1. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, ოჰაიო: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, აშშ- ის შტატ ოჰაიოში ერის ტბის სანაპიროზე, ქალაქ კლივლენდში მდებარეობს.

შენობა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური შემსრულებლების, პროდუსერებისა და ხელოვანების ისტორიას ინახავს, რომელთაც  განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მუსიკალურ ინდუსტრიაში.

შენობა შვიდსართულიანია. ნაგებობის წინ კი უზარმაზარი მინის პირამიდა დგას. კომპლექსის დიზაინი ცნობილ არქიტექტორს, იუჰ მინ პეის ეკუთვნის. მან აღიარა, რომ შენობის ერთმანეთთან შეუსაბამო ფორმებში ძალიან მცირე ჰარმონიაა
2. Sharp Centre For Design, კანადა: ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი კანადაში, ტორონტოში მდებარეობს.
უჩვეულო და შეუხედავი დიზაინი არქიტექტორ უილ ოლსოპს ეკუთვნის, მასთან ერთად პროექტზე კიდევ რამდენიმე ადგილობრივი არქიტექტორი მუშაობდა.

შენობა უჩვეულო ფორმისაა. მის სახურავზე ოთხსართულიანი ერთგვარი კოლოფის ფორმის ნაგებობა დგას, რომელიც ფერად სვეტებს ეყრდნობა. კოლოფის ფორმის შენობა შავ-თეთრი კვადრატებითაა გაწყობილი. საზოგადოება შენობა ხშირად მაგიდას ადარებს.

მას უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. შენობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს -  ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის ნამდვილი ინოვაციაა, ზოგიერთი კი თვლის, რომ საშინელებაა.
3. აოიამას ტექნიკური კოლეჯი, იაპონია: აოიამას ტექნიკური კოლეჯი, იაპონიაში, სიბუიაში მდებარეობს. მისი არქიტექტორი უატანაბე სეია.

კოლეჯს მკვეთრი კუთხეები აქვს. წითელი და ვერცხლისფერი კონტრასტული კუთხეები შენობას ლითონის ელფერს სძენს. ადამიანები ხშირად აცხადებენ, რომ შენობა მულტიპლიკაციური ფილმის რობოტ პერსონაჟს გავს. კოლეჯის საიტზე კი შენობას ასე აღწერენ: "ეს არის ქაოსისადმი შემწყნარებლობა".
4. "სპილოს კოშკი", ტაილანდი: სპილოს კოშკი ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში მდებარეობს.

შენობა უჩვეულო ფორმისაა და ქუჩის ყველა წერტილიდან კარგად აღიქმება. შენობის გარშემო დაბალსართულიანი სახლებია აშენებული და მათ ფონზე მისი უშნო ექსტერიერი კიდევ უფრო თვალშისაცემია. შენობა 32 სართულიანია და სიმაღლეში 102 მეტრს აღწევს. ის 1997 წელს ააშენეს. ტურისტები მას სპილოს ადარებენ.

წყარო: http://www.ambebi.ge

 
 
Tov International-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირი კოქტეილის კაბა წარმოადგინა, რომელიც 15 მლნ დოლარი ღირს.

შავი კაბა ბრილიანტებით არის გაფორმებული. პირველად ის საზოგადოებამ American Gem Society’s Conclave Fashion Show 2012-ზე იხილა.

კაბა ნიუ-იორკელმა დიზაინერებმა ხლოიმ და რიზმა შექმნეს. კაბის ზედა ტანი 100 სამკარატიანი ბრილიანტით არის შემკული. ხოლო ქვედა ნაწილი შავი, პრიალა ტყავის ქსოვილითაა შექმნილი.

დიზაინერების განცხადებით, მათ ოცნების კაბა რეალობად აქციეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კაბა არ შეესაბამება თანამედროვე მოდის ტენდენციებს. ის უგემოვნოა და შესაბამისად, მისი ფასი არა კაბის სილამაზით, არამედ ძვირფასი ქვების ოდენობით განისაზღვრება.
 
 
მამაკაცი როცა ქალის ხელის თხოვნას გეგმავს, ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება ძვირფასი ბეჭედი შეიძინოს. ისინი ძირითადად ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან არის დამზადებული. მისი ვიზუალური მხარე და ღირებულება მიუთითებს იმაზე, თუ რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს მის მფლობელს. რა თქმა უნდა, ამ საკითხშიც შესაძებელია აღნიშნული ნივთების დაყოფა ძვირადღირებულ და ნაკლებად ძვირფას ბეჭდებად.

