რაზეა დამოკიდებული ქალის თვითშეფასება? ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ზოგი იტყვის, რომ გარეგნობაზე, ზოგიც – ხასიათზე. მას შემდეგ რაც სუსტი სქესის წარმომადგენლები გამოკითხეს, კომპანია Dove–მა კი ამ შეკითხვას განსხვავებულად უპასუხა. 

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენეს, რომ ქალების მხოლოდ 13 პროცენტი თვლის თავს მიმზიდველად და ლამაზად.

გამოკითხულთა ნახევარმა აღიარა, რომ მათი თვითშეფასება იზრდება, როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი კომპლიმენტს ეუბნებათ. თუმცა, როდესაც სთხოვეს გაეხსენებინათ, როდის მოისმინეს ბოლოს სასიამოვნო შეფასება, ქალების მეოთხედმა ვერ შეძლო.

საკუთარ გარეგნობაზე რეგულარულად მხოლოდ გამოკითხულთა 31 პროცენტი ზრუნავდა.. თუმცა, როგორც გაირკვა, ქალის სილამაზეზე განსაკუთრებულად სიყვარული მოქმედებს.

ქალი საკუთარ თავს ასპროცენტიანად მიმზიდველად მაშინ გრძნობს, როდესაც შეყვარებულია. ამას გამოკითხულთა 72 პროცენტი დაეთანხმა.

ქალების მესამედმა არნიშნა, რომ დროთა განმავლობაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. მათი 75 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ასაკთან ერთად, საკუთარ იმიჯსა და სტილს ქმნიან.

ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, ქალები ინდივიდუალური სტილის შექმნას მხოლოდ 35 წლის ასაკში ახერხებენ.

რაც შეეხება ახალაგზრულ ჩაცმულობას, შეყვარებულმა ქალებმა განაცხადეს, რომ თუ მათ მეორე ნახევარს მოსწონს მოკლე კაბა ან დეკოლტე, თუნდაც 50 წლის იყვნენ, მაინც ჩაიცვამენ.

 
 
ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, ხუთი ძირითადი მიზეზი გამოყვეს, თუ რატომ ღალატობენ ცოლები ქმრებს. გასაკვირია, მაგრამ ქალის ღალატის შემთხვევაში ორივე დამნაშავეა – ცოლიცა და ქმარიც.

პირველი მიზეზი – ცივი, უყურადღებო, გულგრილი ქმარი. ცოლს კი სითბო და ყურადღება ესაჭიროება. ქალს მუდამ სურს თავი სექსუალურად და სასურველად იგრძნოს.

მეორე მიზეზი – სამაგიერო ქმარს. როდესაც პირველად ქმარი ღალატობს, ძალიან ბევრი ქალი საპასუხოდ იგივეს აკეთებს. „მას თუ აქვს უფლება, მე რატომ არ შემიძლია?“ „ახლა შენ ნახე, როგორია როდესაც გღალატობენ“.

მესამე მიზეზი – როდესაც წყვილის სექსუალური ტემპერამენტი ერთმანეთისას არ ემთხვევა. ქმარს არ შეუძლია ცოლის დაკმაყოფილება, ასეთ შემთხვევაში ყველა გზა საყვარლისაკენ მიდის.

მეოთხე მიზეზი – ბანალური, თუმცა, ხშირად ხდება. როდესაც ქმარი მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება. ქალები სხვა მამაკაცებთან ჰპოვებენ „მრავალფეროვნებას“.

მეხუთე მიზეზი – ნამდვილი სიყვარული, ვნება, რაც ყველაფერს გავიწყებს, მათ შორის ქმარსაც...

 
 
თუ მამაკაცი თავის საყვარელ ქალბატონს იშვიათად ჩუქნის ყვავილებსა და სხვადასხვა ნივთებს, ეს, ყველა შემთხვევაში, არ ნიშნავს, რომ ის უყურადღებო, ან ძუნწია.

აი მამაკაცური ლოგიკა: მე გამოვიმუშავებ ფულს, შენ კი მას ხარჯავ, ასე, რომ რაც გაგიხარდება ის იყიდე! მამაკაცები ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ გვსიამოვნებს ის ფაქტი, რომ თავად გვჩუქნიან. საჩუქარი ხომ, პირველ რიგში, ყურადღების მანიშნებელია?

საჭიროა, შესაბამისი მიდგომა გამონახოთ და მოვლენები თქვენი სურვილისამებრ განვითარდება:

1 - შეახსენე

შეახსენე, როგორ გაგიხარდა მაშინ, როდესაც რაღაც გაჩუქა. მოუყევი თუნდაც ასი წლის წინანდელი ამბავი. დაწვრილებით აუხენი რა ემოცია დაგეუფლა, რას გრძნობდი და როგორი ბედნიერი იყავი იმ დროს. ამავდროულად, ხშირად გაუმეორეთ, რომ სიურპრიზები საშინლად გახარებთ.

2 - მიანიშნე

მოუყევი, თუ როგორ ძალიან მოგეწონა ბეჭედი, კაბა ან ყვავილების ვაზა. აღუწერე ნივთი, რომელმაც მაღაზიაში შენი ყურადღება მიიქცია, ბოლოს კი თქვი: „ნეტავ ასეთი მეც მქონდეს!“ გამოიყენე ქალური მოხერხებულობა. თუმცა, გახსოვდეს და მზად იყავი, რომ შესაძლოა, თქვენმა მამაკაცმა მინიშნება ვერ გაიგოს. ასეთ შემთხვევაში მესამე მიდგომაზე გადადიხართ:

3 - პირდაპირი ტექსტი

მთელი დღე ახსენებ, ანიშნებ, მაგრამ ვერაფერს ხვდება... სხვა გზა აღარ გაქვს, პირდაპირ უნდა უთხრა. ჯობია უთხრა, ვიდრე მთელი დღეები „ნეტავ მეც მქონდეს!-ნეტავ მეც მქოდნეს!“ იმეორო. აუხსენი, რომ სიურპრიზები, ყვავილები და საჩუქრები გაკლია მისგან. უთხარი, ძალიან გინდა ოქროს სამაჯური (ან, რაც გინდა) გაჩუქოს. ასევე, აუცილებლად უთხარით, რომ შემდეგში თუ თავად მიხვდება და რაიმეს გაჩუქებთ, უბედნიერესი იქნებით.

