როგორ ვიყოთ მუდმივად ენერგიულები 05/16/2012
ჩვენი დატვირთული ცხოვრების რიტმს რომ ავყვეთ და თან ენერგია და ტონუსიც შევინარჩუნოთ, სპეციალისტები გვირჩევენ: 1. ბევრი იმოძრავეთ, თან ეცადეთ, ეს სიამოვნებით გააკეთოთ. 2. გარშემო მყოფებთან შეხებას თავს ნუ აარიდებთ – მეგობრული მოხვევა, ხელის ჩამორთმევა – ენერგიის ჯანსაღი წყაროებია; ეცადეთ, გაიაროთ მასაჟის კურსიც. 3. სამუშაო დღის განმავლობაში თავს ხანმოკლე დასვენების უფლება მიეცით. 4. დიეტაზე ნუ გადახვალთ. მიირთვით ჯანსაღი საკვები დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით. 5. გაიხსენეთ არომათერაპია. პიტნის ეთეროვანი ზეთი ეფექტიანი გამამხნევებელი საშუალებაა. 6. ისუნთქეთ ღრმად. რაც მეტ ჟანგბადს ჩაისუნთქავთ, მით უფრო მოგემატებათ ენერგია. 7. თავს დასვენების დღე მოუწყვეთ – უბრალოდ წამოწექით ან ისეირნეთ. 8. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაწექით და ადექით, დასვენების დღეებშიც კი. 9. კვირაში ერთხელ კარგად გამოიძინეთ. Add Comment ხელების მშვენიერების საიდუმლო 05/11/2012
რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის.გარდა ამისა, ხელის კანი 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს შეიცავს, ვიდრე სახისა. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს. რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელი წესები უნდა დავიცვათ? ისწავლეთ ხელების დაბანა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი კანს ასქელებს, აუხეშებს, აწითლებს, ხეთქავს და ქერცლავს, ცხელი კი აშრობს და ადუნებს.დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან კონტაქტის შემდეგ ხელების გამშრალება აუცილებელია. ამით თავიდან აიცილებთ კანის დახორკვლასა და გაუხეშებას.სწორად შეარჩიეთ საპონი. საუკეთესოა რბილი (სასურველია, გლიცერინის შემცველი) საპონი, რომელიც არ შეიცავს ტუტე და კანის გამოშრობის ხელშემწყობ ნივთიერებებს. სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები განსაკუთრებით ხელებს ვნებს. მათი ზემოქმედებით ირღვევა ადგილობრივი იმუნიტეტი, უჯრედულ დონეზე მიმდინარე პათოლოგიური ძვრები კი სხვადასხვა დაავადებას (მათ შორის – ალერგიულ დერმატიტსა და ეგზემას) აძლევს დასაბამს, ამიტომ ეცადეთ, საოჯახო საქმე ხელთათმანებით აკეთოთ და ხელები მავნე ქიმიური აგენტებისგან დაიცვათ.რეგულარულად ისვით მკვებავი კრემი. იდეალურ შემთხვევაში ის წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უნდა შეიზილოთ, რეალურად კი დღეში ერთი-ორჯერ მაინც. მკვებავის გარეშე დიდხანს დარჩენილი ხელების კანი შრება, ნაოჭდება, პიგმენტური ლაქები უჩნდება, სკდება, ნახეთქები კი მიკრობებისთვის შესანიშნავი კარიბჭეა. რეგულარულად იკეთეთ ხელების მასაჟი. ეს აძლიერებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთებისა და მყესების დაძაბულობას, ააქტიურებს კანის რეცეპტორებს. მასაჟის დროს რეკომენდებულია მკვებავი კრემის გამოყენება. პრინციპში, ხანმოკლე თვითმასაჟს ჩვენ კრემის ყოველი შეზელისას ვიკეთებთ, როდესაც დამწოლი მოძრაობით ვიზელთ თითების ფალანგებს წვერიდან ფუძისკენ, შემდეგ კი – ხელისგულებსა და ხელის ზურგებს, მაჯის ჩართვით და წინამხარზე გადასვლით. გთავაზობთ მასაჟის შესრულების ერთ-ერთ მეთოდს: მტევნები მაქსიმალურად გაჭიმეთ. ცალი ხელის მტევანი მუშტად შეკარით და რიტმულად და მსუბუქად ურტყით მეორე ხელის ჯერ მტევანს (ზურგსა და ხელისგულს), შემდეგ – წინამხარს იდაყვის ჩათვლით. ამის შემდეგ ხელები შეანაცვლეთ. ძალზე სასარგებლოა მსუბუქი ჩქმეტითი მასაჟიც. ის თითის წვერებიდან ნების მიმართულებით უნდა შესრულდეს. კანი მსუბუქად, პატარა ბალიშებად უნდა წამოიწიოს საჩვენებელი და ცერა თითებით. ამგვარი მასაჟი ამაღლებს კუნთების ტონუსს. გარდა ამისა, აუცილებელია თითის თითოეული სახსრის მასირება წრიული მოძრაობით. კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ ხელის აბაზანები და ნიღბები. ისინი არბილებს, ატენიანებს და კვებავს კანს, აძლიერებს დამცავ მექანიზმებს და ასტიმულირებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესებს. მზა ნიღბების შემადგენლობაში შედის ვიტამინები, გლიცერინი, ცვილი, თაფლი, ალოე ჟენ-შენი, გვირილა, ლანოლინი. ნიღბისთვის შეგიძლიათ ცხიმიანი კრემიც გამოიყენოთ: სქლად წაისვათ ხელებზე, 10-15 წუთს გაიჩერეთ და ნარჩენი ქაღალდის ხელსაწმენდით მოიშორეთ. ხელების კანს ელასტიკურობას და ხავერდოვნებას მატებს ასეთი აბაზანები: 2 ლიტრ თბილ წყალს + 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი ან 1 ჩაის კოვზ ნიშადურის სპირტს + 1 სადილის კოვზი გლიცერინი. პროცედურა გრძელდება 15-30 წუთს. სასურველია, ჩაიტაროთ 10-15-დღიანი კურსი. 1 ლიტრ ცხელ წყალს + 2 სადილის კოვზი გვირილის, ჭინჭრის, მრავალძარღვას, სალბის ნარევი. პროცედურა გრძელდება 20-30 წუთს. გავუმკლავდეთ ცელულიტს 05/05/2012