Secret Kiss of the Rose

ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა მიუძღვნა ეს ბეჭედი მეუღლეს, ვიქტორია ბექჰემს. ეს არის ბეჭედი, რომელიც 0,8 კარატიანი ბრილიანტისგან და 4,15 კარატიანი თეთრი ოქროსგან არის შექმნილი. მისი ღირებულება 525 000 ამერიკული დოლარია.

Internally Flawless

ეს არის ბეჭედი, რომელიც შექმნილია პლატინისგან და ელიზაბეტ ტეილორის ალმასების კოლექციის ერთ–ერთი ბრილიანტისგან. ალმასის წონა 5,98 კარატია და გარშემო მორთულია 3,96 კარატიანი რამდენიმე ბრილიანტით. ერთობლივად ისინი ყვავილს ქმნიან. ამ ბეჭდის ღირებულება 1,3 მილიონი ამერიკული დოლარია.

Tiffany Diamond Oval

აღსანიშნავია, რომ ტიფანის ალმასები შეუძლებელია ნებისმიერ ადამიანს არ მოსწონდეს და უყვარდეს! აღნიშნული ბეჭედი 14,79 კარატიანი ბრილიანტით არის გაფორმებული. ამ აქსესუარის ღირებულება 1,46 მილიონი ამერიკული დოლარია.

De Beers Platinum

ეს ბეჭედი 9 კარატიანი ალმასებისგან არის შექმნილი და ამ დროისათვის ეს ბეჭედი ყველაზე ძვირფას აქსესუარად ითვლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ღირებულება 1,83 მილიონი ამერიკული დოლარია.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი – „კულინანი“

კულინანი ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და თვალისმომჭრელი ალმასია და ამ ალმასმა მსოფლიო ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. ამ ალმასის წონა 3 ათას კარატს აჭარბებს. ქვა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ალმასის ზომა იყო 10 x 6.5 x 5 სანტიმეტრზე. აღმოჩენისთანავე დაადგინეს, რომ ქვა გახლავთ უდიდესი კრისტალის პატარა ნატეხი, თუმცა ამ კრისტალის პოვნა დღემდე ვერ მოახერხეს. 1907 წელს ქვა ინგლისის მეფე ედუარდს მიუძღვნეს. თანამედროვე მსოფლიოში ამ ქვის ღირებულება არც მეტი არც ნაკლები, 94 ტონა ოქროს უდრის.

 
 
მსოფლიოში კრისტალურად სუფთა მდინარე Verzasca შვეიცარიაში მდებარეობს. წყალი თითქმის გამჭირვალეა და ფსკერზე არსებული კენჭებიც კი ჩანს.

ფოტოგრაფმა კლაუდიო გაზაროლიმ მდინარეში ჩასვლა და რამდენიმე საინტერესო ფოტოს გადაღება მოახერხა. ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Verzasca მსოფლიოში ყველაზე გამჭირვალე მდინარეა.

მდინარე 30 კილომეტრზეა გადაჭიმული. მდინარის ხეობა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტერიტორიას უამრავი ადამიანი სტუმრობს, რათა საკუთარი თვალით იხილონ თითქმის ფირუზისფერი წყალი. თუმცა, მდინარე მკვდარია, მასში თევზები არ ბინადრობენ.
 
 
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქოხი ალპებში, მატერჰორნის მთაზე მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 4 003 მ სიმაღლეზე ფრიალო კლდეზეა აშენებეული. ეს არის მცირე ზომის თავშესაფარი, სადაც ათამდე ადამიანი მოთავსდება. საცხოვრებელი ექსტრემალური სიტუაციებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მრავალი ალპინისტი იქ დასვენებისა და ულამაზესი ხედით დატკბობის მიზნით ჩერდება. ქოხი 1915 წლის აგვისტოში ააგეს. სამშენებლო მასალა მშენებლობის ადგილზე ცხოველებისა და დროებითი საბაგირო გზის დახმარებით აიტანეს.თავდაპირველად ქოხი ხუთ დღეში ააშენეს, მაგრამ 1966 წელს ის დაშალეს და თავიდან აღმართეს. 1976 წელს ქოხში საგანგებო შემთხვევებისთვის ტელეფონი დადგეს.

ქოხი ბელგიელი ალპინისტის, ერნესტ სოლვეს (1838-1922) სახელს ატარებს, რომელმაც სუფრის მარილისგან სოდის წარმოების სამრეწველო პროცესი გამოიგონა. მან სიცოცხლის დიდი ნაწილი ამ საქმეს მიუძღვნა, ალპინიზმით კი პენსიაზე გასვლის შემდეგ დაინტერესდა. ის ხშირად სტუმრობდა ალპებსა და მონბლანის რეგიონს. მისი კომპანიონები იყვნენ გიდები - ალუა სუპერსაკსო და მარტინ შლოხერი.

