ფართობი: 1001 კმ²
დედაქალაქი: სან-ტომე
მოსახლეობა: 163 000

სან-ტომე და პრინსიპი – კუნძულოვანი სახელმწიფო გვინეის ყურეში, აფრიკის სანაპიროსთან. სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ვულკანური წარმოშობის კუნძული – სან-ტომე და პრინსიპი, რომელთა შორის მანძილია 140 კმ. გარდა ამისა ქვეყნის ფარგლებშია 6 მცირე კუნძული.

სახელმწიფო მოწყობა

ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, მთავრობას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საკანონმდებლო ორგანოს ნაციონალური საბჭო შეადგენს

კლიმატი

კლიმატი ტროპიკულია, მაზე ზეგავლენას ახდენს ატლანტიკის ოკეანე. საშუალო წლიური ტემპერატურა +26°С შეადგენს, ყველზე ცხელი თვეა იანვარი +30°, ხოლო ყველაზე ცივი თვეა ივლისი  +20°.  წვიმების სეზონია ოქტომბერი-მაისი, მშრალი სეზონი -ივნისი-სექტემბერი.

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენაა პორტუგალიური
პორტუგალიური ენის გარდა გავრცელებულია ენა ,,ფორრო” და რამოდენიმე დიალექტი

რელიგია

მთავარი რელიგიაა კათოლიციზმი

ვალუტა

საერთაშორისო დასახელებაა STD.
1 დობრა შედგება 100 სენტიმისგან
 
 
ტერიტორია: 441,6 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა: 86 654
დედაქალაქი: სენტ-ჯონსი

გეოგრაფია

ანტიგუა და ბარბუდა  — ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ორ დიდ, ანტიგუასა და ბარბუდაზე და რამდენიმე მცირე კუნძულზე, კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის.

სახელმწიფო მოწყობა

სახელმწიფო მოწყობა - ფედერალური საპარლამენტო მონარქია. სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, რომელიც ქვეყანაში ნიშნავს გენერალ-გუბერნატორს, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქციები გააჩნია. მინისტრთა საბჭოს წარადგენს პრემიერ-მინისტრი და ამტკიცებს გენერალ-გუბერნატორი. პარლამენტი ორი პალატისგან შედგება: სენატი და წარმომადგენლობითი საბჭო

კლიმატი

კლიმატი ტროპიკულია. ტენიანია მაისი-ნოემბერი დროის პერიოდი, შემოდგომაზე ხშირია ქარიშხალი. საუკეთესო ამინდებია ნოემბრის დასასრულიდან მაისის დასაწყისამდე

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენა ინგლისურია
ასევე, გამოიყენება ადგილობრივი დიალექტი ,,პატუა”, რომელიც შეადგენ ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური და ფრანგული ენების ნაზავს

რელიგია

მოსახლეობის 50 პროცენტი ანგლიკანური ეკლესიის მიმდევარია, ასევე გვხვდებიან კათოლიკები, პროტესტანტები, ბაპტიტები და სხვა რელიგიის მიმდევრები.

ვალუტა

საერთაშორისო დასახელება: XCD

აღმოსავლეთ-კარიბის დოლარი 100 ცენტისგან შედგება
 
 
ტერიტორია: 2512 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: სენ-დენიგეოგრაფია

რეიუნიონი - ინდოეთის ოკეანის კუნძულია, რომელიც მადაგაკარის აღმოსავლეთით მდებარეობს
კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. კუნძულის უმაღლესი წერტილია მთა პიტონ-დე-ლა-ნეჟი. თავად კუნძული ძირითადად მთიანია. კუნძულზე მოქმედი ვულკანი პიტონ-დე-ლა-ნეჟი. კუნძულის 20 პროცენტს ლავის ველები შეაგენენ

სახელმწიფო მოწყობა

რეიუნიონი წარმოადგენს საფრანგეთის ზღვისპირა დეპარტამენტს. საფრანგეთის მთავრობას უმაღლესი კომისარი წარმოადგენს. აღმასრულებელი ხელისუფლებაა პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი ხელმძღვანელობს

კლიმატი

კლიმატი ტროპიკულია. მთები სიმრავლის გამო კლიმატი გაცილებით ცივი და მშრალია ვიდრე მეზობელ კუნძულებზე. ზაფხული გრძელდება ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, ტემპერატურა 25-30°С.  ზამთარი გრძელდება მაისიდან ოქტომბრი ჩათვლით.