 
 
ალისა საოცრებების ქვეყანაში - ვითარდება ქალებში, რომლებიც ცხოვრობენ ფანტაზიების სამყაროში. მათ ცნობიერებაში იხატება იდეალური კავშირი სადაც მოვალეობები გადანაწილებულია და მთელი ცხოვრების მანძილზე ისინი ელოდებიან თავის უფლისწულს.

ტიტანის კომპლექსი - ქალი თავის ფანტაზიებში ხატავს იდეალურ მამაკაცს, რომელსაც ეძებს მთელი ცხოვრება. იდეალის პორტრეტი კი იხატება ლიტერატურული პერსონაჟების და ფილმის გმირების ანალოგზე.

უფლისწული და მექალთანე - ქალი ეძებს მამაკაცში განსხვავებულ სახეს. უფლისწულს, პატიოსანს, გალანტურს და მექალთანეს - სუპერ სექსუალურ მამაკაცს, ძლიერს და უხეშს.

მესალინის კომპლექსი - სექსუალურად ადვილად აღგზნებადი. მათ არ აკმაყოფილებთ ერთი პარტნიორი და ისინი იცვლიან მამაკაცებს ამ მიზეზით.

კონკიას კომპლექსი - პასიური ქალების კომპლექსი. ისინი ელოდებიან თავის უფლისწულს, რომელიც უზრუნველყოფს მათ კომფორტს და გაიყვანთ მაღალ საზოგადოებაში.

მადონა - ქალი ცოლი და ქალი საყვარელი. პირველი ზრუნავს ოჯახზე, მეორეს - აინტერესებს სექსი. ეშინია ოჯახის შექმნის. ფიქრობს რომ ოჯახის შემდეგ აღარ იქნება ისეთივე მიმზიდველი.

დონ კიხოტის კომპლექსი - როცა მამაკაცი აღმერთებს ქალს, ქალი ხდება მისი იდეალი და ის ვერ ხედავს მის შეხებას.

დონ-ჟუანი - მამაკაცი ცდილობს გაზარდოს თავისი სექსუალური ცხოვრების თავგადასავლების რაოდენობა.  ქალი მისთვის ნივთია, რომელიც სექსის შემდეგ აღარ აინტერესებს.

ოტელლის კომპლექსი - პათოლოგიური. ხშირი ეჭვიანობა ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ. ეს კომპლექსი ემართებათ შიშის გამო, ანუ  რომ შეიძლება პარტნიორმა დაამციროს ის და არა უზომო სიყვარულის გამო.

რომეო და ჯულიეტას კომპლექსი - დღევანდელ დღეს იშვიათია. როცა ერთი დანახვით იბადება სიყვარული. დაქორწინებამდე, ტრადიციების ან  პრინციპების გამო ფიქრობს, რომ სექსი მისაღებია მხოლოდ ქორწინბის შემდეგ.

ტრისტან და იზოლდა - ეროტიზმი და სიბრალულის გრძნობა. ეს კომპლექსი უჩნდებათ სექსუალური კავშირეის შემდეგ.  როცა ადამიანში იბრძვის სექსუალური კმაყოფილება და სიბრალულის გრძნობა.

 
 
ბევრ შეყვარებულ ადამიანს ეპარება ეჭვი თავის გრძნობებში. ზოგს ჰგონია, რომ მას  „ის“ უყვარს, ზოგსაც პირიქით, თვლის, რომ არ უყვარს და ეს სულ სხვა რამ არის, ვიდრე სიყვარული.  

როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ ის შეყვარებულია? ამისთვის  საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და გაუთავებელი ფიქრი არ არის საკმარისი. სიყვარული ხომ უმეტესწილად  საქმით გამოიხატება ვიდრე სიტყვებით? არსებობს ფსიქოლოგების მიერ ჩამოთვლილი მოქმედებების სია. თუ თქვენ ამ მოქმედებების ავტორი ხშირად ხართ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში, ერთი წუთითაც ნუ შეგეპარებათ ეჭვი, რომ შეყვარებული ხართ.

მთავარი მამხილებელი მისი დანახვის დროს გაკეთებული „უაზრო“ მიმიკები, სახის ფერის შეცვლა და დაბნეული საუბარია.

მის დანახვაზე თუ მოუსვენრობა გემართება, წინასწარ  დალაგებული ტექსტი ისევ გერევათ და იბნევით, ეს უკვე ბევრის მთქმელია.

თუ მის გარემოცვაში, ან მასთან ინაზებით, ცდილობთ კარგი გამოჩნდეთ, არ საუბრობთ ბევრს, როცა მეგობრებთან რადიკალურად განსხვავებული ხართ, უნდა ჩათვალოთ, რომ ის თქვენთვის განსაკუთრებულია.  კითხვა „ნეტა როგორ გამოვიყურები?“ სულ თავში გიტრიალებთ,  როცა მასთან შესახვედრად ემზადებით და მასთან ერთად ხართ – მიანიშნებს, რომ თქვენ ის გიყვართ.  

სიყვარულის გამოვლინებაა ისიც, რომ სხვა მამაკაცებთან  (თუნდაც უცნობებთან) თამამი ხართ, თავისუფლად ხუმრობთ, არ გეშინიათ, რომ მათ რაიმე ეწყინებათ. მასთან კი ფიქრობთ თვითოეულ სიტყვაზე „ვთქვა თუ არა?, რომ ეწყინოს?“  თუ ამ ვითარებაში ხართ, სერიოზულად არის საქმე.

სიყვარულის „სიმპტომია“ თუ მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, (ნებისმიერი, ლამაზი, თუ ნაკლებად ლამაზი) ეჭვიანობთ და სხვა მიზეზი რომ არ გაქვთ, ისე გიფუჭდებათ ხასიათი.