ცელულიტმა არ იცის ასაკი (რა თქმა უნდა თოთო ბავშვებზე არ მაქვს საუბარი), არ იცის გამხდარი და მსუქანი, მაინცდამაინც ქალებს გადაგვეკიდა და ქალების 85% არ ინდობს. საუკეთესო და იდეალური იქნებოდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით საერთოდ აგვერიდებინა ამისთვის თავი, მაგრამ შენ თუ ამ პოსტს აქამდე კითხულობ, სულაც არ ნიშნავს რომ საქმე ცუდად არის და უკვე გვიანია. ცელულიტის მოცილება სამწუხაროდ არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი ძალისხმება, მონდომება და ისევ და ისევ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. რა არის ცელულიტი? ეს არის ბორცვებიანი, ორმოებიანი კანი რომელიც ჩნდება დუნდულებზე, თეძოებზე, მუცელზე და ასევე მკლავებზეც. რა არის ამის მიზეზი? სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი. ასეთ დროს სისხლის მიმოქცევა და ლიმფური სისტემები შენელებულია. ეს ნიშნავს რომ უჯრედებს საკმაო რაოდენობის სისხლი და ჟანგბადი არ მიეწოდება, ამის გამო ორგანიზმი სითხეს აკავებს და ეს ბორცვებს/ორმოებს უფრო აუარესებს. სიგარეტის მოწევას, ბევრ ალკოჰოლს, ცუდი კვებას საბოლოოდ კანის ელასტიურობის დაკარგვამდე მივყავართ. რითი შეიძლება ვებრძოლოთ ცელულიტს? მეტი ივარჯიშე კვირაში 3-5 ჯერ მინიმუმ 20-30 წუთიანი კარდიო ვარჯიში დაგეხმარებათ მოიცილოთ ცხიმი, რომელიც იწვევს ცელულიტს. კარგია სირბილი, ველოსიპედი, ცეკვა, კიკბოქსინგი, ან თუნდაც რომელიმე ფიტნეს ვიდეო, მაგალითად Pump it up, Zumba, Tracey Anderson Metamorphosis. ასევე მიაქციეთ ყურადღება რომ ძალოვანი ვარჯიშებიც ჩართოთ. რადგან ცელულიტის შემსუბუქება შეიძლება 6 კვირაში თუ რეგულარულად გააკეთებთ ვარჯიშებს რომელიც სხეულის ქვედა ნაწილზეა გათვლილი. მიიღე ჯანსაღი საკვები შეამცირეთ მარილი, შაქარი და ცხიმიანი საკვები. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით რომლებიც შეიცავენ კალიუმს (ბროკოლი, სტაფილო), მიირთვით თევზი. ომეგა-3 რომელსაც მაგალითად ორაგული უხვი რაოდენობით შეიცავს ძალიან კარგია კანისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. დალიეთ წყალი აკონტროლეთ ყავა და ალკოჰოლის რაოდენობა სხეულის ჯაგრისი დღესდღეობით უამრავი პროცედურები, მასაჟები არსებობს რომელიც დაგეხმარებათ ცელულიტის შემცირებაში. ზოგადად სწორი კვებისა და ვარჯიშის გარეშე სასწაულებს არ უნდა ელოდოთ ასეთი პროცედურებისგან, მაგრამ დამტკიცებულია რომ ვაკუუმ მასაჟებს შედეგი ნამდვილად აქვს. ეს არის მასაჟი ხელსაწყოთი, რომელიც დაგორავს აქეთ იქით ცელულიტზე და შლის ცხიმის უჯრედებს და ამაგრებს კანს. მინიმუმ 10 მასაჟი არის რეკომენდირებული და ესეც საკმაო თანხა დაგიჯდებათ. ამის შემცვლელი ვარიანტია მასაჟი კოტოშებით, მაგრამ არც ამით გამოხვალთ იაფად. სპეციალური სხეულის ჯაგრისი ნამდვილად ხელმისაწვდომი ვარიანტია სხეულის ჯაგრისით „დავარცხნა“, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულოთ. ეს მარტივი და სულ რაღაც 2 წუთიანი პროცედურა ხელს უწყობს ლიმფას და სისხლის მიმოქეცევას ჯაგრისი აცილებს მკვდარ ნაწილებს და კანს რბილს ტოვებს ტანის ლოსიონები, ზეთები უკეთესად აითვისება. ზოგადად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ხელს უწყობს საჭმლის მონელებას დავარცხნის მიმართულება დაიწყეთ სხეულის დავარცხნა ქვედა კიდურებიდან, ყოველთვის ქვევიდან ზევით გულის მიმართულებით და გრძელი ნაზი მოძრაობებით. საუკეთესოა დილას ან/და საღამოს შხაპის მიღებამდე. დატენიანება ცელულიტი უარესად ჩანს მშრალ ან დეჰიდრირებულ კანზე, ასე რომ ტანის კრემი ხელს უწყობს შეამციროს მისი ხილვადობა. ჩვეულებრივ კრემებთან ერთად გამოიყენეთ ანტი-ცელულიტური კრემებიც. კანის დატენიანება და მისი გამკვრივებაში დაგეხმარებათ. ჩემი არჩევანი- L’Oreal – Nutrilift. არც სქელი ტექსტურა, არც წებოვანი, სასიამოვნი სურნელით და სხეულს ნამდვილად ამკვრივებს. რა თქმა უნდა მხოლოდ კრემები სასწაულს ვერ მოახდენენ, კომპლექსური მიდგომა, მონდომება და დროა საჭირო. წარმატებები რომელი სართულია საუკეთესო საცხოვრებლად? 05/03/2012