მთებში გატარებული დაუვიწყარი საათებისთვის მადლიერების ნიშნად, ასევე იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ ამინდის მოულოდნელად შეცვლას შეეძლო ტრაგედია გამოეწვია, მან მატერჰორნის მთაზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქოხის მშენებლობა დააფინანსა.
 
 
მსოფლიოში ყველაზე დიდი მხრების მფლობელია მარკუს რული, რომელიც 1972 წელს გერმანიაში დაიბადა.მარკუსი კულტურიზმითაა გატაცებული და უამრავი ტიტულისა და პრიზის მფლობელია. თავად მარკუსი აცხადებს, რომ მისთვის უმთავრესი ჯილდოა იმის აღიარება, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მხრების მფლობელია: ,,ამით ხაზი ესმევა ჩემ გარჯას და დაუღალავ შრომას, რამაც ასეთ ცნობილ და საპატიო ადამიანად მაქცია” - აცხადებს მარკუსი

მარკუს რული 130-დან 150 კილომდე იწონის (ეჯიბრის სახეობის მიხედვით), მისი ძვალ-კუნთოვანი სისტემა უმაღლეს დონეზეა განვითარებული, თუმცა როგორც თავად აცხადებს, ამაზე გაჩერებას სრულიადაც არ აპირებს და სურს უფრო ,,გააგანიეროს გაბარიტები”
 
 
იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი საპირფარეშო გაიხსნა. მისი მშენებლობა 123 000 დოლარი დაჯდა.

ტუალეტის გარშემო 200 კვ/მ-ის ფართობზე ბაღია გაშენებული. თავად სველი წერტილი მინით არის დაფარული და ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს ბუნებით ტკბობა შეუძლია.

ტუალეტის პროექტი არქიტექტორ სუ ფუჯიმოტოს ეკუთვნის. ეს საჯარო საპირფარეშო მხოლოდ ქალებისთვისაა. ბაღი, ცენტრში განთავსებული უნიტაზით, 6 მეტრიანი კედლითაა შემოღობილი.

ბაღი ქალაქ იჩიჰარაში, სადგურ იტაბუს სიახლოვეს მდებარეობს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.
 
 
Heaven-Linking-ის გზა, ანუ "დიდი ჭიშკრის გზა", რომელიც ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში მდებარეობს, ქვეყანაში ყველაზე საშიშ გზად ითვლება. ის ტიანმენის მთაზე, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლემდე ადის.

გზა მთის გარშემო 99 ბრუნს აკეთებს. ჩინურ კულტურაში ციფრი 9 სიმბოლურია და იღბალს უკავშირდება. ჩინელებს სწამთ, რომ სამოთხეში 9 ადგილია. გზა, რომელსაც 99 ხვეული აქვს, სიმბოლურად სამოთხეს აღნიშნავს, შესაბამისად გზის სახელი Heaven-Linking (სამოთხესთან-გადაბმული) აქედან მოდის.

არსებობს გზის ალტერნატივა - საბაგირო, რომელიც 7455 მეტრ მანძილს გადის და მსოფლიოში ყველაზე გრძელ საბაგირო გზად ითვლება.

გზის მშენებლობა 1998 წელს დაიწყო და 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
 
Baldwin-ის ქუჩა ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინის გარეუბანში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე ციცაბოა.

ავტომანქანებისთვის ის ნამდვილი ჩიხია. ქუჩის ზედა მონაკვეთი განსაკუთრებით ციცაბოა და ბეტონითაა მოპირკეთებული. აღმართის სიმაღლე  47,22 მეტრია, რაც 38°-იან კუთხეს ქმნის.

ქუჩის დაქანება წინასწარ გათვლილი არ იყო, არც რელიეფი გაუთვალისწინებიათ.

ქუჩა ძალიან პოპულარულია და იქ უამრავი ყოველწლიური ღონისძიებაც ტარდება; მაგალითად, ათლეტები ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან, ან მოსახლეობა მწიფე ხილს დაღმართზე აგორებს.
 
 
2009 წელს იაპონურმა კომპანიამ Sanrio  სათამაშოს Hello Kitty 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვა მისი ვერსია, რომლი ღირებულება 167 000 აშშ დოლარს შეადგენს

Hello Kitty — ოროგინალური სათამაშოა, რომელიც თეთრ კატა წარმოადგენს წითელი ლენტით

თავად სათამაშოს სიგრძე მხოლოს 10 სანტიმეტრია. იგი დამზადებულია სხვადასხვა სახის ძვირადღირებული ქვებით, მათ შორის ბრილიანტით და პლატინით