თუკი მასთან საუბრის შემდეგ, იწყებთ დიალოგის გაანალიზებას. უკვირდებით რა გითხრათ,  რა უპასუხეთ. გახსენდებათ, რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინათ, ბრაზდებით და ძალიან ნანობთ თქვენ მიერ ამ უნებლიედ დაშვებულ შეცდომას, გეტყვით რომ ასე მხოლოდ შეყვარებული ქალები იქცევიან.

როდესაც მიდიხართ იქ, სადაც ის გეგულებათ, თქვენ საგულდაგულოდ არჩევთ რა ჩაიცვათ, როგორი მაკიაჟი გაიკეთო, მიდიხარ სალონში და ყველანაირად ცდილობთ გახდეთ „მის მომხიბვლელობა“, ადგილზე მისვლამდე კი მისასალმებელ ტექსტს რამდენჯერმე იმეორებთ, ეს დიდი სიყვარულის  ნიშანია.  

შეყვარებულ ქალს ყოველთვის აინტერესებს შემდეგი:  ყურადღებით უსმენს და აინტერესებს ყველაფერი, ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის  „მასზე“, აინტერესებს  ვინ არიან მისი მშობლები, ვის ხვდებოდა ადრე, ვინ არიან მისი მეგობრები და ა.შ.  

ბოლო ეტაპი კი ასეთა: აქტიურად იწყებთ სიარულს მკითხავებთან, უაზროდ შლით ბანქოს ქაღალდს მის სახელზე და თუ ამოგივიდათ „შენ ის მიგატოვებს“, მაშინ ხელახლა იწყებთ  ბანქოს  გაშლას მანამ, სანამ არ ამოვა – „ის შენი ბედია სიკვდილამდე“.

ამასთან,  როგორც კი, გაიგებთ მისი ზოდიაქოს ნიშანს, მაშინვე აკვირდები ეწყობით თუ არა ერთმანეთს.   ზოგჯერ წარმოიდგენთ კიდეც,  თუ როგორ გკოცნის და გეფერება, თუმცაღა ის დღესდღეობით მხოლოდ გიღიმის. როდესაც შემთხვევით ან შეგნებულად ის ხელზე გეხება, ჟრუანტელი გივლის და ისეთ სითბოს გრძნობ, რომ გინდა ეს წამი სამუდამოდ გააჩერო.

თუკი ამ „სიმპტომებიდან“ რამდენიმე მაინც აღგენიშნებათ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ უგონოდ შეყვარებული ხართ „მასზე“. 


 
 
რა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი?

რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.

ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს:

პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები, მინუსები და პლიუსები.

განქორწინებული

ასეთ მამაკაცს მდიდარი გამოცდილება აქვს ქალების სფეროში. მაგრამ ამისი ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველა ყოფილმა ცოლმა მასში რაღაც გარკვეული დადებითი ცვლილება შიეტანა. მან იცის, თუ როგორ ასიამოვნოს ქალს, რა საჩუქრები უყიდოს: რატომ არის ქურქი კარგი, ხოლო - უთო - ცუდი. მან იცის, რომ სახლში უნდა დარეკოს როცა იგვიანებს, რათა ცოლმა არ ინერვიულოს. იცის როგორ მოიქცეს როცა ქალს დეპრესია აქვს ან ცუდი განწყობილება. ამავე დროს მას აქვს მაგალითი შედარებისათვის. ერთი შესანიშნავად ამზადებდა, მეორე იდეალურად რეცხავდა და აუთოებდა, მესამე უბრალოდ ‘’თავბრუდამხვევი’’ იყო. იგი გათამამებულია და სურს, რომ ახალ ცოლს ჰქონდეს ყველა ეს თვისება, იყოს სუპერცოლი!

ბერბიჭა

არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებიც 40-45 წლის ასაკშიც კი უცოლოები არიან და არასოდეს ყოლიათ ცოლი. ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს ეს მამაკაცი ხვდება, რომ მას სჭირდება ცოლი, რათა სიბერეში "ჭიქა წყალი მაინც მიაწოდოს". იგი უკვე მზადაა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, შექმნას ოჯახი. მისი პოზიციაა: მაქვს სახლი, პროფესია, მატერიალური ბაზა, მყარად ვდგავარ ფეხზე, ახლა კი მინდა მემკვიდრე, შთამომავლობის გაგრძელება. რითია კარგი ასეთი მამაკაცი: გარდა მაღალი სოციალური სტატუსისა მას აქვს ერთი უდაო პლიუსი - იგი იდეალური პოტენციური მამაა, რადგან იგი ამისათვის დიდი ხანია მომწიფდა. მას არ სჭირდება თვითდამკვიდრება ოჯახური კონფლიქტებით, რადგან უკვე ბრძენია და სერიოზული ადამიანი, რომელიც ცდილობს ყველაფერი პოზიტივისაკენ წაიღოს.

ჭაღარა შეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი)

ცხოვრობდა მამაკაცი ულამაზეს ცოლთან 20 წლის განმავლობაში, შემდეგ რაღაც მოხდა - მას დაემართა შუა ხნის კრიზისი. შეხვდა ახალგაზრდა ქალს და გადაირია, ეწვია ახალი სიყვარული, ვნება. ასეთ ქორწინებას წინ უსწრებს ვნებიანი რომანი, ცხოვრება ორ სახლში, მძიმე განქორწინება პირველ მეუღლესთან. საყვარლები, რომლებიც თხოვდებიან ისეთ მამაკაცებზე, რომლებიც სხვისი ოჯახიდან წამოიყვანეს, შემთხვევათა 80%-ში ძალიან იმედგაცრუებულნი რჩებიან თავისი ქორწინებით.ერთი საქმეა კვირაში რამდენიმე შეხვედრა და მეორე - ჩვეულებრივი, ოჯახური ცხოვრება. ახალგაზრდა საყვარელი, რომელმაც თავისას მიაღწია და სხვისი ოჯახი დაანგრია, ბევრს ვერაფერს იღებს: იგი იხდის ქუსლიან ფეხსაცმელს, "ხდება ორსული" და დგება ფეხშველი გაზქურასთან. მისი ქმარი კი იგივეს ხედავს, რასაც პირველ ოჯახში.