სახლის რომელი სართულია საუკეთესო ეკოლოგიის, სისუფთავის, უსაფრთხოების, კომფორტისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით? ხშირ შემთხვევაში პრეტენზიები პირველ და ბოლო სართულებზე მოდის, ამიტომ კორპუსის შუა სართულების მახასიათებლები ყურადღების მიღმა რჩება. რომელი სართულია ყველაზე უსაფრთხო? რა თქმა უნდა, პირველი და მეორე, რადგან უბედური შემთხვევის დროს თავის დაღწევა ყველაზე ადვილია. ევაკუაციის მხრივ ყველაზე "ცუდ" სართულებად 25-დან ზემოთ ითვლება, რადგან ყველაზე თანამედროვე საევაკუაციო კიბეც კი ვერ იშლება 90 მეტრზე მეტად. ძველ სახლებში ბოლო სართულს უამრავი პრობლემა მოაქვს, რადგან შესაძლოა, წვიმა ჭერიდან სახლში ჩამოვიდეს. გთავაზობთ სხვადასხვა სართულის დადებით და უარყოფით მხარეებს. 1. პირველი და მეორე სართულები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი დადებითი მხარე ევაკუაციის სიმარტივეა, თუმცა ამასთან, მას საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისება აქვს. მაგალითად, ქუჩიდან შემოსული ხმაური და სიბინძურე, ნესტი და სუნი, რომელიც სარდაფიდან ამოდის, მწერების სიმრავლე, კანალიზაციის პრობლემები და სიცივე. 2. მესამე და მეოთხე სართულები ეკოლოგიისა და მოსახერხებლობის თვალსაზრისით საუკეთესოდ ითვლება. ამ სიმაღლეზე ვერ აღწევს მანქანების გამონაბოლქვი, ხოლო ქარხნული და სხვა კვამლის კონცენტრაცია მაღალ სართულებზე მეტია, თუმცა ამ სართულების უარყოფით მხარედ სწორედ მათი ადგილმდებარეობა ითვლება. დიდ ქალაქებში მე-3-4 სართულებზე მზის შუქი თითქმის ვერ აღწევს. 3. მეექვსე და მეშვიდე სართულების დადებით მხარედ შესაძლოა, სუფთა ჰაერი ჩაითვალოს, თუმცა მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს, ამ სართულების არჩევა არაა რეკომენდირებული. 4. მერვე და უფრო მაღალი სართულები საუკეთესოა განათების მხრივ. 5. მეთხუთმეტე და უფრო მაღალი სართულები საუკეთესოა ხედებით. გარდა ამისა, ითვლება, რომ ზამთრის პერიოდში ამ სართულებზე ყველაზე მეტად თბილა. თუმცა უბედური ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის, მაგალითად ხანძრის დროს, ხშირად ლიფტი ითიშება და შენობიდან გაღწევა რთულია. 6. ბოლო სართულზე არის ბუხრის დამონტაჟების საშუალება და სხვა ბევრი პრივილეგია. თუმცა ბოლო სართულს სახურავის და ვენტილაციის პრობლემები აქვს, რომელსაც ბინის შეძენის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ფერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია დადებითი განწყობის შექმნა. სახლის თითოეულ ოთახს თავისი დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორი განწყობის შექმნა გსურთ და შემდეგ შეარჩიეთ სწორი ფერი . ნუ იჩქარებთ გლობალური ცვლილებების განხორციელებას, თავიდან აჯობებს დაიწყოთ პატარა, მაგრამ მიზანმიმართული ცვლილებებით და სიახლეებით. თუ ეხლა იწყებთ სახლის რემონტს გაითვალიწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, ხოლო თუ უკვე მოწყობილ ბინაში ცხოვრობთ და შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ დაიწყეთ დეკორის ელემენტებით.შეიძინეთ ახალი დეკორატიული ბალიში ,ახალი ბრა და თქვენ ნაბიჯ -ნაბიჯ მიუახლოვდებით თქვენს მიზანს . მწვანე ფერი მწვანე ფერი ხის ფერია , რომელიც ასოცირდება გაზაფხულთან და ზრდა–განვითარებასთან. იგი განასახიერებს მშვიდობას და სიმშვიდეს, კურნავს სტრესისგან, ამცირებს სულიერ ტკივილს და შფოთვას. მწვანე უხდება საძინებლებს და საერთოდ იმ ოთახებს სადაც ადამიანი ისვენებს. ღია მწვანე იდეალურია საბავშვო ოთახისთვის. თუ არ გსურთ მთლიანი ოთახის შეღებვა მწვანედ , მაშინ ამ ფერის ელემენტები შეიტანეთ ინტერიერში, წითელი ფერი წითელი ცხოვრებისეული ენერგიის განმასახიერებელი, მკვეთრი და გამომწვევი ფერია, განაგებს სიძლიერეს და ვნებას. წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად. იგი ათბობს და იქცევს ყურადღებას. გონებაში ეს ფერი ასევე ასოცირდება ცეცხლთან, სიცხესთან და სიმდიდრესთან თუმცა ,ასევე ის შეიძლება მეტყველებდეს სიმორცხვეზე ან კონფლიქტურობაზე . დაუშვებელია წითელი ფერის გამოყენება საბავშვო ოთახის მოწყობისას. თუ გსურთ გქონდეთ მხურვალე და ვნებიანი პირადი ცხოვრება გაამრავალფეროვნეთ საძინებელი წითელით თუმცა მთლიანად ნუ შეღებავთ, ვინაიდან შეიძლება უძილობის მსხვერპლი გახდეთ. უმჯობესი იქნება საძინებელი ჩალისფრად შეღებოთ და დეკორის წითელი ელემენტებით მორთოთ. ამ ფერთან არაჰარმონიულია შავი და ცისფერი– წყლის სიმბოლოს ფერები. ცისფერი–ლურჯი ცისფერი ცის და ოკეანის, სიმშვიდის ფერია. მას ძლიერი დამამშვიდებელი ზეგავლენა აქვს და აღძრავს სამყაროს შეცნობის სურვილის. ლურჯი ფერი ამძაფრებს ინტუიციას და ადამიანის სულიერ მისწრაფებებს. თუ საცხოვრებელ სახლში გაქვთ მედიტაციისთვის ცალკე ოთახი მას ყველაზე კარგად ცისფერი ან ლურჯი შეეფერება. ეს ორივე ფერი ასევე იდეალურია აბაზანისთვის. ყვითელი ფერი ყვითელი ფერი მზის, აყვავების და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს. მზის ენერგია სიცოცხლის დასაბამს აძლევს ყველაფერ მშვენიერს ჩვენს