონ გრიმშაუმ სეიშელის კუნძული - მოიენე განადგურებისგან იხსნა. 40 წელი კუნძულზე ცხოვრობდა და მისი ველური ბუნების შენარჩუნება შეძლო. მამაკაცმა მოიენე 8 000 გირვანქა სტერლინგად (13000 დოლარი) 1960 წელს შეიძინა. ამ დროს ის გაზეთის რედაქტორი იყო, თუმცა გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო. კუნძულის შეძენიდან 9 წლის შემდეგ კუნძულზე საცხოვრებლად გადავიდა და მოიენე მისთვის სამუდამო ნავსაყუდელად იქცა. როდესაც გრიმშაუ კუნძულზე პირველად ჩავიდა, ტერიტორია 50 წლის მიტოვებული და განადგურებული იყო. ბუჩქნარი იმდენად ხშირი იყო, რომ თავისუფალი ადგილიც კი არ იყო, რომ ქოქოსი მიწაზე დაცემულიყო. მამაკაცმა გადაწყვიტა, კუნძულზე ეზრუნა. მოგვიანებით ბრენდონს სეიშელელი რენე ლაფორტუნე შეუერთდა და მისი ასისტენტი გახდა. მათ დაახლოებით 16 000 ხე საკუთარი ხელით დარგეს, მათგან 700 - ამერიკული წითელი ხეა. კუნძულზე დაგხვდებათ პალმებისა და მანგოს ხეები. გარდა ამისა, ბრენდონმა 120 გიგანტური კუ მოიშინაურა. გრიმშაუს ასისტენტი, ლაფორტუნე 2007 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ, გრიმშაუ კუნძულის ერთადერთი მცხოვრებია. ის კუნძულზე პატარა ერთსართულიან ხის სახლში ცხოვრობს. სახლის ეზოში აბრაა, რომელზეც წერია: "გთხოვთ, პატივი ეცით კუებს. ისინი თქვენზე ხანდაზმულები არიან". შეყვარებულ წყვილს 1 მლნ ფუტკარი დაესია 04/29/2012
წყვილმა ერთმანეთს სიყვარული უცნაურად დაუმტკიცა. მათ შიშველ სხეულზე თაფლი წაისვეს და მილიონამდე ფუტკარი დაიხვიეს. ჩინეთში, პროვინცია ჰუნანში ფუტკრების ფერმის მფლობელს ზანგ ვეის და მის მეუღლეს ცანგ იონგლის სხეულზე 95.7 კგ ფუტკარი დაესია, რაც დაახლოებით 970 000 მწერის ტოლფასია. აღსანიშნავია, რომ ვეი მხოლოდ ტრუსებით იყო. ცანგ იონგლის კი დამცავი სამოსი ეცვა. "მე ფუტკრებთან ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს. მსგავსი რამ არაერთხელ გამიკეთებია. სხვებს რომ იგივე გაეკეთებინათ, მოკვდებოდნენ", - განაცხადა ზანგ ვეიმ. ამ უცნაური ”სპექტაკლის” დროს წყვილი ხელიხელჩაკიდებული იდგა. ცხენი, რომელსაც ძაღლივით წვრთნიან 04/26/2012
54 წლის ამერიკელი, კარენ მორდოკი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ცხენის პატრონია. ლუკასმა რამდენიმე ბრძანების შესრულება იცის, შეუძლია ძაღლივით დაჯდეს, დაწვეს, მოიტანოს გადაგდებული ჯოხი. ის ასევე ცნობს ციფრებს და 19-მდე დათვლა შუძლია. 10 წლის წინ ლუკასი დოღშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მისი "კარიერა" წარმატებული არ აღმოჩნდა, ამიტომ პატრონებმა ცხოველის მოვლა შეწყვიტეს. შემდეგ ის ახალმა პატრონმა, კარენმა აღმოაჩინა და მასზე ზრუნვა დაიწყო. "ყოველთვის მიყვარდა ცხენზე ჯირითი და გადავწყვიტე, ლუკასი ამ მიზნით გამომეყენებინა, თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან ჭკვიანი და განსხვავებული ცხენი იყო. მისთვის უფრო იოლი არა ბარიერებზე გადახტომა, არამედ მათი შემოვლა იყო", - განაცხადა კარენმა. კარენი მალევე მიხვდა, რომ მის ცხენს არც ჭენება იზიდავდა და არც სხვა ცხენებისთვის დამახასიათებელი ვარჯიშები, ამიტომ გადაწყვიტა ლუკასისთვის ძაღლური ბრძანებები ესწავლებინა. "ადვილად ვასწავლე ისეთი ბრძანებები, როგორიცაა "დაჯექი", "დაწექი", "მოდი ჩემთან". მას უკანა ფეხებზე დგომაც შეუძლია", - აცხადებს კარენი. მორდოკმა საკუთარ ცხენს ციფრებისა და ფიგურების ცნობაც ასწავლა, რის შემდეგაც ლუკასი გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა, როგორც ცხენი, რომელიც ყველაზე ჭკვიანია. ფაქტები კოცნის შესახებ 04/24/2012