მამის ძიებაში

ასეთ ქორწინებაში ურთიერთობები შემდეგნაირი სქემით დგება: მე- უფროსი ვარ, შენ- უმცროსი. მე უფრო დაბრძენებული და ძლიერი ვარ, შენ - პატარა და სუსტი. როლების ასეთი განაწილება ქალს აძლევს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნებას. მამაკაცი აჭარბებს მას თავისი ცოდნის მარაგითა და გამოცდილებით. მასთან ყოველთვის საინტერესოა. ხშირად ქალები ასეთ ქორწინებაში უბრალოდ ბანაობენ მეუღლის ყურადღებაში, ზრუნვასა და სინაზეში. მათ ათამამებენ, იცავენ. მამაკაცები 50-60 წლის საკში ძალიან რომანტიულები არიან, ისინი ქორწინებაშიც ისევე ლამაზად ეპყრობიან ქალს, დაყავთ თეატრში, აძლევენ მას სულიერ და ემოციურ საკვებს, რასაც ვერასოდეს მიიღებდა ქალი თავისი ასაკის მამაკაცისაგან. ასეთ მამაკაცს ქალი არასოდეს მიატოვებს, მას შეიძლება ჰქონდეს შემთხვევითი კავშირი ფიტნესის ინსტრუქტორთან, მაგრამ ქმარს არასოდეს დატოვებს. მედალის მეორე მხარე

მომწიფებულ ასაკს მოაქვს განსაზღვრული პრობელემებიც, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ქმრის დაბერებასთან. ხანშიშესულ მამაკაცთან ქორწინებისას ქალი გამსჭვალული უნდა იყოს თანაგრძნობის, ტაქტის, მოთმინების უზარმაზარი მარაგით. თანაცხოვრების უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ქალმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც-რაღაც საკვები მის ქმარს კუჭს გაუღიზიანებს, ან იგრძნოს, როდის ეწყება მას რევმატიზმი ან დიაბეტის გამწვავება. ასეთი მამაკაცის ცოლობისას ქალმა უნდა იცოდეს, რომ იგი არა მხოლოდ კარგი დიასახლისი უნდა იყოს, არამედ კარგი ექიმიც. წნევაც თავის დროზე გაუზომოს და ვიტამინებიც დროულად მისცეს. ყურადღება მიაქციოს, რომ ქმარი ცხოვრების ჯანმრთელ წესს ეწეოდეს, ვარჯიშობდეს, ისვენებდეს.

ხანშიშესული მამაკაცის ცოლები თითქოს დაბერებას იწყებენ. მამაკაცი ახალგაზრდავდება, ხოლო ქალი უფრო სწრაფად ბერდება და თავის ასაკთან შედარებით ბევრად ხნიერად გამოიყურება.

მამაკაცმა შეიძლება გული გაუწყალოს ქალს: ეს აქ რატომ დადო, ის იქ რატომ ჩამოკიდა, ისე ვერ მოამზადა და ა.შ. მას თავისი წესები აქვს - იგი ასე მიეჩვია. არასოდეს ეცადოთ გადააკეთოთ იგი, რაღაც დააძალოთ. არსებობს ჩვევები, "პატარა უცნაურობები", რომლებიც საჭიროა ისე მიიღოთ, როგორც მოცემულობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენამდე მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და უკვე აქვს ერთხელ და სამუდამოდ დამყარებული წესრიგი.

ხნიერ ქმარს გამუდმებით ეშინია რომ მისი ცოლი უფრო ახალგაზრდასთან წავა. მას ეშინია, რომ იგი "ანგარების" გამო უყვართ, მაღალი სოციალური სტატუსისა და მატერიალური კეთილდღეობის გამო. თუ კაცი ახალგაზრდა ცოლთან წავიდა და მიატოვა ყოფილი ცოლი, რომელთანაც ოცი წელი გაატარა, მას ექნება დანაშაულის გრძნობა შვილების წინაშე. საერთოდ კი ასეთ ქორწინებას უპრობლემოს ვერ დაარქმევთ. ვიღაცა შეიძლება ქმრის იმპოტენციას შეეჯახოს, ვიღაც რევმატიზმს და ვიღაცა ეჭვიანობას.

მაგრამ ახალგაზრდა გოგონები ძველებურად ისწრაფვიან ასაკოვანი მამაკაცებისაკენ მამის მსგავსი მხარდაჭერის, ინტელექტის, რომანტიკის, სულიერების და ყურადღებისათვის, რასაც ხშირად ვერ პოულობენ თანატოლებში.

 
 
ყვავილების თაიგული – ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი. ყვავილებს ჩუქნიან როგორც დღესასწაულებზე, ასევე უმიზეზოდ, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს ფერი ან რაოდენობა. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც რაოდენობასა და ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. თაიგულის საშუალებით შეიძლება გამოხატოთ სიყვარული, ითხოვოთ პატიება ან საყვარელი ადამიანის ხელი.

წითელი ფერი: სიყვარულზე მიანიშნებს. როდესაც საკუთარ გრძნობებზე სურთ საუბარი, ან გრძნობების გამჟღავნება, წითელ ვარდებს ჩუქნიან. თუ გრცხვენიათ სიყვარულში გამოტყდომის, მაგრამ ამასთანავე საკუთარი გრძნობის გამოხატვა გინდათ, წითელი ვარდების თაიგული დაგეხმარებათ – თქვენს გრძნობებეზე ისინი ისაუბრებენ.

ყვითელი ფერი: მეგობრობაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალ ვიქტორიას დროს, ყვითელი ვარდები ეჭვიანობის გამომხატველი იყო, ახლა ისინი  ბედნიერების, სიხარულისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავენ.

თეთრი ფერი : მიუთითებს უმანკოებასა და სიწმინდეზე. ამ ფერის ვარდებს პატარძლის თაიგულში ხშირად იხილავთ. თუ გსურთ, მეგობარ გოგონას მიანიშნოთ, რომ ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავთ, აჩუქეთ თეთრი ვარდები.