სამყაროში: მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანს. ყვითელი აცოცხლებს ყველაზე უღიმღამო დაწესებულებებს, ასევე განაპირობებს ადამიანში კეთილგანწყობას და სიცოცხლის ხალისს. ეს ფერი აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად. დაამატეთ იგი თქვენს ბინაში სულიერი სიმშვიდის, სითბოს, კარგი განწყობის და პოზიტიური აზროვნების მოსაზიდად. ყვითელი ფერი იდეალურია სასტუმრო ოთახის გასაფორმებლად. შეგიძლიათ ღია ლიმნისფრად შეღებოთ მთლიანი ოთახი ან ყვითელი ფერის ელემენტებით გაამდიდროთ ინტერიერი ,როგორც სასტუმრო ოთახში, ასევე სამზარეულოში. ნეგატიურია აბაზანისთვის. ყვითელი ასევე სტიმულაციას უწევს გონებრივ შესაძლებლობებს. ამ ფერის ტანსაცმელი ან აქსესუარები რეკომენდირებულია მორიდებული ადამიანებისათვის. ოქროსფერი ოქროსფერი პატივისცემის და შენდობის ნიშანია, ამ ფერის სამოსს ჩინეთში მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ, ასევე მათი ნათესავები და სამეფო კართან დაახლოებული პირები. ამ ფერის თბილ ანარეკლს შეუძლია ადამიანის ცუდი განწყობის შეცვლა, მას მოაქვს ოპტიმიზმი და აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას, აღვივებს ადამიანში ყველა დადებით თვისებას. ოქროსფერი ფულის ფერია, წითელთან შეხამებაში სიმდიდრის და ბარაქის სიმბოლოა. ინტერიერში ყველაზე ხშირად სწორედ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენება. ნაცრისფერი ნაცრისფერი იდეალური ფერია მოსაცდელი ოთახისთვის და შემოსასვლელისთვის. ყავისფერი ყავისფერი სტაბილურობის ფერია უზრუნველჰყოფს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნებას. კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისათვის. იდეალური ფერია სასადილო ოთახისთვის, სამზარეულოსთვის და საძინებლისთვის. იასამნისფერი ფენ შუის მიმდევრები იასამნისფერს ჯადოსნურს უწოდებენ, ის ძალაუფლებას და სიმდიდრეს განასახიერებს. მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან, აღვივებს ფანტაზიის უნარს, აერთიანებს ენერგიულობას და სიმშვიდეს. არ შეეფერება ისეთ ოთახებს სადაც ადამიანი ისვენებს (გონებით და სხეულით). ამიტომ ეს ფერი ყველაზე კარგად გამოავლენს თავს სიმდიდრის ზონაში ამ უკანასკნელის გააქტიურებისათვის. თუ ზედმეტად მეოცნებე ნატურა გაქვთ მაშინ მოერიდეთ ამ ფერს. სტაფილოსფერი სტაფილოსფერი წარმატებით მოიცავს წითელი ფერის სიძლიერეს და ყვითელი ფერის კეთილგანწყობას. ძალიან დადებითი ზეგავლენის ფერია, მოაქვს წარმატება, სიკეთე და კეთილგანწყობა. საბავშვო ზონაში პოზიტიური ენერგიის შემატება სწორედ სტაფილოსფერის საშუალებით შეგიძლიათ. მას განსწავლულობის ფერს უწოდებენ ვინაიდან ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას, ფანტაზიის უნარს და წარმოსახვას. სასურველია მისი გამოყენება ოფისებში, სასტუმრო და საკლასო ოთახებში (განმანათლებელ დაწესებულებებში) ის ხელს უწყობს გონებას დიდი რაოდენობის ინფორმაციების აღქმა – დამახსოვრებაში. თეთრი ფერი თეთრი ფერი განასახიერებს ადამიანის წმინდა , უბიწო ზრახვებს. სახლში არ უნდა დომინირებდეს მხოლოდ თეთრი , ფენ შუის მიხედვით ის საკმაოდ ცივ ფერად არის მიჩნეული.გაამდიდრეთ თეთრი კედლები სხვა ფერების საშუალებით და გაიფერადეთ ცხოვრება. სახლის მოწყობის ამ სისტემის წყალობით მრავალი ადამიანის ცხოვრებაში შემოვიდა ჰარმონია, კეთილდღეობა და წინსვლა. უკვე მრავალი წელია რაც ამერიკასა და ევროპაში შეძლებული ადამიანები ფენ შუის დახმარებით იწყობენ საცხოვრებელს. რჩევები ორსულ ქალებს 04/26/2012
ორსული ქალბატონებისთვის ბევრი აკრძალვები არსებობს. თუმცა ამ აკრძალვებში რამდენიმე ნამდვილად ისეთია, რომლის გათვალისწინებაც ნაყოფის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა არსებობს შეხედულებებიც, რომლებიც სრულიად უსაფუძვლო და სასაცილოა. მაგალითად ის, რომ ორსულმა ქალმა არ უნდა შეიჭრას თმა, არ მიირთვას ციტრუსი და არ დაკავდეს ფიტნესით, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. თუმცა ფიტნესი და სამოგზაუროდ წასვლა, ორსულობის უკანასკნელ თვეებში, შესაძლოა, ნამდვილად იყოს ზიანის მომტანი. არ შეიცვალოთ კლიმატი... ჩამონათვალი დავიწყოთ შემდეგი თემით: ორსულმა ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს კლიმატი. ორსულობის პირვლ თვეებში მოგზაურობა ნამდვილად არ არის აკრძალული. ფეხმძიმობის 24–26 კვირამდე ექიმები ქალს ნებას რთავენ იმგზავრონ თვითმფრნავით ან მატარებლით, მაგრამ ეს ყველაფერი უკანასკნელ თვეებსა და კვირეებში იკრძალება. ეს ყველაფერი კი ატმოსფერული წნევის ცვლილებების გამოა გამოწვეული. დაბალმა ატმოსფერულმა წნევამ შესაძლოა ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს. ქალბატონების გარკვეული ნაწილი, ისედაც ცუდად იტანს ამინდის ცვლილებებს, ატმოსფერული წნევის ვარდნის შემთხვევაში კი ისინი სახლიდან საერთოდ არ უნდა გამოვიდნენ. ზამთარში სიცივის სითბოთი ჩანაცვლება იმ ქალბატონებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული, რომლებსაც სრულიად მშვიდი ორსულობა აქვთ. უარი თქვით სილამაზის სალონებზე... ეს რჩევა რა თქმა უნდა მხოლოდ პროტესტს და უკმაყოფილებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა ორსულმა ქალბატონმა თავის მოვლა არ უნდა შეწყვიტოს. ამასთანავე სილამაზის სალონების სტუმრობა კატეგორიულადაც არ იკრძალება. ამ შემთხვევაში მხოლოდ თმის შეღებვა იკრძალება. ქალბატონს შეუძლია გამოიყენოს ნატურალური საღებავები, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავენ. ქიმიური ნივთიერებები ერთნაირად საშიშია როგორც მომავალი დედისთვის, ასევე ბავშვისთვისაც. სილამაზის სალონში სპეციალისტი აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენს ორსულობასთან დაკავშირებით, ეს მას დაეხმარება არატოქსიური ნივთიერების შერჩევაში. არ ისაუბროთ ტელეფონზე... დამტკიცებულია რომ ფიჭური კავშირით სარგებლობა არის ის, რაც არ უნდა გააკეთოს ორსულმა ქალბატონმა. მგრამ თანამედროვე სამყაროში, ყოველგვარი კომუნიკაცია მსგავს კავშირებზეა დაფუძნებული, ამიტომ მობილურ ტელეფონზე უარის თქმა ნამდვილად რთულია. სწორედ ამიტომ, თუ ქალბატონი ვერ ანებებს თავს კომპიუტერსა და ტელეფონს, მან უბრალოდ უნდა შეზღუდოს მათი გამოყენება. სასურველია თუ მობილურ ტელეფონს იგი ღამით სრულიად გამორთავს. არ შეიზღუდოთ თავი საკვებში... მთავარი წესი ორსულობის დროს გახლავთ შემდეგი: მიირთვით ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. დიეტებმა შესაძლოა ფსიქოლოგიურ ტრავმამდე და ფიზიკურ დაავადებებამდე მიგიყვანოთ. აღსანიშნავია, რომ ორსულობის დროს სუსტი სქესის წარმომადგენლების იმუნიტეტი მეტად შესუსტებულია. დიეტები და დაუბალანსირებელი კვება სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განურჩევლად ყველაფერი უნდა მიირთვათ. ზიანის მომტანი, ქიმიური ნივთიერებების შემცველი საკვები რა თქმა უნდა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მიირძთვათ. ამასთანავე უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე. ორსულის და მისი შვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს ბევრი ტკბილეული, შემწვარი, მოხრაკული, ზედმეტად ცხიმიანი, მწარე, მლაშე საკვები. არ არის სასურველი ბანანისა და ყურძენის მიღებაც. უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ჯანსაღად იკვებოთ. უარი ცხელ აბაზანებს... ცხელი აბაზანების ხანგრძლივმა მიღებამ, შესაძლოა ორსული ქალბატონი თავბრუსხვევამდე და წნევის დავარდნამდე მიიყვანოს. სპეციალისტები ორსულებს კონტრასტული პროცედურების ჩატარებას ურჩევენ. გრილი წყალი მეტად დადებითად მოქმედებს ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობაზე. აბაზანის მიღება ქალს უნდა ეხმარებოდის სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაში. ამ გზით უზრუნველყოფილია როგორც დედის, ასევე შვილის ნერვული სისტემა, ტვინი, გული, ფილტვები და თირკმელები. უარი თქვით სპორტზე... თუ ორულობამდე ქალი არ ვარჯიშობდა და მას ფიტნესით დაკავება ორსულობის დროს მოუნდება, ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. იმ ქალბატონებისთვის, რომელთათვისაც ფეხმძიმობის დროს ფორმის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს ერთი რჩევა: ძალიან არ გადაიტვირთონ ამაზე ფიქრით არც თავი და არც ნერვები. მიუხედავად ყველაფრისა, ორსული ქალბატონი შესაძლოა მეტად მსუბუქი ფიტნესით დაკავდეს, მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენეოს არავითარი სავარჯიშო იარაღი და არ უნდა გადაიტვირთოს. იგი მშობიარობის შემდეგ თუ სურვილი ექნება, მისთვის სასურველ ფორმას აუცილებლად დაუბრუნდება. არ მიიღოთ ბევრი წყალი... ექიმები ორსულებს არ ურჩევენ ორ ლიტრ წყალზე მეტი სითხის მიღებას. სასურველია თუ სითხე 1,5 ლიტრს არ გადააჭარბებს. ამასთანვე ამ რაოდენობის სითხეში უნდა შედიოდეს ნატურალური წვენებიც. ორსულმა ქალბატონებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ როგორც ყავა, რომელიც არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს, ასევე ჩაიც. არც მწვანე ჩაი რის რეკომენდებული. აღსანიშნავია, რომ არც მინერალური წყლის მიღებაა სასურველი მომავალი დედისთვის. სითხის მიღების რაოდენობა, პირდაპირ უკავშირდება სწორად კვებას. ბალანსი მაშინ მიიღწევა, თუ რაციონიდან ამოიღებთ ყოველგვარ მწარესა და მლაშეს. არ დაგავიწყდეთ, რომ სითხეში მხოლოდ წყალი არ იგულისხმება, მასში შედის წვნიანებიც, ხილიც და წვენებიც. არ მოწიოთ და არ ჩაისუნთქოთ კვამლი... მოწევა მავნებელია როგორც დედისთვის ასევე ჩანასახისთვისაც. სწავლულები დიდი,ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ პასიური მწეველობა ისევე მავნებელია ადამიანისთვის, როგორც აქტიური. პასიურმა მწეველობამ შესაძლოა ნაყოფის განუვითარებლობა გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული ნაადრევი მშობიარობაც. სიგარეტის კვამლმა, ჩანასახში შესაძლოა სიმსივნური ქსოვილები წარმოქმნას. ხოლო თავად მწეველი ორსულების ბავშვებს ძირითადად პრობლემა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით ექმნებათ და ისინი მცირეწონიანები იბადებიან. ქალმა უნდა ეცადოს ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა, ორსულობის პირველ თვეებში მაინც! 30 საიდუმლო ქალის გასაბედნიერებლად 04/24/2012
1. საჭიროა, რომ წყვილს გარკვეულ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები ჰქონდეს. 2. ეცადეთ, დაეხმაროთ ცოლს სახლის საქმეებში. 3. ეცადეთ, თვალი დახუჭოთ თქვენი მეორე ნახევრის გარკვეულ, უმნიშვნელო უარყოფით თვისებებზე, რომლებმაც, შესაძლოა, თავდაპირველად გაგაღიზიანოთ. თუ თქვენ ცოლში ერთი, რომელიმე კონკრეტული თვისება არ მოგწონთ, მაშინ აუცილებლად იქნებით კმაყოფილი სხვა დადებითი თვისებებით, რომლებიც ქალში ნამდვილად ჭარბობს. 4. იყავი ყურადღებიანი და თბილი. 5. ყურადღებითა და მოთმინებით მოუსმინე კრიტიკას, რომელიც ცოლის მხრიდან, შენი მიმართულებით ისმის. ეცადე კრიტიკის გამომწვევი მიზეზის გამოსწორებას. 6. სასიამოვნოდ განეწყვე ცოლისა და შვილების მიმართ. საუკეთესო მამაკაცი არის ის, ვინც თავის ოჯახს საკუთარ ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს. 7. თუ შენ დადებითად მოეპყრობი ოჯახის წევრებს, ანალოგიურ დამოკიდებულებას მიიღებ მათი მხრიდანაც. ამ გზით, არა მარტო ცოლს, არამედ საკუთარ თავსაც გააბედნიერებთ. 8. არ იძუნწო. საკუთარი ფინანსები სწორად გადაანაწილე. არავითარ შემთხვევაში არ უთხრა ცოლს, რომ შენ ინახავ ოჯახს. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი მოვალეობაა. 9. არასდროს დაამცირო მეუღლე, რადგან ასეთი ქმედება დიდი ხნის მანძილზე დატოვებს კვალს. ყველაზე საშიში არის შეურაცხმყოფელი ფრაზები ცოლის მშობლებისა და ახლობლების მიმართულებით. ასეთი ქმედება, შესაძლოა, მეუღლემ სიტყვიერად გაპატიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იგი ამას ვერასდროს დაივიწყებს. 10. თუ თქვენ კარგად მოექცევი მეუღლეს, ანალოგიურად გიპასუხებთ იგიც. აგრძნობინეთ მას, რომ თქვენ მის ბედნიერებას საკუთარ თავზე უფრო მაღალ საფეხურზე აყენებთ. 11. გახსოვდეთ, რომ ქალბატონებს ყოველთვის სურთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე საქმეების კონტროლი. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად ესაუბრეთ მას. შინ დაბრუნებულნი ეცადეთ არ იყოთ მოღუშულები, უხასიათოები, ჩუმები და პირქუშები. ამან, შესაძლოა, თქვენს მეუღლეს შიში და ეჭვი აღძრას. 12. არ ელოდოთ იმას, რომ თქვენი მეუღლე თქვენივე პროფესიული ინტერესებისადმი უაღრეს ინტერესს გამოიჩენს. ამიტომ, მაგალითად თუ თქვენ ასტრონომი ბრძანდებით, არ ელოდოთ, რომ თქვენი მეუღლეც ისევე ინერვიულებს დედამიწისა და ვარსკვლავების მდგომარეობაზე, როგორც თქვენ. 13. იყავი პირდაპირი და გულწრფელი. ამ შემთხვევაში, ასეთივე იქნება თქვენი ცოლიც. არ მოიტყუო, ეს აუცილებლად აღძრავს უნდობლობას ერთმანეთისადმი. 14. ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად მისცეთ მეორე ნახევარს ეჭვიანობის საბაბი. არ გამოამჟღავნოთ საკუთარი ინტერესი სხვა ქალისადმი. ასეთი ქმედება აუცილებლად იმოქმედებს ცოლ–ქმრის ურთიერთობაზე. 15. არავითარ შემთხვევაში არ შეახსენოთ თქვენს მეუღლეს მისი ფიზიკური ნაკლის შესახებ. განსაკუთრებით უცხო წრეში. არ დაამციროთ იგი. 16. აკონტროლეთ საკუთარი ქცევები, ეცადეთ იყოთ ისეთი, როგორიც თქვენს ცოლს სურს. უარი თქვით მავნე ჩვევებზე და გაექეცით ყოველივეს, რამაც შესაძლოა თქვენი ცოლის სიბრაზე გამოიწვიოს. 17. ეცადეთ ხაზი გაუსვათ თქვენი მეუღლის ხასიათის დადებით მაჩვენებლებს. 