იცით თუ არა, რომ: 1 – ფილემატოლოგია – დისციპლინა, რომელიც კოცნის ფიზიოლოგიურ– ფსიქოლოგიურ ფუნდამენტალურ მახასიათებლებს შეისწავლის. 2 – ტუჩების მგრძნობელობა თითებისას 200–ჯერ აღემატება. ტუჩებსა და ენაზე ყველაზე მეტად მგრძნობიარე რეცეპტორებია განლაგებული. 3 – 1960 წელს ბრიტანელი ზოოლოგი დესმონდ მორისი პირველად გამოვიდა წინადადებით, რომ კოცნის ჩვევა ადამიანებს უძველესი ხანიდან მოსდევთ, როდესაც დედები ჩვილებს პირიდან პირში კვებავდნენ. 4 – კოცნა ისტორიასა და მითოლოგიაში შეფასებულია, როგორც რიტუალური ჟესტი, სოციალური ურთიერთობის სიმბოლური ნიშანი. მიჩნეულია, რომ კოცნის ტრადიციას საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე ჩაეყარა. 5 – ესკიმოსები არ კოცნიან, ისინი ერთმანეთს ცხვირებით ეხებიან. ეს სითბოს გამოხატულებაა. რამდენად სწორია უცნობია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ესკიმოსები ასე ერთმანეთს იმიტომ „ჰკოცნიან“, რომ ჩვეულებრივი კოცნისას ტუჩები ეყინებათ. რა თქმა უნდა ეს, შეყვარებულ წყვილებს არ ეხებათ, არამედ ახლობლებს, რომლებიც ისე არიან ჩაცმულები, მხოლოდ ცხვირი და თვალები უჩანთ. 6 – ჩვენ მუდამ გვემახსოვრება პირველი კოცნა. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანხმად, ადამიანს პირველი კოცნა უკეთესად ამახსოვრდება, ვიდრე პირველი ფიზიკური ურთიერთობა საპირისპირო სქესთან. 7 – კოცნა იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. 8 – ადამიანების 66 პროცენტი კოცნისას თვალებს ხუჭავს. დანარჩენები კი პარტნიორს აკვირდებიან. 9 – რომანტიული კოცნა დაახლოებით 2–3 კალორიას წვავს, ფრანგული კი ხუთს, ან მეტს. 10 – მამაკაცები, რომლებიც სამსახურში წასვლამდე ცოლებს ჰკოცნიან, დიდხანს ცოცხლობენ. 11 – ვნებიანი კოცნა, რომელიც 90 წამამდე გრძელდება, ადამიანს სიცოცხლის დამატებით ერთ წუთს ჩუქნის. 12 – 2002 წლის 28 იანვარს ამერიკელმა ლუიზა ალმადოვარმა და რიჩ ლენგლიმ ყველაზე ხანგრძლივი კოცნის კონკურსი მოიგეს. მათი კოცნა 30 საათს, 59 წუთსა და 27 წამს გრძელდებოდა. 13 – 1990 წლის 15 სექტემბერს ვინმე ვოლფრამმა ფესტივალის დროს, 8 საათში 8001 ადამიანს აკოცა. 14 – პირველი კოცნა ტელეეკრანზე: 1896 წელს, მეი ირვინისა და ჯონ რაისის შესრულებით, ტომას ედისონის 30 წამიან ვიდეორგოლში „კოცნა“. 15 – ყველაზე ინტიმური კოცნა ფილმში: 1926 წელს გადაღებული „დონ ჟუანი“. ფილმში 191 კოცნა დათვალეს. 16 – ყველაზე ხანგრძლივი კოცნა კინოს ისტორიაში: რეჯის ტუმე და ჯეინ ვაიმენი, 185 წამის განმავლობაში ჰკოცნიდნენ ერთმანეთს ფილმში You’re in the Army Now. 17 – კოცნისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომლის ეფექტი 200–ჯერ აღემატება მორფინის ეფექტს. კოცნა ადამიანს სიხარულისა და ბედნიერების განცდას მატებს. 18 – ქალებს კოცნა სტრესის მოხსნასა და დასვენებაში ეხმარებათ. 19 – საშუალოდ, ადამიანი თავისი ცხოვრების 20160 წუთს, ანუ დაახლოებით ორ კვირას ხარჯავს კოცნაზე. 20 – კოცნაში ჩართულია სახის 29 კუნთი (ზოგი მონაცემებით 34). საინტერესო ფაქტები ტვინის შესახებ 04/23/2012
ტვინი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე რთული და საინტერესო ორგანოა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ტვინის შესახებ: 1. ტვინი 100 მილიარდი ნეირონისგან შედგება. 2. მიიჩნევა, რომ მთქნარებისას ადამიანი გაცილებით მეტ ჟანგბადს აწვდის ტვინს. 3. ტვინის 75% წყლისგან შედგება. 4. იმ ბავშვებში, რომლებიც 5 წლამდე 2 ენას სწავლობენ, ტვინის სტრუქტურა იცვლება. 5. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ლანჩზე ხელოვნური დანამატებით გაჯერებულ საკვებს არ მიირთმევდნენ, საგამოცდო ტესტებში უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ და უფრო მობილიზებულნი იყვნენ, ვიდრე სწრაფი კვების პროდუქტების მომხმარებლები. 6. მუსიკის გაკვეთილები როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში ტვინის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. 7. ტვინი სხეულის სრული ჟანგბადის 20%-ს იყენებს. 8. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცისა და ქალის ტვინი ფიზიკურ ტკივილზე განსხვავებულად რეაგირებს. 9. ტვინი ზრდას 18 წლის ასაკში წყვეტს. 10. ძლიერი სტრესის დროს ტვინის სტრუქტურა, უჯრედები და ფუნქციონირება იცვლება. უხელო ფოტოგრაფი 04/20/2012
ინდონეზიელმა რუსიდა ბადაუიმ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტად შემოქმედი ადამიანისთვის ფიზიკური ნაკლი პრობლემა არ არის. 44 წლის ქალბატონმა უბედური შემთხვევის შედეგად ხელები დაკარგა, მაგრამ პროფესიონალი ფოტოგრაფია და უამრავი შეკვეთაც აქვს. რუსიდა 20 წელია საკუთარ სტუდიაში მუშაობს. ის არა მარტო წარმატებული ფოტოგრაფი, არამედ კარგი დედა და მეუღლეა. რუსიდა მეუღლესთან და 13 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მას ხშირად იწვევენ ქორწილების, კარნავალებისა და სხვა ღონისძიებების გადასაღებად. ზოგჯერ მისი მომსახურებით ადგილობრივი ხელისუფალნიც სარგებლობენ. ის 12 წლის იყო, როდესაც ავტოავარიაში მოყვა და ინციდენტის გამო იდაყვამდე ორივე ხელის ამპუტაცია დასჭირდა. პატარა გოგონასთვის ეს დიდი ტრაგედია იყო და მან სკოლაში სიარულზე უარი განაცხადა. როდესაც წამოიზარდა, მშობლებს სთხოვა მისთვის ფოტოაპარატი ეყიდათ და ამ პროფესიით სწორედ მაშინ დაინტერესდა. შემდეგ სწავლა პროფესიულ სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო და წარმატებული კარიერა შეიქმნა. ავსტრალიელმა მხატვარმა აელიტა ადრემ ხელოვნების სამყარო ააფორიაქა. მას უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა აშშ-სა და იტალიაში და მისი ნახატები უკვე შეიძინა რამდენიმე კოლექციონერმა, არადა აელიტა ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. აელიტამ ხატვა 9 თვის ასაკში დაიწყო. მისი ნამუშევრები შინაარსით აბსტრაქტულ და სურეალისტურ მიმდინარეობებს უახლოვდება. გოგონას დირექტივებს არავინ აძლევს. ის ყოველთვის თავად წყვეტს, რა და როდის დახატოს. შესაძლოა მუშაობას თამაშის გამო მოწყდეს, თუმცა ხატვას მალევე უბრუნდება. ანდრეს ნახატები იაფი სულაც არ არის. ერთ-ერთი მათგანი 300 000 დოლარად გაიყიდა, ხოლო გაყიდული ნახატების საერთო ღორებულება 1 მლნ დოლარს აღწევს. გოგონას ნახატებიდან რამდენიმე იმდენად კარგია, რომ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ ის 4 წლის გოგონამ სხვების დახმარების გარეშე დახატა. ანდრე ავსტრალიის ვიზუალური ხელოვნების ასოციაციის წევრია. მისი მშობლები რუსი ფოტოგრაფი ნინა კალაშნიკოვა და ავსტრალიელი მხატვარი მაიკლ ანდრე არიან. ერთხელ მელბურნის სამხატვრო გალერეის დირექტორმა უცნობი მხატვრის ნამუშევრები ნახა და გალერეაში მათი გამოფენა გადაწყვიტა. როდესაც სარეკლამო ბუკლეტები უკვე დაბეჭდილი იყო და მედიამ ექსპოზიციის ანონსიც გააშუქა, დირექტორმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ეს უცნობი მხატვარი 2 წლის იყო. |