1 ვარდი – მიანიშნებს, რომ ეს გოგონა თქვენთვის ერთადერთი და განუმეორებელია;

2 ვარდი – ორმხრივ სიყვარულზე მეტყველებს;

10 ვარდი – მის სილამაზესა და გონიერებაზე მიუთითებს;

15 ვარდი – პატიების თხოვნას ჰგავს;

20 ვარდი – „დამიჯერე მუდამ შენთან ვიქნები!“

24 ვარდი – მთელი დღე–ღამის განმავლობაში მასზე ფიქრობთ. თუმცა იგივე შეიძლება თქვას 365 ვარდმა.

ხოლო, 108 ვარდი თუ მოგართვეს, სავარაუდოდ ხელსაც გთხოვენ.

 
 
1.  „მორის“ პოზიცია - არავითარ შემთხვევაში არ უნდა „იდო“ საწოლში მოჭრილი მორივით თვალებმოჭუტული, თითქოს იმისი მოლოდინი გქონდეს, თუ როდის დასრულდება ეს წამება. მამაკაცისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ მისი პარტნიორი ქალბატონი ვნებით არის ჩაფლული სექსში. ის სიამოვნებას განიცდის, როდესაც ქალის სხეულის მოძრაობას უყურებს და მის კვნესას ისმენს.     2.  „რადიო ნუ გადაყლაპე“ - ბევრი საუბარი საწოლში შეგიძლია ნებისმიერ დროს, გარდა სექსისა, სექსის დროს შენ სიამოვნებას უნდა გრძნობდე და არ უნდა საუბრობდე ყოფით საკითხებზე ან პოლიტიკაზე, ან  დედამთილზე, რომელიც საერთოდ არ გეხმარება ბავშვების მოვლაში. ერთი წესი დაიმახსოვრეთ, მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ სექსის დროს წამოიყვიროთ, თქვენი პარტნიორი მამაკაცის სახელია მოფერებით ფორმებში გადაყვანილი კონტექსტით საყვარელო .... აქ უცენზურო სიტყვების დახმარებაც შეიძლება, თუმცა არ გადაამლაშოთ რომ ვულგარულად არ გამოვიდეს.

 3.  „ნარცისიზმი“ - გრძნეული დედოფალივით არ არის საჭირო სექსის დროს ჰკითხო სარკეს თუ ვინ არის ყველაზე ლამაზი. გახსოვდეთ, ქალის სილამაზე მხურვალე აქტის შემდეგ ნაპერწკალია თვალებში და არა სწორად შერჩეული თვალის ჩრდილი, ოდნავ გაწეწილი თმა -  და არა ჩახვეული კულულები, გათხაპნილი ტუჩს საცხიც კი შვენის ამ დროს ქალს.

 4. „შეისწავლე მამაკაცის სხეული“ - გახსოვდეს, რომ მამაკაცის სხეულზეც არა ერთი ეროგებული ზონაა განლაგებული. ყოველთვის ერთი და იგივე სასურველი ორგანოს მასირებით ნუ დაკავდებით, რადგან ესეც მალევე მობეზრდება და შეაწუხებს მამაკაცს. იპოვეთ ეს ეროგენული ზონები და მის აღგძნებას ყოველთვის შეძლებთ, დაიწყეთ მისი მოფერება ყელიდან, გადადით ძუძუს დვრილებზე, ქვედა მუცელზე და დააკვირდით მის რეაქციას, თქვენ გაიგებთ თუ სად უფრო მეტად სიამოვნებს თქვენი მოფერება მამაკაცს. რაც შეეხება სანუკვარ ორგანოს, მისი მასირება ბოლოსთვის შემოინახეთ. 

 5. „მანიპულირება“ – “საყვარელო მიყიდე ზამშის ჩექმა ... მაღაზიაში და მე შენ ამ ღამეს დაუვიწყარ სექსს გაჩუქებ“,  თუ თქვენ მსგავსი წინადადებით უკვე მიმართეთ საყვარელ მამაკაცს და მან არ მიგატოვათ, თქვენ მას ძალიან უყვარხართ და ხელიდან არ გაუშვათ ეგი. მამაკაცები ვერ იტანენ მანიპულატორ ქალებს და არ აფასებენ მამაკაცებს, რომელთაც მსგავსი ქალბატონები ჰყავთ გვერდით. ეს მათთვის შეურაცხოფაა. ქალს სექსი მათთან ყოველგვარი ზამშის ჩექმების გარეშე უნდა სურდეს.

  6. „სიმორცხვე“ - ნუ მოიქცევით მამაკაცთან ისე, როგორც 15 წლის ქალიშვილი გოგონა გინეკოლოგთან კონსულტაციაზე. მამაკაცს თავისუფალი, გახსნილი ქალები მოსწონს, რომელთაც არ სცხვენიათ საკუთარი სხეულის და მოსწონთ სიამოვნების მიღება.

  7. „ბებიის ფოხანი“ - დიდი მნიშვნელობა აქვს საცვალს, გახსოვდეთ - საუკეთესო საცვალი სწორედ ის არის, რომლის გახდაც ყველაზე სწრაფად სურს მამაკაცს.

  8. „უარი არ თქვა ორალურ სექსზე“ - მწარე რეალობაა, ჩვენ, ქალბატონებმა გავანებივრეთ მამაკაცები და ახლა არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია საყვარელ ქალთან ურთიერთობა, ორალური სექსის გარეშე. ეს რათქმაუნდა იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ყოველ წამს უნდა დაკავდეთ ორალური სექსით თქვენს მამაკაცთან - ჭამამდე და ჭამის შემდეგ, თუმცა ეს უნდა იყოს ხშირი.  აქციეთ ეს პროცესი დესერტად ან კულმინაციად, ეცადეთ თქვენმა მამაკაცმა აქტი ამ წერტილიდან არ დაიწყოს. თქვენ მის ცნობიერებაში მხოლოდ მისი შარვლის სიმაღლეზე არ უნდა იდგეთ.