18. ეცადე ყოველთვის სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ცოლს აწყენინეთ, მაშინ დაუყოვნებლივ მოუბოდიშეთ. არ დაწვეთ დასაძინებლად ცოლზე გაბრაზებულები მაშინ, როცა თქვენი მეორე ნახევარიც ნაწყენია და ამის გამო ნერვიულობს. ეცადეთ გაიაზროთ რომ ის, რისთვისაც თქვენ გაბრაზდით, უბრალო წვრილმანია, რომელიც ცოლის ცრემლებად ნამდვილად არ ღირს. 19. მიეცი საშუალება მეუღლეს საკუთარ თავში დარწმუნებულობისა. არ აქციოთ იგი საკუთარ ჩრდილად, რომელიც უმუშევრად შინ ზის, გივლით თქვენ და მხოლოდ თქვენი ბრძანებების შესრულებაზე ფიქრობს. პირიქით, უბიძგეთ მას იმისკენ, რომ საკუთარი შეხედულებები და დამოუკიდებელი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ჰკითხეთ რჩევები ნებისმიერ საკითხში. გაითვალისწინეთ მისი გადაწყვეტილებები. თუ თვლით, რომ იგი გარკვეულ საკითხზე სწორად მსჯელობს, აუცილებლად აგრძნობინეთ მას ეს. 20. ყოველთვის, როცა თქვენი მეუღლე კომპლიმენტისა და ქების ღირსი იქნება, არ დაიზაროთ, აუცილებლად მიუძღვენით მას რამდენიმე თბილი სიტყვა. 21. რაც შეიძლება ნაკლებად იკამათეთ. არ შეადაროთ ცოლი თქვენს ნათესავებს. იმათ, რომლებიც თქვენში აღფრთოვანებას იწვევენ და არ იბრძოლოთ იმისთვის, რომ თქვენი მეორე ნახევარი დაემსგავსოს თქვენს იდეალს. 22. თუ თქვენს მეუღლეს გარკვეული სახის განათლების მიღება სურს, არავითარ შემთხვევაში არ შეუშალოთ ხელი. აუცილებლად მოიწონეთ მისი მიღწევები. 23. ყურადღებით უსმინეთ საკუთარ მეუღლეს, როცა იგი საუბარს იწყებს. ასეთი გზით, თქვენ შეძლებთ ერთმანეთის უკეთ გაცნობას. 24. აუცილებელია, რომ ქალი თქვენს გვერდით თავს დაცულად გრძნობდეს. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თქვენ მას არასდროს აწყენინებთ და არასდროს მიატოვებთ. 25. აგრძნობინეთ თქვენს პარტნიორს, რომ ყოველთვის უზრუნველყოფთ მას მატერიალურად. ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოახერხოთ, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ქალი. არასდროს ეცადოთ დაეპატრონოთ მის მემკვიდრეობას. 26. აუცილებელია, რომ ცოლისადმი სიყვარულმა, ხელი არ შეგიშალოთ საკუთარი მშობლებისა და ახლობლების სიყვარულში. თითოეულმა მათგანმა უნდა მიიღოს მათთვის განკუთვნილი ყურადღება. ამ შემთხვევაში სრული იდილია დაისადგურებს თქვენს ოჯახში. სიმშვიდე და სიწყნარე კი თქვენი მეუღლის ბედნიერების ერთ–ერთი გარანტია. 27. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, მიმართეთ მეუღლეს ისე, როგორც თავდ გსურთ რომ თქვენ მოგექცნენ. 28. მოინახულეთ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. შეინარჩუნეთ მათთან დადებითი ურთიერთობა, რომელიც სიყვარულსა და პატივისცემაზე იქნება დამყარებული. 29. არ აიძულოთ მეუღლე, უარყოფითი განწყობა შეექმნას თქვენს სამსახურზე. არ დარჩეთ სამსახურში აუცილებელ დროზე დიდხანს. სამსახურმა არ უნდა წაგართვათ განკუთვნილზე მეტი დრო. 30. სახლიდან გასვლის წინ, გულთბილად გამოემშვიდობეთ მეუღლეს, ეს როგორც მისთვის, ასევე თქვენთვისაც წარმატებული დღის გარანტია. თუ სწრაფად იღლებით 04/23/2012
შეიძლება თუ არა ვიტამინების დეფიციტს განვიცდიდეთ და ამას ვერ ვამჩნევდეთ? დიახ. სწრაფი დაღლა, ხშირი ვირუსული ინფექციები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რეგულარულად გაჩენილი დალურჯება, პირის კუთხეებში ნასკდომები - ამ ნიშნებს იშვიათად თუ ვინმე აქცევს ყურადღებასმათ მხოლოდ არასასიამოვნო წვრილმანებად მიიჩნევენ. სინამდვილეში ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობის პირველი სიგნალი სწორედ ისინია. მადის დაქვეითება და ინფექციების მიმართ სუსტი წინააღმდეგობა შეიძლება ცე ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი იყოს.ხანგრძლივი დაღლა რკინის ნაკლებობაზე მეტყველებს, ხოლო მაგნიუმის ნაკლებობა, პირველ რიგში, მუდმივ ღელვა-წუხილსა და კუნთების ტკივილში ვლინდება. ორგანიზმის მიერ გამოხატული ნიშნების სწორი განმარტებაა საჭირო.მაგალითად, თუ ხმამაღალ ბგერებს ვერ იტანთ, თქვენს ორგანიზმს B1 ვიტამინით გამოკვება ესაჭიროება. თუ ერთდროულად რამდენიმე მკვებავი ნივთიერების ნაკლებობას განიცდით, უმჯობესია, საკონსულტაციოდ ექიმს ეწვიოთ. ვიტამინების ოპტიმალურ კომპლექსს ის შეგირჩევთ. რჩევები რძის შესახებ 04/20/2012
ძროხის რძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს, ამიტომ ეს პროდუქტი არათუ სასარგებლო, აუცილებელიც კია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ქარხნული თუ სოფლის? მაღაზიაში უმეტესად ქარხნული წესით დამზადებული რძე იყიდება, თუმცა ბაზარზე სოფლის რძეც უხვადაა. განსხვავება მათ შორის დიდია. თუ სოფლის რძეს პირდაპირ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე ყიდიან, ქარხნული რძე ნატურალურის თერმული დამუშავებისა და ცხიმის შემცველობის ნორმალიზაციის შედეგად არის მიღებული. ქარხნული რძის კიდევ ერთი სახეობაა აღდგენილი რძე, რომელიც რძის ფხვნილისაგან მზადდება. საზოგადოდ, რაც უფრო მეტად არის დამუშავებული რძე, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო კომპონენტი, ამიტომ ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას სოფლის რძე შეიცავს, თუმცა მისი არჩევა უფრო რთულია - სოფლის რძის შეძენა ყოველთვის სარისკოა. როგორ შევარჩიოთ სოფლის რძე? სოფლის რძის არჩევისას რამდენიმე საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
