თუ სიზმარში  რაიმეს ყიდულობთ, ეს მოგებისა და სასიამოვნო მოვლენების მაუწყებელია.
 
 
თუ ქალი თავის თავს ხედავს ნაქარგობასთან, ეს ნიშნავს, რომ ის თავისი ტაქტიანობით მალე მიიპყრობს ყურადღებას. ამით ის შეძლებს, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები–აკეთოს  ყველაფერი საუკეთესოდ, რასაც ხელს მოკიდებს. ცოლიანი მამაკაცისათვის ნაქარგობის ნახვა კარგი ნიშანია: მის ოჯახში მალე გამოჩნდება ახალი წევრი. შეყვარებული ბიჭისათვის ეს მიმანიშნებელია ჭკვიან და ყაირათიან გოგონაზე დაქორწინებისა.
 
 
თუ თქვენ სიზმარში ნარკოტიკს მოიხმართ, ე.ი. გაქვთ ხალხზე ზემოქმედების უნარი და გაფრთხილდით. თუ ვიღაცას უშლით ხელს ნარკოტიკის მიღებისას–ხალხს სიხარულს ჩუქნით და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ.
თუ ვიღაცას აძლევთ ნარკოტიკს, ნიშნავს მცირე გაუგებრობას რომლიმე ახლობელთან. თუ გესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ცხოვრებაზე იმედგაცრუების გამო მიეძალა ნარკოტიკს–გელით წარუმატებლობა საქმეში და მეგობრებთან წინააღმდეგობანი.
 

ნარდი

04/16/2012

 
ნარდის თამაში სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ვიღაცას ესტუმრებით, სადაც არც თუ სიამოვნებით შეგხვდებიან, თუმცა თქვენი გულკეთილობა დაგეხმარებათ, აღადგინოთ მეგობრული ურთიერთბები. თუ სიზმარში თქვენ აგებთ ნარდში–წარუმატებლობა იქნება თქვენი თანამგზავრი ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება.
 
 
ნანგრევები რთულ სამუშაოს მოასწავებენ, რომლის შედეგიც ძალზე უმნიშვნელო იქნება. თუ ნანგრევები შეყვარებულებს ესიზმრებათ, ერთ–ერთი მათგანი თავის პირობას დაარღვევს. მიწათმოქმედი ასეთი სიზმრის შემდეგ დაკარგავს მოსავალს. ერთი სიტყვით, თუ ძველებური შენობის ნანგრევები გესიზმრებათ, შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა მოგიწევთ, მაგრამ, სამწუხაროდ მარტოობაში.
 
 
თუ სიზმარში ნამცხვარს მიირთმევთ–იცოდეთ, გარემოცვაში არაკეთილმოსურნე ხალხი გყავთ, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მან ნამცხვრები გამოაცხო, ცხადში შეიძლება საკუთარი ქარაფშუტობის გამო დაზარალდეს.
 
 
ნამსხვრევები თქვენს სხეულში უსიამოვნებას გიქადით, რომელსაც სხვები გიქმნიან. თუ ფეხი გაიჭერით ბასრი ნამსხვრევით–უსიამოვნო ადამიანის ვიზიტი გელით, ზოგჯერ კი საქმის გაუარესებას ნიშნავს.
 

ნაკლი

04/16/2012

 
თუ თქვენ თავს სიზმარში ნაკლიან ადამიანად ხედავთ, ცხადში ბოროტი ჩანაფიქრები გაგიჩნდებათ და თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგება. თუ მანკიერი ადამიანები გესიზმრებათ, ბედი თქვენი ახლობლების მიმართ მკაცრი იქნება.
 
 
თუ გესიზმრებათ, რომ ვინმეს კაწრავთ, ეს გარშემომყოფთა მიმართ თქვენს გადამეტებულ გაღიზიანებულობაზე მიუთითებს. თუ სიზმარში თქვენ დაგკაწრეს, ცხადში ვიღაც შეეცდება ჩირქი მოგცხოთ.
 
 
სიზმარში  ნაკადული მკვეთრ შთაბეჭდილებებს ნიშნავს. თუ ნაკადული წყალუხვია, თქვენ სანერვიულო გაგიჩნდებათ. დამშრალი ნაკადული იმედგაცრუებას მოასწავებს, მაგრამ ბედი დაკარგულის დასაბრუნებლად შანსს გაძლევთ.