 9.  „უმოქმედობა“ - კარგია, როდესაც თქვენ ისეთ ელასტიური ხართ, რომ თქვენი სხეული ნებისმიერ ფორმას იღებს, რომელსაც მისცემენ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. აგრძნობინეთ მას, რომ თქვენ სილიკონის გასაბერი თოჯინა კი არ ხართ, არამედ ქალი ხართ, სექსუალური და გამოიჩინეთ ინიციატივა, თავად შესთავაზეთ ახალი პოზები.

 10.  „დაივიწყე ყოფილი“ - თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილების გაზიარებით მასზე დიდ წარმოდგენას მოახდენთ, ძალიან ცდებით. ქალი იდუმალი უნდა იყოს, დონჟუანის სიის შედგენა და ამით ტრაბახი კი მაინც მამაკაცური საქმეა. ამ სიის ჩამოთვლით თქვენ კახპის იარლიყს უფრო მარტივად აირტყავთ, ვიდრე სასურველი ქალის იმიჯს.


 
 
ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: "მამაკაცებმა არ უნდა იტირონ", "ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა...)" და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი?

მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის.

შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის?

მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისაგან უნდა მოდიოდეს.

ძალიან საკამათო საკითხია. იმ საკითხებში, რომლებიც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებს ეხება, პირველები ხშირად ძალიან მორცხვობენ (ქართველებიც კი!) და ყოველთვის ვერ ახერხებენ პირველებმა ამოიღონ ხმა. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ბევრ მამაკაცში ჯერ ისევ ბავშვური კომპლექსები და შიშებია ჩაბუდებული. ალბათ ყველა ქალს ახსოვს სკოლის პერიოდი. როგორ იქცეოდნენ მაშინ პატარა ბიჭები, თუ გოგონა მოსწონდათ? იმის მაგივრად რომ საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკათ, თმებს ქაჩავდნენ და აწვალებდნენ. ზრდასრულ ასაკშიც, ბევრი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი შინაგანად დაკომპლექსებულ ბიჭად რჩება. რა თქმა უნდა, თმების ქაჩვას უკვე აღარ დაიწყებენ, მაგრამ სიყვარულის ობიექტთან პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში ენა აუცილებლად დაებმებათ, გაწითლდბიან, დაიბნევიან, ფერს დაკარგავენ...ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტაოდენი სითამამე მაინც უნდა გამოავლინოს ქალმა. მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება დაფრთხეს კიდეც :).

მითი 3. მამაკაცებმა არ იციან სიყვარული, მათვის მხოლოდ სექსია მნიშვნელოვანი.

რაღა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცები ქალებზე ხშირადაც კი აიდეალებენ სიყვარულს: მამაკაცთა 90 % დარწმუნებულია, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ქალები კი ამ საკითხში ბევრად უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ - სამუდამო სიყვარულის მხოლოდ 75-80 პროცენტს სჯერა. ამასთან, განშორება მამაკაცის გრძნობებს უფრო ახელებს, ხოლო ქალისას - აცივებს. ასე რომ, მამაკაცთა მოდგმა ბევრად უფრო რომანტიული აღმოჩნდა ქალებზე. ქალის აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ, აიხსნება მათი გრძნობების განსხვავებულობით. ქალებში უფრო ხშირია სიყვარული-მეგობრობა: მშვიდი, თბილი და საიმედოობის გრძნობა თავის რჩეულში( იმ ისტერიული არსებების გამოკლებით, რომელთათვისაც სიყვარული ხშირად მანიად იქცევა ხოლმე). მამაკებში კი სიყვარული-ვნება, რაც წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე. რას ვიზამთ, სხვადასხვაგვარად ვართ აწყობილნი! მაგრამ სწორედ ამიტომაც ვართ ერთად...

მითი 4. მამაკაცები ქალებში პირველ რიგში გარეგნობას აფასებენ და მხოლოდ შემდეგ დანარჩენს.

უდაოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ, მაგრამ ამასთან, სულაც არაა აუცილებელი, რომ მათ ბერძნული პროფილი ჰქონდეთ, ვენერას ფიგურა და არტემიდეს "ბორცვები". სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ქალური სილამაზე კაცის ცნობიერებაში სადღაც მესამე ადგილს იკავებს, პირველსა და მეორე ადგილს კი სექსუალურობა და მომხიბვლელობა ინაწილებენ. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, იმის მაგივრად რომ კოსმეტოლოგთან ირბინოთ ნებისმიერი უმნიშვნელო ნაოჭის გამოჩენისთანავე, გახდით უფრო გახსნილები და უშუალოები (მაგრამ აღვირახსნილობაში არ აურიოთ), მხიარული და "ცელქი"(ვულგარულობაში და ბავშვობაში ნუ გადავარდებით), ხუმარა და ირონიული( სარკაზმსა და იქედნურობაში ნუ აურევთ). მაშინ თქვენი რჩეული არავისში გაგცვლით!

მითი 5. მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი გულღია და გულწრფელია.

დიახ და ამავე დროს არა. გახსნილობას მამაკაცები ნამდვილად აფასებენ, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცის წინაშე გულის კარს ბოლომდე აღებენ და დაწვრილებით უყვებიან თავისი "ყოფილი" ქმრებისა თუ მამაკაცების შესახებ, ან გაუთავებლად წუწუნებენ გადატანილი ანგინის გამო, ძლიერი სქესი განსაკუთრებულად არ სწყალობს. უფრო სწორად, მათგან კისრისტეხით გარბის! მსგავსი გულახდილობის "შემოტევები" ნებისმიერს დააფრთხობს. ამიტომ დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: უმჯობესია რაღაცა ბოლომდე არ თქვათ, ვიდრე ზედმეტი ილაპარაკოთ! ამით ნაწილობრივ იდუმალებას მაინც შეინარჩუნებთ. ხოლო იდუმალება ყოველთვის დამაინტრიგებელია.

მითი 6. რაც უფრო ცუდად ექცევი მამაკაცს, მით უკეთესად მოგექცევა იგი შენ!