სოფლის რძის შენახვა და მოხმარება სახლში მიუხედავად იმისა, რომ რძე ადუღებისას ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, სოფლის რძე მოხმარების წინ აუცილებლად უნდა აადუღოთ. ადუღებისას ისპობა ბაქტერიების უმეტესობა და რძე უფრო უვნებელი ხდება. თუ რძის შენახვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე სოფლის რძე მალე მჟავდება, ამიტომ იგი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. ჯობს, რძე წინასწარ აადუღოთ, გააგრილოთ და ასე შედგათ მაცივარში. ახალი რძე მაცივარში 5-7 დღე ინახება. თუ რძე აგიმჟავდათ, დასალევად იგი უკვე გამოუსადეგარია, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება, მაგალითად, რაიმე კულინარიული ნაწარმის მოსამზადებლად. ანდა, უბრალოდ, წამოადუღეთ ამჟავებული რძე ნელ ცეცხლზე და შემდეგ დოლბანდში გადაწურეთ - მიიღებთ შესანიშნავ ხაჭოს, რომელიც კალციუმით მდიდარია და ძალიან სასარგებლოა. ქარხნული რძის არჩევა ქარხნული რძის ასარჩევად უნდა გაითვალისწინოთ, რამდენ ხანს და რა პირობებში აპირებთ მის შენახვას:
ქარხნული რძე სტერილურია, ამიტომ მოხმარების წინ მისი ადუღება სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ პაკეტი გახსენით და ასე შეინახეთ, შესაძლოა რძე დაბინძურებულიყო. ამიტომ გახსნილი რძე აუცილებლად მაცივარში უნდა შედგათ, ხოლო მოხმარების წინ წამოადუღოთ. გაუხსნელი რძის პაკეტის შენახვის პირობები იგივეა, რაც მაღაზიაში. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ რძეს ნუ დალევთ, მხოლოდ კულინარიული ნაწარმის ან ხაჭოს მოსამზადებლად გამოიყენეთ. მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის~ მასალების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა არ ეწყობა და მეორე ნახევარს გამუდმებით ეკამათებით, დროა დაფიქრდეთ, რა გააკეთოთ, რომ ურთიერთობა გაუმჯობესდეს. სანამ ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუდგებით, გაითვალისწინეთ, საკუთარი თავი ამისათვის უნდა განაწყოთ და სათანადოდ მოემზადოთ. ძალისხმევა შედეგს გამოიღებს - ურთიერთობა უკეთესი გახდება, თქვენ კი ბედნიერი! ათი ნაბიჯი იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს: 1 - დაივიწყე ყველა წყენა - ერთ დილას გაიღვიძე ისე, თითქოს ურთიერთობა ხელახლა იწყება. დაივიწყე ყველა წყენა და ტკივილი, რაც მოგაყენა. ეს საჭიროა, ვინაიდან, ძველი წყენები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ხელს უშლის. 2 - მიეცი თავისუფლება - თქვენს დედასთან წამოსვლა არ უნდა? ნუ წამოვა. მეგობრებთან ერთად მიდის სადმე? წავიდეს. თავისუფლება ხდის ადამიანს ბედნიერს და სწორედ ბედნიერ ადამიანს შეუძლია ჰარმონიული ურთიერთობის „აშენება“. 3 - გაუგე - საკუთარი თავი მის ადგილზე წარმოიდგინე და შეეცადე გაიგო მისი გრძნობები, ამა თუ იმ ქცევის მოტივი და აზრები. ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი აქვს? თავი შეიკავე ნეგატიური დასკვნების გამოტანისგან, უმჯობესია თუ საყვარელ ადამიანს გაუგებ. 4 - ნუ ეცდები მის შეცვლას - წარმოიდგინე, ვინმე მანიკურისა და ვარცხნილობის გაკეთების ნაცვლად, სახლში ყოფნასა და სამზარეულოში ფუსფუსს გაიძულებს... მიიღე ისეთი, როგორიც არის. ღირსებებიც ხომ ბევრი აქვს? განსაზღვრე მისი ხასიათის დადებითი მხარეები და ხშირად იფიქრე მათზე. 5 - არ აწყენინო - შეწყვიტეთ ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმისათვის რომ კამათს აარიდოთ თავი, პირველ რიგში ემოციები გააანალიზე. 6 - მეტი დრო გაატარე მასთან ერთად - ისაუბრეთ მუსიკაზე, მანქანებზე, წიგნებზე. რაც სეიძლება მეტი დრო გაატარეთ ერთად, სახლშიც და გარეთაც. 7 - აპატიე და ითხოვე პატიება - ეცადე რომ პატიება პირველმა სთხოვო, მაშინაც კი თუ მართალი ხარ. გახსოვდეს, კარგი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გარკვევა, ვინ არის მართალი და ვინ ტყუის. 8 - პატივი ეცი - შეეცადე ხმამაღალი ტონით არ დაელაპარაკო და არ უყვირო, ეს ამცირებს როგორც შენს, ასევე მის ღირსებებს. მიუხედავად მისი ქმედებებისა, მუდამ ეცი პატივი შენს მეორე ნახევარს. 9 - ენდე - დაივიწყე ნერვიულობა და ეჭვები. ურთიერთობა, რომელიც უნდობლობაზეა აგებული, არასდროს გაუმჯობესდება. 10 - მოეფერე - ხშირად აკოცე, ჩაეხუტე საყვარელ ადამიანს. ყოველ ადამიანს სჭირდება სითბო. ტაქტილური და სექსუალური სიახლოვე ურთიერთობის გაუმჯობესებაში ხელს შეგიწყობთ. |