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენა ფრანგულია, მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული კრეოლიური ენა

რელიგია

მოსახლეობის 94 პროცენტი კათოლიკია, არიან ინდუიზმის, ისლამის და ბუდიზმის მიმდევრებიც.
.

 
 
ტერიტორია: 726 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: სამხრეთ ტარავა

გეოგრაფია

რესპუბლიკა კირიბატი  — წყნარი ოკეანის სახელმწიფო მიკრონეზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარშალის კუნძულებისა და მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ტერიტორიულ წყლებს, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ნაურუს ტერიტორიულ წყლებს, სოლომონის კუნძულებს და ტუვალუს, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - ტოკელაუს წყლებს, კუკის კუნძულებს და საფრანგეთის პოლინეზიას. ჩრდილოეთით და ჩრდილოაღმოსავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანის ნეიტრულურ წყლებს, ასევე აშშ-ის მცირე კუნძულებს. სანაპირო ზოლის სიგრძეა 1143 კმ. ტერიტორიული წყლები - დაახ. 22 კმ საბაზისო ხაზიდან. კირიბატის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 33 მცირე ატოლი, რომელთაგან 20 დაუსახლებელია.

სახელმწიფო მოწყობა

კირიბატის დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან გამოცხადდა 1979 წლის 12 ივლისს.
კირიბატი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, სახელმწიფო მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი, რომლის სახელწოდებაა ..მანეაბა ნი მაუნგატაბუ”. მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნა ხდება პრეზიდენტის მიერ პარლამეტის დეპუტატებისგან

კლიმატი

კლიმატი ეკვატორულია, ზღვის, მცირე ქარებით. ყველაზე დაბალი ტემპერატურაა +22°С, ყველაზე მაღალი - +37°.
ნალექების მხრივ - კუნძულების ფინიკსისა და ლაინის ნაწიკზე კლიმატი მშრალია, თითქმის უნალექო. დანარჩენ ტერიტორიაზე ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ხშირია წვიმები, ტაიფუნი და ტორნადო

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენებია: ინგლისური, კირიბატი
ტუნგარუანული ანუ კირიბატის ენა მიეკუთვნება აღმოსავლეთ-ავსტრონეზიური ენების ჯგუფს

რელიგია

მორწმუნეთა 52 პროცენტი რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, 40 პროცენტი პროტესტანტია, დანარჩენები - ადვენტისტები, მუსულმანები, ბაჰაიტები და სხვა.

ვალუტა

საერთაშორისო სახელწოდებაა AUD
1 ავსტრალიური დოლარი 100 ცენტისგან შედგება
 
 
ტერიტორია: 413 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: ჯეიმსთაუნი

გეოგრაფია:

წმინდა ელენეს კუნძული დიდი ბრიტანეთის გამგეობაშია და აერთიანებს ამავე სახელწოდების კუნძულს, აგრეთვე საკმაოდ მოშორებულ კუნძულებს: მიუწვდომელს, ტრისტა და კუნიას, ჰოფს, ინაცესიბილგს, ნაიტენგეილს, მიდლს და სტოლტჰენჰოფს.
წმინდა ელენეს კუნძული მდებარეობს ატლანტის ოკეანეში 2800 კმ-ში აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან.
ყველა კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. სამხრეთ რეგიონში არის რამოდენიმე ჩამქრალი კრატერი - სიმაღლით 818 მეტრი

სახელმწიფო მოწყობა

სახელმწიფო მოწყობა — საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია, რომლის სათავეშია დიდი ბრიტანეთის დედოფალი. ქვეყანას ხელმძღვანელობს ინგლისელი გუბერნატორი, რომელიც კოორდინაციას უწევს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს

კლიმატი

კლიმატი ტროპიკულია. საშუალო ტემპერატურა მერყეობს +19°С (იანვარი)  +30°С (ივლისი) შუალედში

სახელმწიფო ენა

ქვეყნის სახელმწიფო ენა ინგლისურია. ასევე გავრცელებულია უნიკალური ადგილობრივი დიალექტიც, რომელიც გაჯერებულია ესპანური, ჰოლანდიური და აფრიკული სიტყვებით

რელიგია

უმრავლესობა ქრისტიანია ინგლისური განხრით. მცირე რაოდენობით სახლობენ ბაპტისტები, ადვენტისტები და კათოლიკები

ვალუტა

საერთაშორისო დასახელება: SHP

წმინდა ელენეს კუნძულის ფუნტი შედგება 100 პენსისგან.

 
 
ტერიტორია: 676552 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: ნაიპიდო

მიანმარის კავშირის რესპუბლიკა გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ქვეყანაა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, აღმოსავლეთით — ლაოსი, დასავლეთით — ბანგლადეში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — ინდოეთი; ასევე სამხრეთით — ანდამანის ზღვა, ხოლო სამხრეთ დასავლეთით — ბენგალის ყურე. ბირმას 2000 კილომტერზე მეტი სანაპირო ზოლი აქვს.

სახელმწიფო წყობა

ქვეყანას სამხედრო რეჟიმი მართავს. სახელმწიფოს მეთაურია კანონიერების დაცვისა და მართლწესრიგის სახელმწიფო საბწოს თავმჯდომარე. კონსტიტუციის მოქმედება შეწყვეტილია.

კლიმატი

კლიმატი ტროპიკულია, სამხრეთში - სუბეკვატორული. საშუალო წლიური ტემპერატურაა +30°С - +32°С

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენაა ბირმინული, რომელზეც მოსახლეობის ორი მესამედი მეტყველებს. ასევე, ძალზე გავრცელებულია ინგლისური და ჩინური ენები, რომლებსაც ე.წ. ,,საქმიანი ენების” სტატუსი აქვთ

რელიგია

სხვადასხვა მონაცემებით მოსახლეობის 73-89 პროცენტი ბუდიზმის მიმდევარია

ვალუტა

საერთაშორისო სახელწოდებაა MMKО. ერთი კიატი შეიცავს 100 პიას

 
 
ტერიტორია: 616 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: კასტრი

სენტ-ლუსიას გეოგრაფია

სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილიის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ერთა თანამეგობრობაში. სენტ-ლუსია იმყოფება ენტ-ვისენტისა და მარტინიკის კუნძულებს შორის

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 950 მეტრზე იმყოფება. კუნძულზე მრავლადაა მდინარეები

სენტ-ლუსიას სახელმწიფო მოწყობა

სენტ-ლუსია ეღთა თანამეგრობის წევრია. ქვეყნის ხელმძღვანელია დიდი ბრიტანეთის დედოფალი, კუნძულზე მისი წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას მინისტრთა კაბინეტი წარმოადგენს, რომლის სათავეში პრემიერ მინისტრია

კლიმატი

კლიმატი ტროპიკულია, თვის საშუალო ტემპერატურა 1 +18°С - +26°С შეადგენს. საშუალო წლიური ნალექის დონე 1500 მმ-ა, ყველაზე მშრალი სეზონია იანვრიდან აპრილის ჩათვლით, კუნძულზე ხშირია ქარიშხალიც, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური ზარალიც კი მოაქვს

სახელმწიფო ენა

ქვეყნის სახელმწიფო ენაა ინგლისური, კუნძულზე ძალზე გავრცელებულია ადგილობრივი ენაც, რომელსაც პატუა ეწოდება

რელიგია

მოსახლეობის 90 პროცენტი კათოლიკია, ანგლიკანური ეკლესიის მიმდევარია 3 პროცენტი, მოსახლეობის 7 პროცენტი პროტესტანტია

ვალუტა

საერთაშორისო დასახელება: XCD აღმოსავლეთ კარიბის დოლარი. 1 დოლარი შედგება 100 ცენტისგან. მიმოქცევაში ბანკნოტები ნომინალით: 100, 50, 20, 10 და 5 დოლარი, მონეტები ნომინალით 1 დოლარი, 50, 25, 10, 5, 2 და 1 ცენტი.