სიმართლის მარცვალი ამაში რა თქმა უნდა არის: რაც ნაკლებად უყვარს ქალს მამაკაცი, მით მეტად მოსწონს მამაკაცს იგი. მაგრამ, მაინც კარგი რამ არის ზომიერება! არცთუ ბევრ მამაკაცს მოეწონება, თუ მისი რჩეული გამუდმებული სიცივითა და კაპრიზებით დატანჯავს. ფსიქოლოგების აზრით ასეთი ქცევა მხოლოდ აშკარა მაზოხისტებს შეიძლება მოეწონოთ, ან იმ ჯენტლმენებს, რომლებსაც უკიდურესად დაბალი თვითშეფასება აქვთ( ეს უკანასკნელები ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ სიყვარულს და ყოველთვის სწორედ ასეთი გულქვა ქალებისაკენ მიისწრაფვიან, რომლებიც მათ ნერვებზე დათამაშობენ). მაგრამ ამ ქვეყნად ბევრია ისეთი კაცი, რომელიც აფასებს საკუთარ თავს და აშკარად არაა მაზოხისტი. ისინი ნამდვილად არ დაუშვებენ, რომ მათი რჩეული მსგავსად მოიქცეს. ამიტომ, იყავით ფრთხილად: ძლიერი სქესის ყოველი წარმომადგენელი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს!

მითი 7. მამაკაცები საწოლში მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე იციკლებიან.

შესაძლოა ყველა კაცი არ გამოირჩეოდეს სექსუალური ალტრუიზმით, მაგრამ ასეთი ეგოისტები უმცირესობაში არიან! უბრალოდ, მამაკაცები როგორც წესი პირველნი მიდიან "ფინიშთან", მაგრამ ამის მიზეზი მამაკაცის მავნებლური ხასიათი კი არ არის, არამედ ფიზიოლოგიური განსხვავება: იმ მომენტისათვის, როცა მამაკაცი აგზნების პიკზეა, ქალი მხოლოდ იწყებს აღმასვლას. ხოლო იმის გასარკვევად, თუ როდის "დაეწევა" ქალი მას, ხშირად არც ძალები ჰყოფნის და არც მოთმინება. მაგრამ სურვილის შემთხვევაში ბუნების ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია პრელუდიის დროის გახანგრძლივებით. ასე რომ, მამაკაცური ეგოიზმის თეორია საწოლში აშკარად გადაჭარბებულია.

მითი 8. ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცები არასოდეს წუწუნებენ ცხოვრებაზე და მით უმეტეს - არ ტირიან.

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა ეს მითი: ქალმა თუ კაცმა, მაგრამ ძლიერი სქესის ზოგიერმა წარმომადგენელმა ეს ამბავი მეტისმეტად სერიოზულად მიიღო. ჰოდა, მთელი ძალით ცდილობენ ახლა ამ სტერეოტიპის ფარგლებში ჩაჯდომას, ქმნიან რა "სუპერმენის" იმიჯს საკუთარი თავისათვის, რომელიც არასდროს სლუკუნებს და არც ცრემლები ჩამოსდის ღვარად! ამ დროს კი მედიკოსები თვლიან, რომ ნეგატიური ემოციების საკუთარ თავში ჩაკვლა ძალიან საზიანოა. სხვათა შორის აქედან იწყება ინფარქტები და ინსულტები. სპეციალისტები თლიან, რომ სისუსტის მომენტები ძალიანაც საჭიროა - სწორედ კრიტიკული სიტუაციები აძლიერებენ ადამიანის შინაგან ძალას და ეხმარებიან უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი. ბრძენი კაცის ნათქვამია: "სისუსტეშია ჩვენი ძლიერება!".

ამიტომ, თუ პარტნიორს გულის გახსნა მოუნდება თქვენთვის, ნუ დაადანაშაულებთ სისუსტეში. ბოლოს და ბოლოს ხანდახან აუცილებელიც კია, რომ "დედის" როლი ითამაშოთ. თუ ამ ყველაფერს ხშირი ხასიათი არ ექნება, თქვენი ურთიერთობა ამისაგან მხოლოდ მოიგებს!

მითი 9. ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის ზუსტად იცის რა სურს.

ეს ასე არ არის! მამაკაცი რობოტი არაა ბოლოს და ბოლოს, რომელიც მკაცრად მიცემული პროგრამით ცხოვრობს. ნებისმიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია დრო და დრო დაეჭვდეს, სწორად იქცევა თუ არა. ფსიქოლოგების აზრით ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ, ნუ უსაყვედურებთ თქვენს რჩეულს, რომ ის სუსტია და კაცად არ ვარგა. დაე კარგად დაფიქრდეს, მოიფიქროს ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტოს. ხოლო თუ გთხოვთ, მიეცით ბრძნული რჩევა, იქნებ გამოადგეს?

მითი 10. მამაკაცები უგრძნობები არიან და არ ახასიათებთ ღრმა განცდები.

თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი-ორი ეგოისტი და მექალთანე შეგხვდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირია და ყველა ერთ კონტექსტში უნდა მოიხსენიოთ. შესაძლოა, მამაკაცები ხშირად ტოვებენ "ორცხობილის" შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაგანად შეიძლება ემოციების ქარ-ბორბალა უტრიალებდეთ. უბრალოდ ისინი ამის დამალვას ძალიან ცდილობენ. მათ ხომ ბავშვობიდანვე შთაუნერგავდნენ, რომ კაცმა ნებისმიერ სიტუაციაში თავშეკავება უნდა გამოავლინოს და ცივ-სისხლიანობა. ასეც ცხოვრობს, საწყალი, საკუთარი სტერეოტიპების ტყვეობაში. სინამდვილეში კი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი და მოწყვლადნი არიან და კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი, კამათი, უფრო ძნელად გადააქვთ, ვიდრე ქალებს.

ჰო და იმის მაგივრად, რომ თქვენს რჩეულს იარლიყი მიაკეროთ, უმჯობესია მისი გულის გასაღები მოძებნოთ, რათა მთელი მისი "სქელკანიანობა" დაიმსხვრეს და ბოლოს და ბოლოს თქვენ წინაშე გააშიშვლოს თავისი გრძნობები.
 