ქვეყანაში პოპულარულია აშშ დოლარი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაშია

 
 
ტერიტორია: 1,1 ათასი კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: ფორ-დე-ფრანსი

გეოგრაფია

მარტინიკა (ფრანგ. Martinique) - კუნძული მცირე ანტილის კუნძულების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს კარიბის ზღვაში, (ატლანტის ოკეანე). ადმინისტრაციულად წარმოადგეს საფრანგეთის ზღვისგადაღმა რეგიონს

სახელმწიფო მოწყობა:

სახელმწიფოს მეთაურია საფრანგეთის პრეზიდენტი. კუნძულზე მას წარმოადგენს პრეფექტი (კომისარი), რომელიც საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიშნება. საფრანგეთის პარლამენტში მარტინიკა წარმოდგენილია 4 დეპუტატით და ორი სენატორით. კუნძულზე თვითმმართველობის ორგანოს გენერალური და რეგიონალური საბჭოები წარმოადგენენ. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია გენერალური საბჭოს თავმჯდომარე

კლიმატი

კუნძულზე ტროპიკული კლიმატია.საშუალო ტემპერატურა +24°С- +27°С შეადგენს,საშუალო წლიური ნალექი 1500 დან 2000 მმ-მდე. წვიმიანი სეზონი გრძელდება ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით

სახელმწიფო ენა

მარტინიკას სახელმწიფო ენაა ფრანგული. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაპარაკობს ადგილობრივ ენაზე - პატუა, რომელიც ნაზავია ფრანგული, ინგლისური, ესპანური და პორტუგალიური ენებისა, პატუა ასევე შეიცავს აფრიკულ დიალექტებსაც

რელიგია

კუნძულზე მოსახლეობის 85 პროცენტი კათოლიკეა, 10,5 პროცენტი - პროტესტანტი ასევე, არიან მუსულმანები (0,5 პროცენტი), ინდუისები (0,5 პროცენტი) და უმცირესი რაოდენობით სხვადასხვა კონფესიის მიმდევრები

ვალუტა

ადგილობრივი ვალუტის საერთაშორისო დასახელებაა EURЕ, რომელიც 100 ცენტს შეიცავს. მიმოქცევაშია ბანკნოტები  5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 ნომინალით.
ძალზე გავრცელებულა აშშ დოლარიც, რომელიც როგორც სავაჭრო, ასევე ყოველდღიური მოხმარებისაა 
 
პალაუ 03/04/2012
 
ტერიტორია: 459 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: მალეკეოკი

რესპუბლიკა პალაუ კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის ფილიპინების ზღვაში. პალაუ იმყოფება ფილიპინების აღმოსავლეთით 800 კილომეტრის დაშორებით და ინდონეზიის ჩრდილოეთით

თავად პალაუ 200-ზე მეტი კუნძულისგან შედგება, ყველა ეს კუნძული განლაგებულია სუბმერიდიანურ სარტყელში, კუნძულების საერთო სიგრძე 640 კილომეტრია. ყველაზე დიდი კუნძულები ვულკანული წარმოშობისაა. ყველზე მაღარ წერტილს შეაგენს მთა ნგარჩალჩაუსი, რომელიც ზღვის დონიდან 242 მეტრზე იმყოფება

პალაუს სახელმწიფო მოწყობა

პალაუ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია ქვეყნის პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლებას ორპალატიანი ნაციონალური კრება შეადგენს

კლიმატი

პალაუს კლიმატი ტროპიკულია, ცხელი და ტენიანი, ამინდში სეზონური ცვლილებები უმნიშვნელოა. საშუალო წლიური ტემპერატურა 28 გრადუსია. წლიური საშუალო ნალექი 3300 მმ, ძირითადად წვიმიანია მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი

ენა

სახელმწიფო ენა: პალაუ, ასევე გავრცელებულია ადგილობრივი დიალექტები სონსორალი, ტობი, ანგაური

რელიგია

პალაუში ძირითადად კათოლიკები და პროტესტანტები სახლობენ, გავრცელებულია ადვენტისტობა, საკმაოდ არიან იაღოვას მოწმეებიც. მოსახლეობის საკმაო ნაწილი თაყვანს ცემს ადგილობრივ კულტს ,,მოდეკნგეის”

ვალუტა

პალაუს ვალუტის ოფიციალური დასახელებაა: USDО
 
არუბა 02/24/2012
 
არუბა — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით და ნიდერლანდების სამეფოს ავტონომიას წარმოადგენს.
ტერიტორია: 193 კვადრატული კილომეტრი
დედაქალაქი: ორანესტადი
1449 წელს არუბა ესპანელებმა აღმოაჩინეს. 1636 წელს კუნძული დანიელებმა დაიპყრეს, ხოლო 1986 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდების სამეფოს ავტონომიას წარმოადგენს.

არუბა მცირე ზომის კუნძულია, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვის სამხრეთით, ვენესუელის ნაპირების მახლობლად.

თავად კუნძულზე ფაქტიურად არ არის მდინარე და მთა, კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 188 მეტრის სიმაღლეზეა

დემოგრაფია

არუბის მოსახლეობა ძირითადად შედგება ესპანელი დევნილებისგან, ადგილობრივი ინდიელთა შთამომავლებისგან, ჩამოსული ჰოლანდიელებისგან, მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი სხვა ეროვნებები - ძირითადად იტალიელები და ებრაელები, ასევე კუნძულზე ცხოვრობენ შავკანიანები

მოსახლეობის 45,4 % ქალაქში ცხოვრობს. სქესის მიხედვით ქალი 52,28 %-ია, მამაკაცი- 47,72 %. შობადობის მაჩვენებელი - 12,3 ყოველ 1000 მოსახლეზე, ამასთან ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 49,2 პროცენტს

სახელმწიფო მოწყობა

არუბა ნიდერლანდების მონარქიის მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ადგილზე გუბერნატორი წარმოადგენს. გუბერნატორის უფლებამოსილება 6 წელს გრძელდება, რის შემდეგ ნიდერლანდის სამეფო კარი ახდენს მმართველთა როტაციას. აღმასრულებელ ხელისუფლებას მინისტრთა საბჭო წარმოადგენს, საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
არუბის პარლამენტი 21 დეპუტატისგან შედგება, არჩევნები ყოველ 4 წელში ერთხელ ტარდება.

კლიმატი

კლიმატი - მშრალი ტროპიკული, წლიური საშუალო ტემპერატურა 28 გრადუსს შეადგენს და ნაკლებად არის დამოკიდებული წლის პერიოდზე. დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილების ამპლიტუდა არ ცილდება 4 გრადუსს. წლიური ნალექი 432 მმ-ს შეადგენს, ძირითადა წვიმიანი თვეებია ოქტომბერი და ნოემბერი

სახელმწიფო ენა

არუბის სახელმწიფო ენაა ნიდერლანდური
პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა კარგად ლაპარაკობს ინგლისურად და ესპანურად. ასევე ადგილობრივები სალაპარაკოდ იყენებენ ე.წ. პაპიამენტოს, რომელიც ნაზავია ჰოლანდიური, ესპანური, პორტუგალიური, ინგლისური და ადგილობრივი ინდიური დიალექტის

რელიგია

არუბას ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებულია კათოლიციზმი

ვალუტა

არუბის ფლორინი 100 ცენტისგან შედგება. მიმოქცევაშია ბანკნოტები1000, 250, 50, 25 და 10 ფლორინის, ასევე მონეტები5, 10 და 25 ცენტის და 5, 2, 1 ფლორინის
განსაკუთრებით პოპულარულია აშშ დოლარი, ფართოდ არის გავრცელებული მომსახურება საკრედიტო ბარათებით