 
იმისათვის, რომ უკეთ გაიცნოთ მამაკაცი, არ არის აუცილებელი მასთან შეხვედრებში ექვსი თვე გაატაროთ. შესაძლოა, იგი თქვენი „ზღაპრის“ გმირი სულაც არ არის და ამის აღმოჩენამდე ამდენი დრო ფუჭად დაკარგოთ. არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელიც დაგეხმარებათ, ყველა მამაკაცი ამოიკითხოთ ისე, როგორც ნაცნობი წიგნი. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მამაკაცები დაუფიქრებლად ჩადიან და ამ ქმედებებით არ ცდილობენ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას, შესწევს ძალა მოგიყვეს თქვენ მამაკაცის ხასიათსა და თვისებებზე. ეს კი დაგეხმარებათ გამოარკვიოთ, ეს მამაკაცი არის თუ არა ის „ზღაპრული გმირი“ რომელსაც დაეძებთ.

1. ყურადღებით დააკვირდით იმას, თუ რას შეუკვეთავს იგი რესტორანსა და კაფეში. თუ თქვენ შეგხვდათ კარტოფილისა და ხორცის მოყვარული, მაშინ ეს მამაკაცი თანმიმდევრული და საიმედოა, მაგრამ მისგან თქვენ ვერასდროს  მიიღებთ განუზომელ გაბედულებას. თუ მამაკაცს ეგზოტიკური სამზარეულო უყვარს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელსაც საშინლად არ მოსწონს მოსაწყენი, რუტინული სიტუაციები. მათ სპონტანურობა და მხიარულება იზიდავთ.

2. ყურადღებით შეათვალიერეთ იგი - არის აკურატული თუ ზერელე. თუ მამაკაცს მუდამ მოწესრიგებულად აცვია, ჰალსტუხი მჭიდროდ აქვს შეკრული, შარვალზე ქამარი უკეთია და პერანგი შარვალში აქვს ჩატანებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი მეტად აკურატულია და მისთვის სისუფთავე და წესრიგი პირველ ადგილას დგას. თუ მიგიზიდავთ ასეთი ტიპის საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, მაშინ მზად იყავით, რომ იგი ასეთ სიტუაციებს თქვენგანაც გამუდმებით მოითხოვს. მაგრამ თუ მამაკაცი რამდენიმე შეხვედრაზე ერთსა და იმავე ტანისამოსში იქნება გამოწყობილი, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ მას სისუფთავე დიდად არ აღელვებს და საკმაოდ ზარმაციც არის.

3. თუ თქვენი რჩეული მემარცხენეა, მაშინ თქვენ ხასიათის თავისებურებას ხვდებით. იგი, შესაძლოა, მეტად კრეატიული ადამიანი იყოს.

4. როგორ ქვედა საცვალს ანიჭებს უპირატესობას? თუ მამაკაცი მეტად მჭიდრო ქვედასაცვალს ატარებს, მაშინ იგი ძალიან ამაყობს საკუთარი „ღირსებით“. მამაკაცები, რომელებიც უპირატესობას ფართოფარფლიან საცვლებს ანიჭებენ, შესაძლოა, იმდენად ეფექტურები არ იყვნენ ინტიმური ურთიერთობისას, მაგრამ ისინი ყოველთვის გაითვალისწინებენ თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს. შესაძლოა, შეგხვდეთ ისეთი მამაკაცი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ქვედა საცვალის ტარება, ასეთი სტილის მამკაცები კი უპირატესობას თავისუფლებას ანიჭებენ.

5. თმებზე მამაკაცები ისევე ღელავენ, როგორც ქალბატონები და რაც უფრო გრძელი თმა აქვს მამაკაცს, მით უფრო თვითდაჯერებულია იგი.

6. სტატუსი ოჯახში. თუ იგი დედმამიშვილებს შორის უფროსია, მაშინ ასეთი ადამიანი, როგორც წესი, მეტად ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით აღსავსეა. თუ იგი ყველაზე უმცროსია, მაშინ მეტად ამრევი და სახასიათო შინაგანი სამყაროს მფლობელია. ხოლო თუ შუათანა ძმაა, მაშინ აუცილებლად დაუთმეთ მას საშუალოზე მეტი ყურადღება.

7. როგორ ურთიერთობს თქვენთან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თუ ასეთ სიტუაციებში მამაკაცი თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გითმობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას, შესაძლოა, ეშინოდეს თქვენი ყურადღების დაკარგვისა. თუ მამაკაცი ხელს არ გკიდებთ, მაშინ იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში თქვენთან მიმართებაში. გახსოვდეთ, რომ შეხება, ეს არის მტკიცე დასტური ახლო ურთიერთობებისა.

8. თვალი თვალში. კარგად დააკვირდით, თუ რამდენად ხშირად გიყურებთ იგი თვალებში. მამაკაცი, რომელიც იშვიათად შემოგხედავთ თვალებში, არ არის გულწრფელი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მუდამ თვალებში გიყურებთ, ჩათვალეთ, რომ მას თქვენი დაბნევა სურს, ან შესაძლოა, ისიც დაკვირვებებს აწარმოებს და თქვენი ხასიათის ამოცნობას ცდილობს. პირველ ეტაპზე კი, მამაკაცს ამის საშუალება არ მისცეთ. თქვენ მისთვის გარკვეული ხნის მანძილზე იდუმალი უნდა დარჩეთ.

9. საუბრის მანერა. თუ მამაკაცი შეუსვენებლად საუბრობს, მაშინ თქვენ ხვდებით ენერგიულ ადამიანს, რომელიც ღრმად არის ჩაფლული საკუთარ თავში. თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელი ნელა საუბრობს, მაშინ ეს მისი ცხოვრების ფილოსოფიაზე მეტყველებს - ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ასეთი ტიპის მამაკაცი, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.

10. დრო ყველაფერს გაჩვენებთ. თუ ზემოთ მოყვანილი ცხრა წესი არ დაგეხმარათ მამაკაცის უცაბედად ამოცნობაში, მაშინ დრო ნამდვილად გაჩვენებთ ყველაფერს. ყურადღებით დააკვირდით თქვენს რჩეულს და გაარკვიეთ, სიმართლეს გესაუბრებათ თუ არა.